რუსული გამოცემა “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, იტალიური მოდის სახლი Prada და მისი ბრენდები შაბათიდან რუსეთში მუშაობას აჩერებენ.
დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანური კომპანია Inditex დროებით აჩერებს რუსეთში 502 მაღაზიის მუშაობას, მათგან 86 Zara-ს და ონლაინ გაყიდვებია. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Pais-ი ავრცელებს.
გუჩი, ბალენსიაგა და ივ სენ ლორანი რუსეთში მაღაზიებს დახურავენ – ამის შესახებ ინფორმაცია Demna Daily- ის გვერდზე სოციალურ ქსელში ვრცელდება.