დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვა პრეზიდენტს ურჩევს, პუტინს იქამდე არ დაუკავშირდეს, ვიდრე ის ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდება.
ამის შესახებ ინფორმაციას NBC NEWS-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ტრამპმა, შესაძლოა, მოულოდნელად გადაწყვიტოს პუტინთან საუბარი. ამიტომ მას ურჩიეს, რომ კარგი იდეა არ იქნება სატელეფონო ზარი, თუ პუტინი თეთრ სახლს არ აცნობებს, რომ ეთანხმება ცეცხლის სრულ შეწყვეტას.
მანამდე, NBC News-თან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში პუტინთან საუბარს გეგმავდა.