Sony 2018 წელს Xperia XZ2 Pro-ს და XZ2-ს გამოუშვებს. ამის შესახებ TechGenyz-ი წერს. კომპანია ახალ მოდელებს ბარსელონაში, MWC 2018-ის გამოფენის ფარგლებში წარმოაგენს.
გავრცელებული ცნობით, XZ2 Pro-ს 5.7 ინჩიაკი 4K OLED ეკრანი ექნება. მობილური ტელეფონის ეკრანის გაფართოება 3840×1920 პიქსელი იქნება.
მოწყობილობა სავარაუდოდ Android Oreo 8.1 სისტემაზე იმუშავებს. ახალ მოდელს 12 მეგაპიქსელი კამერა, 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება და 6 GB RAM-ი ექნება.
მოდელის ზუსტი ღირებულება ჯერ უცნობია, თმცა სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისი საბაზრო ღირებულება 699 ევრო იქნება.