ოთხშაბათი, ივნისი 3, 2026

Netflix-მა “ბანქოს სახლის” გადაღება განაახლა

variety   ინფორმაციით. Netflix-მა სერიალ “ბანქოს სახლის” მეექვსე, დასკვნითი სეზონის გადაღება განაახლა

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი გმირები უნდა ითამაშონ ახალმა მსახიობებმა.

როგორც ადრე ამბობდნენ, სერიალის მთავარი გმირი კლერ ანდერვუდი იქნება, რომელსაც რობინ რაითი ასრულებს.

ფრენკ ანდერვუდი, რომელსაც კევინ სპეისი თამაშობდა, ბოლო სეზონში აღარ იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო არა მხოლოდ გუნდის ლიდერი მოედანზე, არამედ ღირსების მაგალითი, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში

გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო არა მხოლოდ გუნდის ლიდერი მოედანზე, არამედ ღირსების, პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი, რამაც არაერთი თაობის გულში დატოვა წარუშლელი კვალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, გურამ კაშიას სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.„დღეს საქართველოსა და რუმინეთის ამხანაგურ მატჩში განსაკუთრებული ემოციებით გავაცილეთ ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და კაპიტანი გურამ კაშია.წლების განმავლობაში ის იყო არა მხოლოდ გუნდის ლიდერი მოედანზე, არამედ ღირსების, პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი, რამაც არაერთი თაობის გულში დატოვა წარუშლელი კვალი.გურამმა ჩვენ, ყველას, გვაჩუქა დაუვიწყარი ემოციები და მნიშვნელოვანი გამარჯვებები, რის გამოც მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო. მადლობა იმ წლებისთვის, როდესაც მთელი გულით ემსახურებოდი საქართველოს.გისურვებ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. შენი ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უკვე გამორჩეული და საპატიოა!ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა შვილებთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და თბილისის მერთან, კახი კალაძესთან ერთად მადლობა გადამეხადა გურამისთვის ქართული ფეხბურთში გაწეული ღვაწლისთვის.ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ამ გამორჩეულ დღეს მივულოცე ჩემპიონთა ლიგის ტიტული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობა ჩვენი ნაკრების ახალ კაპიტანს, ხვიჩა კვარაცხელიას“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ გუნდში ბოლო იყო გუნდის კაპიტნისთვის, გურამ კაშიასთვის. მან ნაკრების მაისურით 129 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

ადვოკატი ჯაშუშობის ბრალთან დაკავშირებით გიორგი უძილაურის პოზიციას ავრცელებს

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის უფლებადამცველმა ბექა გულედანმა "ინტერპრესნიუსს" მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოზიცია გააცნო.გულედანი უძილაურს გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა, ბრალდებულის მიერ ბრალთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიცია წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბა, რასაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:“გიორგი უძილაური, იაზრებს, რა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, აღიარებს, რომ:იკავებდა რა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას, იმავდროულად ინარჩუნებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“ დირექტორის თანამდებობას, 2025 წლამდე კი რედაქტორობდა ინტერნეტ გამოცემა ”european.ge“-ს, რომელშიც პერიოდულად აქვეყნებდა მის ანალიტიკურ სტატიებს სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ თემებზე, ისევე როგორც მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში 1994 წლიდან.აღიარებს, რომ საგამოძიებო სამსახურის პარალელურად, ორჯერ იმყოფებოდა პროევროპული სტუდენტების საპროტესტო აქციებზე რუსთაველზე, ერთხელ მოძრაობდა, ხოლო მეორედ იდგა სასტუმრო “თბილისი მარიოტსა” და გალერეას შორის. აქციის დარბევისას არაერთხელ იცვლიდა ლოკაციას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია პროევროპულ სტუდენტებს გაზით არბევდა, სახე არ დაუმალავს. შესაბამისად, შსს-ს ჰქონდა მისი იდენტიფიკაციის საშუალება.იმის მიუხედავად, რომ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებისთანავე გაფრთხილებული იყო, რომ ისმინებოდა მისი ტელეფონები, ხდებოდა ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგი, ფიქსირდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანის ლოკაცია და ხორციელდებოდა სალონის მოსმენა, თავი არ შეუზღუდავს არც შეხვედრებში და არც საუბრებსა თუ მიმოწერებში.უფრო მეტიც, დაუფარავი ენთუზიაზმით დასცინოდა ხელისუფლების მიერ ევროპის დისკრედიტაციისათვის გამოგონილ საფრთხობელებს („Deep State“, “ომის პარტია“, “მასონები“, “ევროგეების საფრთხე“...), გმობდა ხელისუფლების სასტიკ პოლიტიკას პროევროპელი სტუდენტების მიმართ, რადგან ამ პოლიტიკას შედეგად მოჰყვება ახალგაზრდების მასიური გადინება საქართველოდან.გიორგი უძილაურის თქმით, ეს პოლიტიკა არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მიზანი ან ამოცანა.2011 წლის ოქტომბრიდან იგი შეურთდა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ჩამოყალიბებულ 20 კაციან გუნდს (დღეს იმ გუნდიდან ივანიშვილის გარემოცვაში დარჩენილია მხოლოდ გია ვოლსკი), რათა თავისი წვლილი შეეტანა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში.გიორგი უძილაური სააკაშვილის რეჟიმს მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს ანტიდემოკრატიულ და სისხლიან მმართველობად, რომელმაც გააბეჩავა და დააჩოქა საქართველო, ე.წ. „ვარდების რევოლუციას“ მიიჩნევდა და მიიჩნევს სახელმწიფო გადატრიალებად, რის გამოც დღემდე ორმხრივი აუტანლობა აკავშირებს მასსა და სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს.20 კაციანი გუნდი 2011 წლის ოქტომბრიდან, 2012 წლის ივნისამდე გაფართოვდა და გამყარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოერთებული, გულანთებული, უშიშარი და თავგადადებული ახალგაზრდობით - იმ ბირთვმა, რომელმაც მაგალითი მისცა დანარჩენ, ორჭოფობაში მყოფ მოსახლეობას და 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვება მოუტანა „ქართულ ოცნებას“.გიორგის თქმით, ის გულანთებული და ალალი მოძრაობა დღეს აღარ არსებობს, ის „ქართული ოცნება“ მკვდარია.მაღალი იდეალები ჩანაცვლდა მედროვეთა ინტერესებით და სხვის მიერ მოპოვებული გამარჯვებით მიღებული ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი წყურვილით. ხელისუფლებაში მოსულია ხალხი, ვისაც არც ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვამდე უბრძოლია სააკაშვილის რეჟიმთან და არც შემდეგ, 2011-2012 წლებში. მათთვის უცხოა იდეალებიც და გუნდურობაც. ძველი “ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთისთვის თავს სწირავდნენ, დღევანდელი “ოცნების“ ხელმძღვანელობა კი ერთმანეთს სწირავს, წარბშეუხრელად. მათ არ იციან, რომ 2011-2012 წლების ბრძოლაში და მოპოვებულ გამარჯვებაში მონაწილეობდა ის დასავლეთი, რომელსაც მათ მტრის სტატუსი მიანიჭეს.ასევე გიორგის თქმით, 2011-2012 წლების ივანიშვილის მოძრაობაში აქტიურად იყო ამერიკელების და ევროპელების რამდენიმე ჯგუფი. ისინი არა მარტო კონსულტაციებს უწევდნენ ივანიშვილის გუნდს, არამედ უზრუნველყოფდნენ ახლადშექმნილი მოძრაობის აქტიურ კომუნიკაციას ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, აძლევდნენ რჩევებს სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის და უზრუნველყოფდნენ ივანიშვილის უსაფრთხოებას.როგორც ივანიშვილმა, ასევე “ოცნების“ ბირთვმა, ასევე ამერიკელმა და ევროპელმა სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ საფუძველი ეყრებოდა დემოკრატიულ და პროდასავლურ საქართველოს. არავის გასჩენია ეჭვი, რომ დასავლელი სპეციალისტები წარმოადგენდნენ „Deep State“-ს ან შემოგზავნილ აგენტურას - მტერი ომის მოგებასა და გამარჯვებაში არ გეხმარება.გიორგი აღიარებს, რომ მასაც ჰქონდა კომუნიკაცია და აქტიური კავშირი ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებთან, ზოგიერთ მათგანთან მეგობრობდა და დღემდე მეგობრობს.მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან 2022 წლამდე “ოცნება“ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა პროევროპულ, დემოკრატიულ კურსს, გიორგი ამჩნევდა, რომ ნელდებოდა დემოკრატიზაცია, ხელისუფლებაში ძლიერდებოდა აზრი, რომ დემოკრატია არც ისე კომფორტულია მმართველობისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ყოფილა მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნის დროს და ძალიან მომაბეზრებელია ხელისუფლების მიღების შემდეგ, რომ ბევრად მარტივია სიტყვის თავისუფლება გაფორმდეს „ევროპულ აგენტურად“ ან „სააკაშვილის რუპორად“.გიორგის თქმით, არაკომფორტული აღმოჩნდა ევროინტეგრაციაც, რადგან “ოცნების“ ახალი ხელმძღვანელობა დგებოდა არჩევანის წინაშე - ან რეალურად გაემიჯნება ერთმანეთს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, ან უნდა იყოს პარტიული დიქტატურა და დემოკრატიის ჩაწიხვლა. ევროინტეგრაციისგან დაშორება ხდებოდა ეტაპობრივად, მაგრამ თანმიმდევრულად, ნელ-ნელა იზღუდებოდა აზრის თავისუფლება საჯარო მოხელეებისათვისაც.მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობისას, გიორგი ასევე ესწრებოდა თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, რის შემდეგაც სუს-მა „ქართულ ოცნებას“ შეატყობინა, თითქოს გიორგი იყო პროცესის ორგანიზატორი, მან უარყო ორგანიზატორობა, თუმცა აღიარა აქციაზე დასწრება.გიორგი აღიარებს, რომ არაერთხელ დაუფიქსირებია მისი წინააღმდეგობა ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ოცნების წევრებთან.გიორგის თქმით, კოჰაბიტანტების და მედროვეების გამარჯვება გამოაშკარავდა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისთანავე. იგი აღიარებს, რომ მაინც ცდილობდა გაედო ხიდები „ოცნებასა“ და უკრაინულ მედიას შორის.გიორგის თქმით, მისი აქტივობა და ენთუზიაზმი ჩაითვალა პოლიტიკურ თავნებობად, იგი აღიარებს, რომ არ ემორჩილებოდა ე.წ. „პარტიულ დისციპლინას“ და რისი გაკეთებაც არ სურდა, არ აკეთებდა.გიორგი იხსენებს, რომ ბოლოს უარი თქვა ეკა ბესელიას „გაშავებაზე“ და იცოდა, რომ მალე მასთანაც მივიდოდნენ.გიორგი უძილაური აღიარებს, რომ მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ და იდეალებმა აქცია პატიმრად - პოლიტიკურ პატიმრად, რადგან მისი დაჭერა იყო პოლიტიკური სიგნალი ყველა იმ საჯარო მოხელისათვის, ვინც პროპაგანდისგან განსხვავებულად ფიქრობს.გიორგიმ არ იცის ეღირსება თუ არა თავისუფლება, რადგან მისნაირი ელემენტები, მითუმეტეს მკაცრი კონტროლის სახელმწიფო სტრუქტურებში, ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან აღიქმებიან ავთვისებიან სიმსივნედ, დეფექტურ უჯრედად არადემოკრატიულ ორგანიზმში; ზედმეტი აქტივობა, თავნება აზრები და იდეები შეიძლება გადაედოს სხვა ჩინოსნებს და აფიქრებინოს აკრძალული ფიქრები; დღევანდელი პროპაგანდით საქართველოს პატრიოტია მხოლოდ ის, ვინც არ ეწინააღმდეგება ამ პროპაგანდას. ყველა დანარჩენი, ვინც წინააღმდეგია, არის დასავლეთისგან მოსყიდული, შესაბამისად „სახელმწიფოს მტერი“, ან „ჯაშუში“.გიორგი უძილაური აღნიშნავს, რომ არის კონსერვატორი, იზიარებს ქრისტიან- დემოკრატიულ იდეებს, მხარს უჭერს ტრადიციული ღირებულებების დაცვას, მაგრამ ამავე დროს სურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში, დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაციის ღირსეულ წევრად.გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას, ქართული დიპლომატიის ლაჩრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და ყველაფრის „ომის საფრთხით“ გამართლებას.მისი თქმით, ომი რომ აღარ უნდოდათ, იმიტომ შექმნეს ყოფილმა მტრებმა ევროკავშირი - კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი გაერთიანება, რომელიც გუშინდელმა მოქიშპეებმა აქციეს მშვიდობის და კეთილდღეობის ზონად.გიორგის თქმით, მშვიდობის გარანტი არის ევროპა და არა რუსული ჩექმის ამბორი და ცახცახი. მშიშრობა, ლატენტური მონობა და განსხვავებული აზრის დახშობა არ ყოფილა ჩვენი წინაპრების ოცნება - ქართული ოცნება”, - აცხადებს გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი.გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. ას ბრალდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.

