ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

NBC NEWS-ი – უახლოესი გარემოცვა ტრამპს ურჩევს, რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკავშირდეს, ვიდრე პუტინი ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდება

დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვა პრეზიდენტს ურჩევს, პუტინს იქამდე არ დაუკავშირდეს, ვიდრე ის ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდება.

ამის შესახებ ინფორმაციას NBC NEWS-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ტრამპმა, შესაძლოა, მოულოდნელად გადაწყვიტოს პუტინთან საუბარი. ამიტომ მას ურჩიეს, რომ კარგი იდეა არ იქნება სატელეფონო ზარი, თუ პუტინი თეთრ სახლს არ აცნობებს, რომ ეთანხმება ცეცხლის სრულ შეწყვეტას.

მანამდე, NBC News-თან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში პუტინთან საუბარს გეგმავდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია მეორის ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებით. მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩეხეთის ელჩი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მარადიული იყოს მისი ხსოვნა

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხსა და ყველა ჩემს ქართველ მეგობარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მარადიული იყოს მისი ხსოვნა! ბოლოს მასთან შეხვედრის პატივი 2023 წლის 6 დეკემბერს მქონდა“, – წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

თურქეთის საელჩო – ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საქართველოში თურქეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას“, – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.„საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აღესრულა. მარადიული ხსოვნა“,- წერს მთავარეპისკოპოსი ელია.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ისრაელის საელჩო – ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის

საქართველოში ისრაელის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.ისრაელის საელჩოს განცხადებით, ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები