ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

NBA-ს ყოფილი მოთამაშე, რასელ ბატლერი და მისი მეუღლე ავარიას ემსხვერპლნენ

NBA-ს ყოფილი კალათბურთელი რასელ ბატლერი და მისი მეუღლე, რომელიც ცნობილი ამერიკული შოუს, Idol-ის მონაწილე იყო, ავარიაში მოჰყვნენ  და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.

შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა.”მაიამი ჰიტის” ვარსკვლავი 38 წლის იყო. ბატლერი ამერიკის ნაციონალურ ლიგაში 13 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა, სადაც 809 თამაში გამართა.

„მაიამი ჰიტის“ ხელმძღვანელობა მემორიალური დაფის გახსნას გეგმავს, სადაც გულშემატკივრები სამახსოვრო წერილებსა და ყვავილების დატოვებას შეძლებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტრამპი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნა არ შეუძლია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს არ შეუძლია შექმნას ბირთვული იარაღი.„უნდა გავარკვიოთ, სად არიან ახლა ისინი და რას უპირებენ ბირთვულ იარაღს. მათ არ შეუძლიათ შექმნან ატომური იარაღი. მათ უნდა შეაჩერონ ბირთვული იარაღის შექმნა“, - განაცხადა ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუს დროს.თეთრი სახლის ლიდერი აგრეთვე ირანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ის თეირანს სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა, ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეების მოკვლა გადაიფიქრა.„ისინი 837 ადამიანის ჩამოხრჩობას აპირებდნენ. მე მათ ვუთხარი: „თქვენ ეს არ უნდა გააკეთოთ“, - დასძინა ტრამპმა.მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის ხელისუფლება ხალხს ქუჩებში აღარ მოკლავს.

 დაბადების დღის ტორტზე ერთი სურვილი – მხოლოდ ხუთი წლისაა… და დედის გამოჯანმრთელებაზე ჩაფიქრებული სურვილი- „ხათუნა მალე მორჩესო”…ტკივილსა და იმედს შორის მებრძოლი დედის ემოციური ისტორია

 დაბადების დღის ტორტზე ერთი სურვილი - მხოლოდ ხუთი წლისაა… და დედის გამოჯანმრთელებაზე ჩაფიქრებული სურვილი- „ხათუნა მალე მორჩესო''...ტკივილსა და იმედს შორის მებრძოლი დედის ემოციური ისტორია''ტკივილი… ფოტოში ხმა არ ისმის, ყრუ ყმუილი ტკივილისგან, დროზე გაგიაროს რომ ელოდები და მზის სიმხურვალის იმედიც გაქვს წამალთან ერთად. ყველაზე მეტად ტკივილი მაკარგვინებს იმედს, ძალას, ენერგიას, რომ ცოტაც და დასრულდება ეს საშინელი პერიოდი… როგორ ველოდები, როგორ მინდა გავუძლო, როგორ ვცდილობ, არ ჩავიქნიო ხელი არაფრით.ჩემმა რეზიკომ, გუშინ 5 წლის გახდა და ტორტზე სანთლების ჩაქრობისას “ხათუნა მალე მორჩესო” ჩაიფიქრა, თურმევიტირე… რანაირად? მხოლოდ 5 წლისაა. ჰოდა, სურვილის ასრულებაში მეც უნდა შევიტანო წვლილი, ვიბრძოლო, ყრუდ კი არა, უნდა ვიღრიალო ტკივილისას და მაინც გავუძლო და რეზიკო დიდი ბიჭი რო იქნება, ისეთი მაგარი ბიჭი იქნება, უბედნიერესი ვიყოP.s. ეს ფოტო მამამისმა გადამიღო. დაბადების დღეს გერმანიაში ვიქნებიო რომ უთხრა, არა უშავსო, ხათუნას ხო დახმარება უნდაო. ყველაფერზე კი ვტირივარ, ისე მაქვს ნერვები, მაგრამ ეს რაღაც სხვა ცრემლებია-ხათუნა სამნიძის ემოციური პოსტი

29 წლის ჭადრაკის დიდოსტატი მოულოდნელად გარდაიცვალა! – ცნობილი ხდება ექსპერტიზის დასკვნა

ცნობილი ხდება, 29 წლის ჭადრაკის დიდოსტატის, დანიელ ნაროდიცკის გარდაცვალების მიზეზი.ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მის ორგანიზმში რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა აღმოჩენილი. ტოქსიკოლოგიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის მთავარი სამედიცინო ექსპერტის ოფისმა მოამზადა და NBC News-მა მოიპოვა, გარდაცვალების დროს ნაროდიცკის ორგანიზმში აღმოჩენილი იყო:  მეტამფეტამინი, ამფეტამინი, 7-ჰიდროქსიმიტრაგინინი, მიტრაგინინი.ნაროდიცკი საკუთარ სახლში გარდაცვლიი 19 ოქტომბერს იპოვეს.ნაროდიცკის დედამ Daily Mail-ს განუცხადა, რომ მისი შვილი გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ოჯახთან სტუმრობას გეგმავდა, ხოლო 9 ნოემბერს დაბადების დღის აღნიშვნასაც აპირებდა, რაც მიანიშნებს, რომ დოზის გადაჭარბება, სავარაუდოდ, შემთხვევითი იყო.

2000 ლარი ერთჯერადად ოჯახებს – ცნობილია ვის შეეხება დახმარება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება იზრდება:"აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზრდის ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. 2026 წლიდან, ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარამდე გაიზრდება.შესაბამისად, ორი ტყუპის შემთხვევაში (ორი ბავშვი) 4000 ლარი გაიცემა, სამი ბავშვის (ტყუპის) შემთხვევაში - 6000 ლარი.ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს, შობადობის ხელშეწყობას, მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებას.2025 წელს, პროგრამით ისარგებლა 43-მა ოჯახმა, დაიბადა 87 ბავშვი, მათ შორის ერთ ოჯახში 3 ტყუპი".

ილჰამ ალიევი – მივიღეთ მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით – ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღესაც პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება

სომხური მხარისგან მივიღეთ მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა.მისი თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა, არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება.„ჩვენ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები სომხეთისთვის. დიახ, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება. თუმცა, ერთ დღესაც ტრანზიტის უზრუნველყოფა პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება და ეს დღე არც ისე შორს არის“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.ალიევის თქმით,აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი რეგიონი და მისი უშუალო მეზობლებია.„მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა - კარგად ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები“, - აღნიშნა ალიევმა.

ბოლო სიახლეები