პარასკევი, მარტი 27, 2026

The Business Times: CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი

CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი, – ამის შესახებ გამოცემა The Business Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

„CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ არ შეატყობინა მილიარდერ კლიენტს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ, რაც არის მოულოდნელი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სინგაპურში მიმდინარე სასამართლო განხილვის ბედი.

სასამართლო განხილვის პირველი 9 დღის განმავლობაში CREDIT Suisse Group-ის ტრასტის მთავარი ადვოკატი ლი ენგ ბენგი ამტკიცებდა, რომ ტრასტის პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის აქტივების მართვით შემოიფარგლებოდა, და რომ ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი ან მისი ქართველი ბიზნესმრჩეველი იღებდა და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ნებისმიერი ზარალის შესახებ. თუმცა 16 სექტემბერს ლიმ მოსამართლეს განუცხადა, რომ ტრასტმა დაარღვია საკუთარი, როგორც ნდობით აღჭურვილი მმართველის ვალდებულებები, კომპანია Meadowsweet-ში ივანიშვილის ინვესტიციებთან დაკავშირებით.

„მოპასუხემ აღიარა, რომ 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მას უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა Meadowsweet Assets Limited-ის საბანკო ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი, მათ შორის პირდაპირ დაჰკავშირებოდა ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვების კანონიერების შესამოწმებლად“.

CS Trust-ის ადვოკატების მიერ სტრატეგიის შეცვლა წარმოადგენს ქვიშაზე ხაზის გავლების მცდელობას, რათა შემცირდეს ტრასტის თანამშრომელთა ჩვენებების შედეგად მოსალოდნელი პოტენციური ნეგატიური შედეგი.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტრასტისგან ზარალისა და დაკარგული შემოსავლის სახით 800 მილიონ დოლარს ითხოვს, რომელიც მას, მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში უნდა მიეღო, ფული რომ უსაფრთხოდ ყოფილიყო ინვესტირებული. გასულ კვირაში ივანიშვილმა მისცა ჩვენება და თქვა, რომ მანამდე, ადრეულ ეტაპზე განხორციელებული რამდენიმე ინვესტიციის გარდა, ის არაფერს მართავდა და გადაწყვეტილებების მიღება ბანკირ პატრის ლესკადრონს დააკისრა.

ფრანგი ბანკირი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს. მან შექმნა სქემა, რომლის მიხედვითაც აყალბებდა ხელმოწერებს და სავაჭრო ბრძანებებს, რათა თავისი კლიენტების პორტფოლიოებში მზარდი დანაკარგები დაეფარა.

მარტში ივანიშვილმა მოიგო $607 მილიონიანი სასამართლო დავა ბერმუდის სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ Credit Suisse-ის სიცოცხლის დაზღვევის ადგილობრივმა განყოფილებამ ლესკადრონის თაღლითობაზე თვალი დახუჭა. CS Life-ი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

როგორც ივანიშვილის სპიკერმა, ისევე შვეიცარიული ბანკის წარმომადგენელმა სასამართლოში ლის მიერ გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვეს.

სასამართლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მხარის ჩვენებებითა და დასკვნითი სიტყვებით გაგრძელდება, განაჩენის გამოტანა კი 2023 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია სტატიაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით

საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბანკი „ქართუსა“ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის ორგანიზებით გამართულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.ფინანსთა მინისტრმა თავის პრეზენტაციაში დეტალურად ისაუბრა ქვეყნის უახლესი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შესახებ, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, სარეიტინგო კომპანიების შეფასებებსა და ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით მიღწეული პროგრესის თაობაზე.როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, უკანასკნელ წლებში, საქართველომ შეძლო მდგრადობის შენარჩუნება სხვადასხვა შოკის მიმართ და გამოავლინა ფისკალური სტაბილურობა.„ბოლო ათწლეულის საშუალო ეკონომიკური ზრდა 5% იყო, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში – 9.3%; საშუალოვადიანი პროგნოზი 5%-ის დონეზეა;ერთ სულ მოსახლეზე მშპ მნიშვნელოვნად გაიზარდა და მსყიდველუნარიანობის პარიტეტით 31 000 დოლარს მიაღწია;ეკონომიკის სტრუქტურა მეტად გახდა სერვისებზე ორიენტირებული (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, განათლება), ტრადიციულ სექტორებთან ერთად”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.მან ასევე, ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე, რომელთა შორისაა: კაპიტალის ბაზრის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმები, ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრაცია, ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობის გაძლიერება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.ფისკალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და ვალის მართვის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ფისკალური დეფიციტი 2020 წლის 9.2%-დან 2022 წელს შემცირდა 3%-მდე, ხოლო 2025 წელს – 1.4%-მდე; ვალის მაჩვენებელმა მშპ-სთან მიმართებით შეადგინა 34%-მდე, რაც მნიშვნელოვნად დაბალია 60%-იან ზღვარზე.როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საგარეო ვალის 93% წარმოადგენს შეღავათიან სესხებს საერთაშორისო და ორმხრივი ინსტიტუტებისგან. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, ფასიანი ქაღალდები გამოიცემა ყოველთვიურად, რაც ზრდის ბაზრის პროგნოზირებადობას.როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს ახალი ინსტრუმენტების შემუშავება არარეზიდენტი ინვესტორებისთვის ბაზარზე წვდომის გასამარტივებლად. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, საქართველო აქტიურად გამოიყენებს საერთაშორისო ბაზრებს ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირების გასაუმჯობესებლად.გამოსვლის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი ფისკალური დისციპლინის მნიშვნელობას გრძელვადიანი მდგრადობისთვის და ფინანსთა სამინისტროს მტკიცე ერთგულებას მკაცრი ფისკალური პოლიტიკის მიმართ, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე – დღეს მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს, საქართველო რჩება ღია ეკონომიკად, მზად არის, გააღრმაოს კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან

დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო გამჭვირვალე და მოქნილია.„დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრიდან. ამას აძლიერებს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის უწყვეტი ძალისხმევა კონკურენციის ხელშეწყობის, ინოვაციების წახალისებისა და ფინანსური ეკოსისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით.ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო გამჭვირვალე და მოქნილია; ის მჭიდროდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, ის ხელს უწყობს ინოვაციებს, ახალი მოთამაშეებისთვის ამცირებს ბაზარზე შესვლის ბარიერებს და ფინანსურ სტაბილურობას იცავს.ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზირების ფორმატების ფართო სპექტრი შემოიღო, რაც მიზნად ისახავს ინოვაციების მხარდაჭერას და ფინანსური მომსახურების გაფართოებას. მათ შორისაა მიკრობანკის ჩარჩო და ციფრული ბანკების ლიცენზირება. გარდა ამისა, შეიქმნა ვირტუალური აქტივების მომსახურების მიმწოდებლებისთვის განკუთვნილი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფინანსური ტექნოლოგიებისა და ბაზრის მონაწილეებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველოს კაპიტალის ბაზრებიც ვითარდება.„საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველოს კაპიტალის ბაზრებიც ვითარდება. იზრდება ინტერესი როგორც სახელმწიფო, ისე კორპორატიული ობლიგაციების მიმართ, რაც ხელს უწყობს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას. ერთად, ეს ძალისხმევა აყალიბებს უფრო დინამიკურ, კონკურენტუნარიან და მომავალზე ორიენტირებულ ფინანსურ ეკოსისტემას, ხსნის ახალ შესაძლებლობებს ინვესტიციების მდგრადი ზრდისთვის.საქართველო რჩება ღია ეკონომიკად, მზად არის, გააღრმაოს კავშირები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო ძლიერი თანამშრომლობისა და ახალი შესაძლებლობების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია პრაქტიკულ გზებს შემოგთავაზებთ და საბანკო სექტორის სამომავლო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ ქართული ფულადი ერთეულის, ლარისადმი რწმენა განამტკიცა, რაც ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს

ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი, რაც ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში განთავსებული ანაბრების უმეტესობა ლარშია, ასე არ იყო 2025 წელს.„ამ მიღწევას მჭიდროდ უჭერს მხარს ძლიერი ფინანსური სექტორი, რომელიც ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს და უზრუნველყოფს სტაბილურობას და ფინანსებზე წვდომას. დღეს სექტორი 19 ბანკისგან შედგება, მათ შორისაა 3 ციფრული და 2 მიკრო ბანკი. ისინი კაპიტალისა და ლიკვიდურობის მყარ პოზიციებს ინარჩუნებენ; აქტივების ხარისხიც მაღალი რჩება, რაც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.ეს წინსვლა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზეც აისახება, სადაც წამყვანი ქართული ბანკების აქციებია განთავსებული. ამჟამად ერთ-ერთი წამყვანი ქართული ბანკი შეუერთდა ფასიანი ქაღალდების FTSE (Financial Times Stock Exchange) ინდექსის პირველ ასეულს, რომელშიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული 100 უმსხვილესი კომპანია შედის. ამავდროულად, საშუალო ზომის ბანკებიც გამართულად მუშაობენ და ფინანსური მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობენ მომხმარებლებს.ქართული ბანკები სტაბილურად ფართოვდებიან რეგიონში და თავიანთ გეოგრაფიულ არეალს აფართოებენ. ეს აძლიერებს რეგიონული დაკავშირებადობის უნარს და სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტად ღრმა ფინანსური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს რკინიგზა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების დამატებით რეისებს ნიშნავს.„მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://gr.com.ge;ჩვენი აპლიკაციის საშუალებით: onelink.to;საქართველოს რკინიგზის სალაროებში;საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დახურულ შეხვედრაზე მსხვილ ბიზნესმენებს შესთავაზა, გააკეთონ ნებაყოფლობითი შენატანები ბიუჯეტში უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დახურულ შეხვედრაზე მსხვილ ბიზნესმენებს შესთავაზა, გააკეთონ ნებაყოფლობითი შენატანები ბიუჯეტში უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად. ამის შესახებ ინფორმაცია წყაროებზე დაყრდნობით რუსულმა ეკონომიკურმა გამოცემა The Bell-მა გაავრცელა.როგორც გამოცემა წერს, წყაროების თქმით, რუსეთის მეწარმეთა კავშირის ყრილობის კულუარებში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს ომის გაგრძელებას და რუსეთის არმია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე უნდა მივიდეს. ამის შემდეგ მან ბიზნესმენებს შესთავაზა ბიუჯეტში ნებაყოფლობითი შენატანების გაკეთება.გამოცემის ინფორმაციით, „ბიზნესის შეჯანჯღარება“ პუტინს „როსნეფტის“ ხელმძღვანელმა, იგორ სეჩინმა შესთავაზა, რომელმაც შეხვედრამდე პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც დაფინანსების მექანიზმად შეთავაზებული იყო სამხედრო ობლიგაციების გამოშვება.ორი წყაროს ინფორმაციით, ბიზნესმენი სულეიმან ქერიმოვი მაშინვე დათანხმდა მოთხოვნას და ბიუჯეტში 100 მილიარდი რუბლის შეტანას დაჰპირდა პუტინს.

ბოლო სიახლეები