ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025

The Business Times: CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი

CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი, – ამის შესახებ გამოცემა The Business Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

„CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ არ შეატყობინა მილიარდერ კლიენტს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ, რაც არის მოულოდნელი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სინგაპურში მიმდინარე სასამართლო განხილვის ბედი.

სასამართლო განხილვის პირველი 9 დღის განმავლობაში CREDIT Suisse Group-ის ტრასტის მთავარი ადვოკატი ლი ენგ ბენგი ამტკიცებდა, რომ ტრასტის პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის აქტივების მართვით შემოიფარგლებოდა, და რომ ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი ან მისი ქართველი ბიზნესმრჩეველი იღებდა და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ნებისმიერი ზარალის შესახებ. თუმცა 16 სექტემბერს ლიმ მოსამართლეს განუცხადა, რომ ტრასტმა დაარღვია საკუთარი, როგორც ნდობით აღჭურვილი მმართველის ვალდებულებები, კომპანია Meadowsweet-ში ივანიშვილის ინვესტიციებთან დაკავშირებით.

„მოპასუხემ აღიარა, რომ 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მას უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა Meadowsweet Assets Limited-ის საბანკო ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი, მათ შორის პირდაპირ დაჰკავშირებოდა ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვების კანონიერების შესამოწმებლად“.

CS Trust-ის ადვოკატების მიერ სტრატეგიის შეცვლა წარმოადგენს ქვიშაზე ხაზის გავლების მცდელობას, რათა შემცირდეს ტრასტის თანამშრომელთა ჩვენებების შედეგად მოსალოდნელი პოტენციური ნეგატიური შედეგი.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტრასტისგან ზარალისა და დაკარგული შემოსავლის სახით 800 მილიონ დოლარს ითხოვს, რომელიც მას, მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში უნდა მიეღო, ფული რომ უსაფრთხოდ ყოფილიყო ინვესტირებული. გასულ კვირაში ივანიშვილმა მისცა ჩვენება და თქვა, რომ მანამდე, ადრეულ ეტაპზე განხორციელებული რამდენიმე ინვესტიციის გარდა, ის არაფერს მართავდა და გადაწყვეტილებების მიღება ბანკირ პატრის ლესკადრონს დააკისრა.

ფრანგი ბანკირი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს. მან შექმნა სქემა, რომლის მიხედვითაც აყალბებდა ხელმოწერებს და სავაჭრო ბრძანებებს, რათა თავისი კლიენტების პორტფოლიოებში მზარდი დანაკარგები დაეფარა.

მარტში ივანიშვილმა მოიგო $607 მილიონიანი სასამართლო დავა ბერმუდის სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ Credit Suisse-ის სიცოცხლის დაზღვევის ადგილობრივმა განყოფილებამ ლესკადრონის თაღლითობაზე თვალი დახუჭა. CS Life-ი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

როგორც ივანიშვილის სპიკერმა, ისევე შვეიცარიული ბანკის წარმომადგენელმა სასამართლოში ლის მიერ გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვეს.

სასამართლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მხარის ჩვენებებითა და დასკვნითი სიტყვებით გაგრძელდება, განაჩენის გამოტანა კი 2023 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია სტატიაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არასრულწლოვანს, სალონში შესულ კლიენტებთან, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ლ.ხ. არასრულწლოვანით ვაჭრობის, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ ბრალდებულის მითითებით, არასრულწლოვანი სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ლ.ხ.-ს უხდიდა.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი, მე-2 და 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი: აშშ ჩინეთთან შეთანხმებას დადებს და ეს ორივესთვის კარგი შეთანხმება იქნება

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას დადებს და ეს „ორივესთვის კარგი შეთანხმება იქნება“.ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა. მისივე თქმით, ეს უკეთესია, ვიდრე ჩხუბი და „ყველანაირ პრობლემასთან შეჭიდება“.„სამყარო გვიყურებს და ვფიქრობ, გვექნება რაღაც, რაც ყველასთვის ამაღელვებელი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ხუთშაბათს შეხვდება, სადაც ისინი სავაჭრო საკითხებზე იმსჯელებენ.

შეერთებული შტატების ე.წ. შათდაუნი გრძელდება – სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება ისევ ვერ შეძლო

შეერთებული შტატების ე.წ. შათდაუნი გრძელდება. სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება ისევ ვერ შეძლო. რესპუბლიკელების მიერ წარმოდგენილმა კანონპროექტმა საჭირო 60 ხმიდან 54 მიიღო, 45-მა სენატორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.დემოკრატები უარს ამბობენ რესპუბლიკელების წინადადების მხარდაჭერაზე, რადგან, მათი თქმით, ეს ზღუდავს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის.რესპუბლიკელები კი ე.წ. შათდაუნში დემოკრატებს ადანაშაულებენ. მთავრობის მუშაობა შეერთებულ შტატებში უკვე 28 დღეა შეჩერებულია.

ქართველი ემიგრანტი ამერიკაში ტრაგიკულად დაიღუპა

ქართველი ემიგრანტი ავთო კაკაბაძე ამერიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპულ ახალგაზრდას ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.„დღეს მწუხარედ შეგვატყობინეს, რომ ჩვენი მეგობარი ― ავთო (ალექსანდრე კაკაბაძე) ― ავარიის შედეგად ამერიკაში გარდაიცვალა. გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისაც ავთო უყვარდა. ნათელი იყოს მისი გზა და ღმერთმა აჩუქოს სიმშვიდე“. „ავთანდილ, ბიჭო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩვენო გულიანო, უსაყვარლესო ადამიანო. გული დამეთუთქა, 9 ოქტომბერს დაბადების დღე მოგილოცე, როგორ გაგიხარდა, მადლობა გადამიხადე, მადლობას მე გიხდი ყველაფრისთვის, რამხელა ბედნიერება მომანიჭე, როდესაც დამეხმარე და 10 წლის უნახავი შვილი საბერძნეთში ჩამომაყვანინე და გულში ჩამიხუტე, ჩემთან ერთად აეროპორტში იყავი, ძალას მაძლევდი, ავთო“.„საოცარი ადამიანი, აცხონოს უფალმა ავთოს სული“.  „როგორი მოულოდნელი იყო შენი ამბის გაგება ჩემო ავთო, ნათელში გამყოფოს უფალმა, მენანები ჩემო ტკბილო და კეთილო ბიძაშვილო".„ვაიმე, როგორ მეტკინა გული, ვერ ვიჯერებ რომ შენ აღარ ხარ ავთო, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება

დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა ისრაელის მიერ ღაზაზე იერიშის ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებას ნიშნავდეს.„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება“, – აღნიშნა ვენსმა.ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორზე“, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე შეტევა განახორციელა. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.

ბოლო სიახლეები