პარასკევი, ნოემბერი 1, 2024

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა.

Messenger-ში დარეკვის დროს თქვენი ადგილმდებარეობისა და IP მისამართის დადგენაა შესაძლებელი, მაგრამ უკვე არსებობს ფუნქცია, რომლის გააქტიურებითაც ამ ინფორმაციის მოპოვებას ვეღარავინ შეძლებს.

ფუნქციის გასააქტიურებლად ნახეთ უჩა პირმისაშვილის ვიდეო:

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – რა არის ის „პივიტი“, რომელიც რევოლუციამდე არ მიგვიყვანს, ასეთია მიდგომა, მარტო იმ შემთხვევაში აქვს ფასი ხმების პარალელური დათვლის გამოქვეყნებას, თუ არის...

რა არის ის „პივიტი“, რომელიც რევოლუციამდე არ მიგვიყვანს, ასეთია მიდგომა, მარტო იმ შემთხვევაში აქვს ფასი „პივიტის“ გამოქვეყნებას, თუ არის გაყალბებული და თუ მან შეიძლება, საფუძველი დაუდოს რევოლუციურ პროცესებს, ასე მოხდა წინა შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ISFED-ის საარჩევნო ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ვეღარ გააყალბეს „პივიტის“ მონაცემები, ამიტომ აღარ სურთ „პივიტის“ გამოქვეყნება. „მათ არ სურთ, რომ ლეგიტიმურ არჩევნებს არ დაარქვან ის სახელი, რომელიც მას უნდა ერქვას. მანამდე უწერიათ თავში განზოგადებულად ჩაყრა და მრავალჯერადი ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა და ა.შ. იყო ორი შემთხვევა, აქედან პირველივეზე რაც შეეხებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მაშინვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, პირი მიეცა მაშინვე პასუხისგებაში, მოხდა პირის დაკავება. მეორე შემთხვევას რაც შეეხება, პირს, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა, ხელში ეჭირა „ლელოს“ ნომრით მონიშნული ბიულეტენები. ორი შემთხვევა იყო სულ. მრავალჯერადი ხმის მიეცემა – ოთხი. თავში უწერიათ განზოგადებულად, რომ საშინელება მოხდა, ოთხი ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს, როცა ერთმა ადამიანმა ორჯერ სცადა ხმის მიცემა და ესეც აღიკვეთა. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ხმა მისცა, საუბარია, რომ სცადა. მარკირების პროცედურა, მასობრივად ხდებოდა დარღვევა – 16 შემთხვევა დააფიქსირეს სულ 1000 უბანზე. ანუ 700 000 ამომრჩევლიდან 16-ის შემთხვევაში დაავიწყდა კომისიის წევრს მარკირების სითხის დასხმა ან არ მიანათა აპარატი და ა.შ. 16 შემთხვევა იყო და აქ საუბრობენ ტოტალურ პრობლემებზე. ხმის მიცემის ფარულობა, ამაზე იყო მთელი ამბავი ესეც ვთქვით, რომ 25 შემთხვევა. დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა, უბნიდან გაძევება – 11 შემთხვევა. როგორ იქცეოდნენ დამკვირვებლები, ამას საზოგადოება ხედავდა, ტელევიზიით გადაიცემოდა ეს ყველაფერი. 1000 უბნიდან მხოლოდ 11 შემთხვევა იყო დამკვირვებლის გაძევების. აქ დაკონკრეტებული არ არის, რას აკეთებდა დამკვირვებელი, ეკუთვნოდა თუ არა გაძევება, მსგავსი არაფერი არ არის. ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის 16 შემთხვევა – 16-ჯერ გადაჰყვა რეგისტრატორს ბიულეტენი 700 000 ამომრჩევლიდან. ყველა აკვირდება ამას. კომისიის წევრი არის 8, ერთი ამდენი არის დამკვირვებელი და 700 000 შემთხვევიდან 16 ხარვეზი დააფიქსირეს. გადასატან ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა, დაკონკრეტებული არ არის რა იგულისხმება. აპარატებზე იყო 8 შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური პრობლემა. უბნის მოწყობაზე, რაღაც სწორად არ დადგეს ყუთები ხუთი შემთხვევა იყო ასეთი. არასათანადო დოკუმენტის ხმის მიცემის ოთხ შემთხვევაში, 700 000-დან დაადგინეს ოთხი შემთხვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ISFED-ი ითვლება უცხოური დაფინანსებით მოქმედ მთავარ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად, თავი რომ დავანებოთ მათ მიკერძოებას, საბოლოო ანგარიშში არსებითი არაფერი უწერიათ

ISFED-ის საბოლოო ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების დღეს, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით არსებითი არაფერი უწერიათ, ზოგადად უწერიათ, რომ მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით, სახელმწიფო რესურსით და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ISFED-ი უცხოური დაფინანსებით მოქმედ მთავარ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად ითვლება. „დავანებოთ თავი ამ ორგანიზაციის რეპუტაციას.  ვიცით, რომ ისინი არიან მიკერძოებული და არ მალავენ მიკერძოებას კონკრეტული პარტიების სასარგებლოდ. ISFED-ის საბოლოო ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების დღეს. წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით არსებითი არაფერი უწერიათ. ზოგადად უწერიათ, რომ მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით, სახელმწიფო რესურსით და ა.შ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, აქ ერთ საინტერესო დეტალია. წალენჯიხაში, ადმინისტრაციული რესურსი არის ოპოზიციის მხარეს და წალენჯიხაში მივიღეთ 48%-ზე მეტი. თუ შეადარებთ გარშემო მუნიციპალიტეტებს ამ შედეგს, ზუსტად მიჰყვება იმ თანაფარდობას, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე. წალენჯიხის შემთხვევა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ რესურსს არავითარი გავლენა არ ჰქონია საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. რა სხვაობაც იყო მაგალითად წინა არჩევნებზე წალენჯიხასა და ჩხოროწყუს შორის, იგივე სხვაობა არის ახლაც. რეალურად ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და მით უმეტეს, არავითარი არც არსებითი და არაარსებითი გავლენა არ ჰქონია არჩევნების შედეგებზე“, -განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ადმინისტრაციულ რესურსში საარჩევნო პროცესში მერების მონაწილეობას გულისხმობენ, რაც არა ადმინისტრაციული რესურსის, არამედ პოლიტიკური რესურსის გამოყენებაა. „მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და მისი მონაწილეობა არჩევნებში არის არა ადმინისტრაციული რესურსის, არამედ პოლიტიკური რესურსის გამოყენება, რაც ნებისმიერ არჩევნებს თან უნდა ახლდეს. საუბრობენ იმაზე, რომ ხდებოდა „ფეისბუქის“ პოსტების გაზიარება, დალაიქება და ეს არის თრმე ადმინისტრაციული რესურსის საშინელი გამოყენება. მათ ანგარიშში წერია, რომ მოხდა გარკვეული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ინიცირება. აქ ალბათ საუბარია საარჩევნო პროგრამაზე. ეტყობა, საარჩევნო პროგრამა არ უნდა წარგვედგინა. სხვა არავითარი პროგრამის ინიცირება ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა მოიცავდა ოთხწლიან გეგმებს და რა თქმა უნდა, საუბარი იყო მათ შორის ინფრასტრუქტურის სფეროშ პროექტების ინიცირებაზე და ა.შ. ანგარიშში უწერიათ საჯარო მოხელეთა მონაწილეობა სააგიტაციო ღონისძიებებში. ჩვენი მხარდაჭერა იყო საბოლოო ჯამში 54% და დაახლოებით ხომ იგივეა ჩვენი მხარდაჭერა საჯარო მოსამსახურეებში. საჯარო მოსამსახურეებიც ხომ მონაწილეობდნენ ჩვენს შეკრებებში ან სხვა ღონისძიებებში. ეს რატომ არის უპირატესობით სარგებლობა მმართველი პარტიის მხრიდან. არსად არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. საინტერესოა, რომ ერთ გვერდზე ანგარიშში არის ორი სხვადასხვა აბზაცი – ზემოთ საუბარი აქვთ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე მტკიცებით ფორმით და ქვემოთ დამატებული აქვთ სიტყვე სავარაუდო. ანუ არავითარი მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჯანზე რომ ვიყო, ყოველდღე გადასხმებს ვიკეთებ…” – გია ბურჯანაძე, მეხუთე ოპერაციის შემდეგ, სპექტაკლისთვის ემზადება

2 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ერიკ-ემანუელ შმიტის „იდუმალ ვარიაციებს“ გია ბურჯანაძე და ალეკო მახარობლიშვილი ითამაშებენ. ეს თემურ ჩხეიძის უკანასკნელი სპექტაკლია, რომლის პრემიერაც 2022 წლის მაისში შედგა. ფრანგი დრამატურგის პიესა მარადისობისგან ბრძოლით მოპოვებულ სიყვარულზეა. სიუჟეტი კი მთის მდინარის დინებასავით იდუმალი და ცვალებადია; სიყვარული და ფილოსოფია, მიწიერი და არამიწიერი. მწერლის, აბელ ზნორკოს როლს გია ბურჯანაძე ასრულებს, ჟურნალისტის, ერიკ ლარსენის როლში კი ალეკო მახარობლიშვილია. ორივე თემურ ჩხეიძის მსახიობები არიან, წლებია რომ მის სპექტაკლებში თამაშობენ. ამიტომაცაა, რომ მაესტროს წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს ვერ ეგუებიან. დავობლდიო, ჩვენთან ინტერვიუში ამბობს გია ბურჯანაძე. ალეკო მახარობლიშვილი: გია ძალიან კარგი მსახიობი და პარტნიორია. დიდი სიამოვნებით ვიმუშავეთ ამ სპექტაკლზე. გიას ჯანმრთელობის გამო, იშვიათად ვთამაშობთ. გვიყვარს და ვუფრთხილდებით, სპექტაკლსაც და ერთმანეთსაც. სუსტადაა, გადასხმებს იკეთებს, თუმცა გვეუბნება, რომ ჩანიშნულ სპექტაკლს ითამაშებს. სპექტაკლის წინ ორდღიანი მზადება ტრადიციად აქცია. როგორც ამბობს, ამ დროს ცოტას ლაპარაკობს, ხალხთან ნაკლებად ურთიერთობს. „ეს წლების მანძილზე გამომუშავებული თვისებაა, რომ სპექტაკლის დღეს კომფორტულად ვიყო. ჩემმა ავადმყოფობამ ზედმეტი პრობლემა შემიქმნა და უკვე არა მხოლოდ შინაგანად, უკვე ფიზიკურადაც ვემზადები, მთელი პროცედურები მესაჭიროება. ყოველდღე საავადმყოფოში ვარ, გადასხმებს ვიკეთებ, რომ ცოტა მოვძლიერდე. ძალიან სუსტად ვარ. მეგონა, უფრო იოლად გავივლიდი ოპერაციის შემდგომ პერიოდს, მაგრამ როგორც ჩანს, ეგრე იოლიც არ ყოფილა. დრო უნდა ყველაფერს...