NBA-ს ყოფილი კალათბურთელი რასელ ბატლერი და მისი მეუღლე, რომელიც ცნობილი ამერიკული შოუს, Idol-ის მონაწილე იყო, ავარიაში მოჰყვნენ და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.
შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა.”მაიამი ჰიტის” ვარსკვლავი 38 წლის იყო. ბატლერი ამერიკის ნაციონალურ ლიგაში 13 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა, სადაც 809 თამაში გამართა.
„მაიამი ჰიტის“ ხელმძღვანელობა მემორიალური დაფის გახსნას გეგმავს, სადაც გულშემატკივრები სამახსოვრო წერილებსა და ყვავილების დატოვებას შეძლებენ.