პეტერ მადიარი – უნგრეთი უკრაინაში არც ჯარისკაცებს და არც იარაღს არ გაგზავნის

უნგრეთი უკრაინაში არც ჯარისკაცებს და არც იარაღს არ გაგზავნის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.პეტერ მადიარის თქმით, უნგრეთის პოზიცია ახალი მთავრობის პირობებშიც არ შეცვლილა.„უნგრეთი არ გაგზავნის არც ჯარისკაცებს და არც იარაღს უკრაინაში. ეს არც უნგრეთის ახალი მთავრობის პირობებში მოხდება“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.ამასთან, პეტერ მადიარმა ევროკავშირთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვეტოს გამოყენება მხოლოდ ეროვნული ინტერესებისთვის ღირს.„ჩვენ არ ვიქნებით პროცესის შემაფერხებლები. ჩვენ ვიცით, რომ ამ კლუბის წევრები ვართ. ასევე ვიცით, რომ ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ვეტოს მხოლოდ ვეტოსთვის არ გამოვიყენებთ. ვეტოს გამოყენება სუვერენული უფლებაა, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ ღირს, როდესაც ეს ნამდვილად ეროვნულ ინტერესს ეხება და მოლაპარაკებების ყველა სხვა გზა უკვე ამოწურულია. მე მჯერა მოლაპარაკებების. ცხრა წელი ბრიუსელში დიპლომატად ვიმუშავე და ვეტოს გამოყენება ერთხელაც არ დამჭირვებია“, – აღნიშნა პეტერ მადიარმა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლობის კანდიდატებისთვის – სააგენტო ახალ დეტალებს აქვეყნებს

შს მომსახურების სააგენტო უახლეს ინფორმაციას ავრცელებს:,,სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.ქუთაისში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი ოთხივე მარშრუტი ჩანაცვლდა ახალი მარშრუტებით;ფოთში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატა ოთხი ახალი მარშრუტი, ხოლო „C“ კატეგორიას, ასევე „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიებს ერთი ახალი მარშრუტი.მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/mAkkE

გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კარიერა დაასრულა, გურამ კაშია რუმინეთის წინააღმდეგ ანხანაგური მატჩის დაწყებამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა.გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა. საქართველო - რუმინეთის ამხანაგური მატჩი მისთვის სწორედ 129-ე შეხვედრაა - ეს იქნება ბოლო მატჩი, რომელსაც კაშია ჩაატარებს.კაშია ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. გუნდის კაპიტნად ის 2021 წელს აირჩიეს.ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კაშიას კაპიტნობის პერიოდში გავიდა.

ბოლო სიახლეები