“ - ამბობს მსახიობი „პრაიმტაიმთან“. გია ბურჯანაძე: სუსტად ვარ, მაგრამ ჯანზე რომ ვიყო, გადასხმებს ვიკეთებ. ხომ არ მოვახსნევინებ სპექტაკლს? ეს თემურ ჩხეიძის უკანასკნელი სპექტაკლია. 41 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა თემურთან. 20 წლის ვიყავი თეატრში რომ მივედი, ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 18 სპექტაკლზე ვითანამშრომლეთ, ძალიან აწყობილები ვიყავით, ერთი სიამოვნება იყო ერთად მუშაობა ჩვენთვის. ყოველი ახალი სპექტაკლი კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა და ხარისხობრივადაც, ზევით და ზევით მივდიოდით. უსიტყვოდ ვუგებდით ბოლოს ერთმანეთს. მუშაობაც საინტერესო იყო და შედეგიც წინაზე უკეთესი. ამ სპექტაკლში ყველაფერი კარგად გამოვიდა. პიესა იყო გენიალური, პლუს ასეთი რეჟისორი! სპექტაკლში ყველაფერი მინიმალისტურია. მუსიკა არ არის, დეკორაციაც შეზღუდულად. ორი მსახიობი ვთამაშობთ, რომელსაც მაყურებელი ვერ წყდება. ფსიქოლოგიური თეატრის კულმინაციაა. ვთამაშობ ნობელის პრემიის ლაურეატს, მწერალს, რომელიც წლებია განმარტოებით ცხოვრობს არქტიკაზე ჩამოდის  ვიღაც, ჟურნალისტი ვარო, ეუბნება და 1 საათი და 45 წუთი ამ ორი ადამიანის ურთიერთობაზეა მთელი სპექტაკლი. და გზა და გზა იმდენი რამ ირკვევა... ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ, თამაშისას მაქვს განცდა, რომ თემური ჩვენთანაა, დარბაზშია. ის მსოფლიო მასშტაბის, დიდი რეჟისორი იყო. დახვეწილი, ერუდირებული... მისი სპექტაკლი არასდროს ფუჭდებოდა, პირიქით, წლების მანძილზე უკეთესი და უკეთესი ხდებოდა. 20 წელიწადი, ყოველ ხუთშაბათ დღეს, ვთამაშობდით მე და ნანი ჩიქვინიძე "სასიყვარულო ბარათებს. ხომ შეიძლებოდა ამ ხნის მანძილზე მორყეულიყო ან მაყურებელი დაჰკლებოდა? არა, პირიქით, უკეთესი და უკეთესი ხდებოდა. ასეთი ფენომენი იყო თემურ ჩხეიძე. ყურადღებასაც არ აკლებდა სპექტაკლს; აბა, არტისტები რამეს ხომ არ "აფუჭებთო"... უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს. ასე იყო ალეკო მახარობლიშვილთანაც. ისიც მისი არტისტია. კიდევ გვინდოდა თანამშრომლობა, იდეები გვქონდა, ახალზე ფიქრობდა... მის გარეშე დაობლებული ვარ, დაობლებული, აღარ ვიცი, რა ვქნა...

დაჩი ცაგურია – არჩევნების შემდეგ ხუთი დღე გავიდა და გაყალბების ხუთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს

არჩევნების შემდეგ ხუთი დღე გავიდა და გაყალბების ხუთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ჯერ ხომ საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი იყო ჩამოსული? არცერთ არჩევნებს ამდენი დამკვირვებელი არ დაკვირვებია, ერთ სულ მოსახლეზე და უბანზე რომ გადაიყვანო, პლანეტაზე ჯერ არ ჩატარებულა არჩევნები, ამდენი დამკვირვებელი რომ სადმე დასწრებოდა. ამ ევროპელებს კიდევ, მინდა, ძალიან დიდი პატივისცემით ვუთხრა – თქვე ოჯახაშენებულებო, ამდენი ფული რომ დახარჯეთ, კაფეში გოგო ბიჭს და ბიჭი გოგოს რომ პატიჟებს, გოგო გოგოსას იხდის და ბიჭი ბიჭისას, ამათ ამდენი ფული რომ დაახარჯეთ და ერთ მტკიცებულებას ვერ დებენ გაყალბებისას, პასუხი მაინც მოსთხოვეთ, სად წაიღეს ეს ფული“, – განაცხადა ცაგურიამ. გადაცემის წამყვანმა