პარასკევი, ივნისი 27, 2025

The Daily Mail: გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის MI-6-ის მომავალი მეთაურის ბლეიზ მეტრეველის ბაბუა ნაცისტების თანამზრახველი იყო ჩერნიგოვიდან, მეტსახელად „ჯალათი“

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის MI-6-ის მომავალი მეთაურის, ბლეიზ მეტრეველის ბაბუა ნაცისტების თანამზრახველი იყო ჩერნიგოვიდან, მეტსახელად „ჯალათი“. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მისმა ჟურნალისტებმა გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის არქივში შენახული დოკუმენტები შეისწავლეს.

შესწავლილი მასალებით ირკვევა, რომ მეტრეველის ბაბუას კონსტანტინე დობროვოლსკი ერქვა. დობროვოლსკი 1906 წელს ჩერნიგოვის გუბერნიის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. სტატიის თანახმად, მას გერმანული და პოლონური ფესვები ჰქონდა, ხოლო დედა უკრაინელი იყო.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ის ყალბი დოკუმენტებით მოსკოვში აღმოჩნდა, სადაც 1926 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. 1937 წელს ის დნეპროპეტროვსკში გადავიდა. რამდენიმე წელიწადში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

დობროვოლსკი ჯერ წითელი არმიის რიგებში ჩაეწერა, ხოლო 1941 წლის 4 აგვისტოს გერმანელების მხარეს გადავიდა. 1943 წელს, გერმანელებისგან ჩერნიგოვის გათავისუფლებამდე კონსტანტინე დობროვოლსკიმ მეთაურობას მისი შვილის, ასევე კონსტანტინე დობროვოლსკისა და მეუღლის, ბარბარეს გაყვანა სთხოვა.

ამის შემდეგ კონსტანტინე დობროვოლსკის უფროსის კვალი იკარგება. თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, დობროვოლსკის სახელი სსრკ-ს მიერ 1969 წელს გამოქვეყნებულ მტრების სიაში ეწერა.

გამოცემის მტკიცებით, დობროვოლსკის შვილი და მეუღლე ბარბარე დიდ ბრიტანეთში აღმოჩნდნენ. 1947 წელს ბარბარე ქართველზე, დავით მეტრეველზე გათხოვდა. დავითმა კონსტანტინეს მისი გვარი, მეტრეველი მისცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასამართლომ გივი თარგამაძე შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აუკრძალა  ორი წლით თანამდებობის დაკავება.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.სასამართლო სხდომას თარგამაძე არ ესწრებოდა.პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე იყო  3 აპრილს დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.თბილისის საქალაქო სასამართლომ მას  საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით ლარიანი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

აბას არაღჩი – თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ

თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ, – ამაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ისაუბრა.„არანაირი შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია მოლაპარაკებების განახლების შესახებ. არც რაიმე დაპირება არის გაცემული, არც რაიმეს განხილვა მომხდარა ამ საკითხზე“, – განაცხადა არაღჩიმ ირანულ მედიასთან საუბრისას.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკელებთან ურთიერთობის უარყოფითი გამოცდილება გააჩნიათ.„მათ მოლაპარაკებები პროცესის შუაში მიატოვეს. ეს გამოცდილება, ცხადია, გავლენას მოახდენს ჩვენს სამომავლო გადაწყვეტილებებზე. თუმცა ასეთი გადაწყვეტილება საბოლოოდ ირანელი ხალხის სიკეთის მიხედვით მიიღება, არა ემოციური, ზედაპირული ან მოკლევადიანი მოსაზრებების საფუძველზე“,- აღნიშნა აბას არაღჩიმ.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ინფორმაცია საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ.მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეხვედრა შედგეს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთმანეთს მომავალ კვირაში შეხვდებიან.

პეტრა ბაირი – „ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა – არ უნდა დავკარგოთ იმედი და ვეცადოთ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე,...

„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას, - ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის წევრმა პეტრა ბაირმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.„ეკონომისტის დაზვერვის ერთეულის“ დემოკრატიის ინდექსის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის მხრივ მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი გაუარესებაა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. 200 დღეზე მეტია, ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა, როგორიცაა შემზღუდავი კანონმდებლობის ცვლილებები, სისხლისსამართლებრივი დევნის გაძლიერება და ზოგჯერ მკაცრი სასჯელები დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ცნობილი ფიგურების მიმართ. მხოლოდ მცირე ნიშნებია იმისა, რომ საპროტესტო აქციები საბოლოოდ, პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს“, - განაცხადა მან.პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში ყველაზე გახმაურებული შემთხვევა მზია ამაღლობელის დაკავებაა, რომელიც პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო დააკავეს.„დღემდე ქვეყანაში დაპატიმრების ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო ქალბატონი მზია ამაღლობელის დაკავება, დამოუკიდებელი მედია საშუალებების დამფუძნებლისა და დირექტორის საქმე. იგი დააკავეს ბათუმში საპროტესტო სტიკერის გაკვრისა და სავარაუდოდ, პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო.„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას. ესენია ჯარიმების და თავისუფლების აღკვეთის სასჯელების გაზრდა და ახალი სისხლის სამართლის დანაშაულების, როგორიცაა ღალატი, შემოღებაც კი. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში, გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 180 ევროს ეკვივალენტიდან 1800 ევრომდე გაიზარდა, რაც უბრალოდ მიზნად ისახავს ადამიანების ყურადღების გადატანას მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვისგან.ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო. ჩვენს საერთო ღირებულებებში არსებობს წითელი ხაზი და ადამიანების დაპატიმრება იმის გამო, რომ მათ სურთ ისარგებლონ თავიანთი ფუნდამენტური ადამიანის უფლებებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება, ნამდვილად დაუშვებელია.არ უნდა დავკარგოთ იმედი და ვეცადოთ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები აქტივისტებისა და დემონსტრანტების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამოსაძიებლად და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად“, - განაცხადა მან.

იმერეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია ორი ადამიანი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

ისრაელ კაცი – აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია გვინდოდა, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა არა შესაძლებლობა.კითხვაზე, სთხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკას თანხმობა ხამენეის ლიკვიდაციისთვის, კაცმა უპასუხა, რომ ამ ყველაფრისთვის ნებართვა არ გვჭირდებათ.„ხამენეი ჩვენს მიზანში რომ ყოფილიყო, ჩვენ მოვკლავდით მას. ჩვენ გვინდოდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა”, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ბოლო სიახლეები