ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ირანის წინააღმდეგ ოპერაციების კიდევ მინიმუმ 1-2 კვირით გაგრძელებას გეგმავს; ჩამოგდებულია 5 000-ზე მეტი ბომბი – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს.
სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცრის განცხადებით, ისრაელის დარტყმების შედეგად ათასობით ირანელი სამხედრო დაიღუპა; ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამ კონფლიქტს აღწერენ, როგორც ისრაელისა და აშშ-ის პირველ სრულმასშტაბიან ერთობლივ სამხედრო კამპანიას: “ეს არის ომი ინგლისურ ენაზე”.
ისრაელის სამხედრო უწყება ირანის წინააღმდეგ ოპერაციების კიდევ მინიმუმ ერთი ან ორი კვირით გაგრძელებას გეგმავს, რომლის დროსაც მისი მიზანი ირანის რეჟიმის კიდევ ათასობით ობიექტზე დარტყმაა – ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ისთვის გახდა ცნობილი.
ისრაელის მიზანია ირანის რეჟიმისა და მისი სამხედრო ობიექტების სისტემატური დეგრადაცია (დასუსტება). ეს გეგმები გამოცხადდა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი საჰაერო კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