სტუმარს კითხვა დაუსვა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „ზურაბიშვილმა მითხრა, არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, რამდენადაც ბევრ დონეზე დამახინჯდა, მას ასევე მკაფიოდ არ უთქვამს, ჩაერია თუ არა რუსეთი არჩევნებში“. წამყვანის კითხვაზე, მისი აზრით, აქვს თუ არა ზურაბიშვილს გაცილებით მკაფიო მტკიცებულებები პროკურატურისთვის გადასაცემად, ცაგურიამ უპასუხა, რომ პრეზიდენტის განცხადებები არის უბრალოდ, საოცრება, რომლის უკანაც მტკიცებულებები არ დგას. „განცხადებები იცოცხლე, ამის სპეციალისტები არიან, რუსეთი ჩაერია, გაყალბდა, ტოტალური გაყალბება იყო და რაღაცები, მაგრამ როგორ შეიძლება, ამ ყველაფერზე ერთი მტკიცებულება არ გქონდეს? ახლა ვინმე დამაჯერებს, რომ ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მტკიცებულებები აქვს და ჯერ არ გვანახებენ? იძახიან, აი, თენგო მოვა ახლა, მოიტანს და გვანახებს რაღაცას, მერე ლაშას მამა გარდაცვლია, თენგო იქ არის თურმე, არ სცალია ჩვენთვისო და ასეთ კომიკურ მდგომარეობაში არიან. იცით, რა? მე არ მიკვირს მათი ჩვენდამი დამოკიდებულება, მაგრამ საკუთარი ამომრჩევლების მიმართ მაინც გამოიჩინონ ელემენტარული პატივისცემა, მათ მაინც უთხრან რაღაც და მისცენ, სირცხვილია. ხალხო, თქვენი ამომრჩევლები არიან ძაღლის დღეში, ბოდიში და, სახეს ვახევთ. გაყალბდა-გაყალბდას რომ იძახით, ერთი რამე მაინც თქვით-თქო, ვერავინ ვერაფერს ამბობს და არიან პირდაღებული. მეცოდება უკვე ეს ხალხი. ქალბატონ სალომეს მინდა, ვუთხრა, ჯერ თუ არ მოუგროვებიათ ეს მტკიცებულებები, სცენაზე რომ იდგნენ და განწირული ყვიროდნენ, აბა, მოგვეცით მტკიცებულებებიო, შე ოჯახაშენებულო, თუ არ გაქვს, ამ ქვეყანას რას ანჯღრევ და ცილს რატომ სწამებ“, – განაცხადა ცაგურიამ. როგორც ცაგურიამ აღნიშნა, ამ აქტორებისგან არაფერი უკვირს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე მოქმედებს. „ცილისწამება და ტყუილი ამ ადამიანებისგან არ გვიკვირს, შეიძლება, მკვლელობა დაგაბრალონ. ჯერ იყო და კულტურის მინისტრ ასათიანს დააბრალეს, თითქოს რაღაც რელიგიურ სექტაში მონაწილეობდა, მერე მატარებელი სარკიბიგზო გვირაბში არ ეტევაო და იყო ერთი ამბავი. ეს ხომ გვახსოვს? ამაზე აგო ვინმემ პასუხი ან ბოდიში მოიხადა? არათუ ჩვენ, მე, თქვენ ან ვინმეს გვწამებდნენ ცილს, ლობისტები დაიქირავეს და მთელ დედამიწას დააჯერეს, სააკაშვილი აწამეს, კვდება, უკურნებელი დაავადებები აქვს, აი, ახლა ორ-სამ დღეში მოკვდებაო. ხომ ვნახეთ ამ აფერისტის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, სადაც სამედიცინო დასკვნებით მიდიოდა საქართველოს დისკრედიტაცია? რომ დალაგდა იმდენი ელჩი და დემარშით მივიდნენ, ახლა მოკვდება სააკაშვილიო, ხომ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ბლეფი იყო“, – განაცხადა ცაგურიამ. ყოფილმა პოლიტპატიმარმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსაც მიმართა. „მინდა, ამ ელჩებს მივმართო – ჩემო კარგო ხალხო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ ჩამოსული. ეს არის ქვეყანა, სადაც მეხუთე საუკუნეში სახარება ვთარგმნეთ, სადაც „ვეფხისტყაოსანი“ დავწერეთ და როგორმე, ვენის კონვენციასაც გადავთარგმნიდით და წაკითხული გვექნება. წაიკითხეთ რა, თქვენ თვითონ ეს ვენის კონვენცია. თუ ვინმემ დაგიმალათ, მე მოგაწვდით ბატონო, რათა თქვენი უფლებამისილება იცოდეთ, ამ ქვეყანაში როგორ უნდა იქცეოდეთ და რას უნდა აკეთებდეთ, მერე რა ინფორმაციებს უნდა აგზავნიდეთ აქედან თქვენ ქვეყანაში. ასე როგორ შეიძლება? არ გრცხვენიათ, ასეთ სასაცილო მდგომარეობაში რომ იგდებთ თავს? ან თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას რა მდგომარეობაში აგდებთ? წარმოიდგინეთ, აშშ-ის, ამხელა ქვეყნის ლიდერი გამოდის და იძახის, 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატია აყვავდა და გაფრინდა კოსმოსშიო. სირცხვილი არ არის მართლა და მართლა? მე მოგიყვებით, წამოგყვებით იმ ბლინკენთან, როგორი დემოკრატია იყო საქართველოში. გადახედეთ და ნახეთ, რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ცოცხალი ადამიანების მკვლელობისთვის ხალხს მკვლელობის მუხლით ასამართლებდნენ, ცემით და წამებით იღებდნენ ჩვენებებს და მერე, ეს ცოცხალი ადამიანები რომ გამოჩდებოდნენ ხოლმე, ისევ ცემით კლავდნენ ამ „მკვლელს“, რომ ცრუ ჩვენების მიცემა ეღიარებინა. ეს იყო სააკაშვილის დემოკრატია. თქვენ ხომ ჩვენზე კარგად იცით ეს ყველაფერი და სირცხვილია, ხომ? ჩემო კარგებო, ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ და როგორმე გვეცით პატივი“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ირაკლი კობახიძე – 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მხოლოდ 25 შემთხვევა დააფიქსირა

700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1 000 უბნიდან 9%-ზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა, შემდეგ კი წერია, რომ მხოლოდ 25 შემთხვევა იყო ასეთი, რაც არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს. „ახლა გეტყვით, თუ რა უწერია ISFED-ს ხმის ფარულობაზე მის საბოლოო ანგარიშში. ხმის ფარულობის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ანუ სადაც დაცული არ იყო კენჭისყრის ფარულობა დაფიქსირდა უბნების 9%-ზე. ანუ, 1000 უბანზე აკვირდებოდნენ ისინი არჩევნებს და აქედან, დაახლოებით, 90 უბანზე დააფიქსირეს მათ ხმის ფარულობის დარღვევა. ახლა რა არის მნიშვნელოვანი – 7 00 000 ამომრჩეველს მოიცავს, დაახლოებით, 1 000 უბანი, აქტიურ ამომრჩეველზე მაქვს საუბარი. ამ 1 000 უბანზე ხმა მისცა 700 000-მა ამომრჩეველმა, უხეშად. ახლა ხომ გაინტერესებთ რამდენია ეს „ტოტალური დარღვევა“ ხმის მიცემის ფარულობის, თან შეგახსენებთ, რომ ამას აკვირდებოდა თითო საარჩევნო უბანზე  8 კომისიის წევრი და საშუალოდ ამდენივე დამკვირვებელი, მათ შორის „ენჯეოები“, ტელევიზიები და ა.შ. ყველა იქ იყო. 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა. 9% საიდან გამოიყვანეს, ეს არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს, 9 % არის 90 უბანი და შემდეგ გადმოშლი და უწერიათ, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირეს მხოლოდ ISFED-ის წარმომადგენლებმა,“- განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები