ხუთშაბათი, დეკემბერი 4, 2025

Red Bull-ის დამფუძნებელი დიტრიხ მატეშიცი გარდაიცვალა

კომპანია Red Bull-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ავსტრიელი მეწარმე, დიტრიხ მატეშიცი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მატეშიცის სახელს უკავშირდება არა მარტო მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ენერგეტიკულ სასმლის, Red Bull-ის შექმნა, არამედ არაერთ ექსტრემალურ სპორტში Red Bull-ის გუნდის მიერ მოპოვებული უამრავი გამარჯვება, მათ შორის, ავტომობილების უმაღლეს სარბოლო ლიგა Formula 1-ში.

აღსანიშნავია, რომ Red Bull-ის გუნდმა Formula 1-ის ჩემპიონობა უკვე მეხუთედ სწორედ დღეს მოიპოვა. რბოლის ლიდერისა და ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის განცხადებით, Red Bull Racing-ის ეს გამარჯვებაცა და ჩემპიონობაც მატეშიცის ხსოვნას ეძღვნებოდა.

ავსტრიელმა მეწარმემ ენერგეტიკული სასმლის საწყის რეცეპტს აზიაში მიაკვლია, სადაც კოფეინის მაღალი შემცველობის მქონე სასმელს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ.

სასმლის ენერგეტიკული ეფექტით აღფრთოვანებულმა მატეშიცმა 1987 წელს კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტა, ინვესტიციის დიდი ნაწილი კი ტაილანდელი ინვესტორის, ჩალეო იოვიდიას მხრიდან მოიზიდა.

აზიური ვერსიისგან განსხვავებით, Red Bull-მა გაზიანი სასმლის ფორმა მიიღო, მისი რეცეპტი კი წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, თუმცა ფუნდამენტური გემო და არომატი, რომელზეც Red Bull-ის მრავალმილიარდიანი იმპერია დგას, არასოდეს შეცვლილა.

Forbes-ის შეფასებით, მატეშიცის ქონება 20.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 71-ე ადგილს იკავებდა.

Formula 1-ის გარდა, Red Bull-ის გუნდები წარმოდგენილია დრიფტის, რალის, დრაგის, ველოსპორტისა და მოტოსპორტის დისციპლინებში. მატეშიცის ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში Red Bull-ის გუნდმა არაერთ გამარჯვებას და ჩემპიონობას მიაღწია, თავად ბრენდი კი ახლა უკვე არა მარტო ენერგეტიკულ სასმელებთან, არამედ ყველაფერ ექსტრემალურთან ასოცირდება, რაც თავად მატეშიცის ცხოვრების მიზანი იყო – კაცისა, რომელმაც საკუთარი ოცნებების ფრთების შესხმით, მილიონობით ადამიანს მისცა “გაფრთიანების” საშუალება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად ხელისუფლებას არავითარი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია.კალაძის თქმით, ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია.„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ცრუ კამპანია, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი და სპეკულაცია გვახსოვს. აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაწყებულია. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დანარჩენი – დაველოდოთ გამოძიებას, რომელშიც ყველაფერი იქნება დადასტურებული კონკრეტული ფაქტებით და კვლევებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, მერის თქმით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც პირველი შემთხვევა არ არის.„როდესაც ვრცელდება მიზანმიმართული სიცრუე, დაფუძნებული ტყუილზე, მოგონილზე, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება – ეს არის მცდელობა ქვეყნის წინაღმდეგ. იგივე კეთდებოდა, როდესაც გვიმტკიცებდნენ, თითქოს სააკაშვილი იყო მოწამლული და მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ცრუ კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობდა. ეს იყო რეალურად პიარკამპანია, რომელშიც თანხები იყო გადახდილი, რაც მოგვიანებით გაირკვა. ამ ტიპის სპეკულაციებთან გვაქვს საქმე ამჯერად „ბიბისის“ მხრიდან“, – აღნიშნა მერმა.მისივე თქმით, აქციების დაშლა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც და საქართველოს ხელისუფლება იყენებს იმ მეთოდებს, რომელიც მიღებულია. „მხოლოდ საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არაფერი ყოფილა გამოყენებული, რაც არის აკრძალული. რაც დაშვებულია და მისაღებია, ის იყო გამოყენებული. ჩვენ ხომ „ბიბისი“ არ ვართ, რომ ტყუილზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებიათ. ჯერ გვიმტკიცებდნენ, რომ ასე იყო, შემდეგ კი სავარაუდოდო, უკვე უკან დაიხიეს, რადგან ეს არის ტყუილი. ამიტომ არის გამოძიება დაწყებული, რომ  ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს არავითარი პასუხგაუცემელი კითხვა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.მისივე თქმით, კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული აქციების დასაშლელად, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.„შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება. მე იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. მე ვამბობ იმას, რაც თქვა შს მინისტრმა, რომ არაფერი ყოფილა გამოყენებული ისეთი, რაც არის აკრძალული. რა იყო გამოყენებული, ამას გვეტყვის გამოძიება კონკრეტული კვლევით, კონკრეტული დასკვნით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ცოტა ხნის წინ, თელავში. აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანი გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, ბავშვმა ავტომობილის კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა.გზაზე მიმავალი ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და ბავშვს დაეჯახა.დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. „დაშავებული ჩვენს კლინიკაშია შემოყვანილი. ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ღია მოტეხილობები არ ფიქსირდება, ბავშვს უტარდება დამატებითი კომპიუტერული კვლევები, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი მკურნალობა“, - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შალვა პაპუაშვილი – ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე

ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა აქეზებს ტერორიზმს.„დღეს 4 დეკემბერია. ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე. ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა აქეზებს ტერორიზმს. ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ. ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

პუტინმა უიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრას სასარგებლო და აუცილებელი უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს „დიდ რვიანში“ დაბრუნება არ სურს

ვლადიმერ პუტინის თქმით, შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან და დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, აუცილებელი და სასარგებლო იყო. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია India Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომლის ფრაგმენტებსაც თავად არხი აქვეყნებს და რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები ციტირებენ.პუტინის თქმით, ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა, რადგან მხარეებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტის შესახებ წინადადებების ყველა პუნქტის განხილვა მოუწიათ.მან აღნიშნა, რომ ამერიკულ წინადადებებში იყო პუნქტები, რომლებსაც რუსეთი არ ეთანხმებოდა. „სადღაც ვამბობდით, რომ დიახ, ამის განხილვა შეგვიძლია, ხოლო ამაზე დათანხმება - არა. იმის მიღწევა, რომ კონფლიქტის მხარეებმა რაღაც კონსენსუსამდე მიაღწიონ, არ არის მარტივი ამოცანა“, - განაცხადა პუტინმა.ტელეკომპანიის ჟურნალისტის შეკითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს „დიდ რვიანში“ დაბრუნება, პუტინმა უპასუხა: „არა“.რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ერთხელ ისე მოხდა“, რომ თავად პრაქტიკულად შეწყვიტა G8-ის შეხვედრებზე სიარული. „ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, რატომ უწოდებენ G7-ში შემავალი ქვეყნები საკუთარ თავს „დიდ შვიდეულს“. რა არის იქ ასეთი დიდი?“, - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ ეს „მაინც მნიშვნელოვანი პლატფორმაა: ისინი მუშაობენ, რაღაცებს განიხილავენ, იღებენ გადაწყვეტილებებს“.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა დილის 10 საათიდან დაიწყება. ეს დღე 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ- ერთია, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა შორის, რომლებიც ეკლესიის მიერ არის დადგენილი.

ბოლო სიახლეები