შაბათი, აპრილი 26, 2025

McDdonald”s-ი არის პირველი ამერიკული ბრენდი, რომელმაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა და როსპატენტში განცხადება შეიტანა

McDdonald”s-ი არის პირველი ამერიკული ბრენდი, რომელმაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა და როსპატენტში განცხადება შეიტანა.

ამას როსპატენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემებიც ადასტურებს.

დაზუსტებულია, რომ განაცხადი 2024 წლის 28 დეკემბერს იყო წარდგენილი, თუმცა მხოლოდ 2025 წელს გამოქვეყნდა. განაცხადის განხილვა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – უკრაინაზე ბოლო იერიშები მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, პუტინს არ სურს ომის დასრულება და მასთან საჭიროა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით მოპყრობა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინის ბოლო იერიშები უკრაინის დასახლებებზე აფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას არ სურს ომის დასრულება და საჭიროა მასთან სხვანაირი მოპყრობა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.„პუტინს არ ჰქონდა არანაირი მიზეზი, რომ რაკეტები ესროლა სამოქალაქო რაიონებისთვის, ქალაქებისა და სოფლებისთვის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას არ სურს ომის დასრულება, ის უბრალოდ აჭიანურებს და საჭიროა მასთან სხვანაირი მოპყრობა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, – წერს ტრამპი.ამასთან, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ და მისი ჟურნალისტი პიტერ ბეიკერი.„რა შეთანხმებაც არ უნდა დავდო რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი იქნება ის, სულ რომ საუკეთესო შეთანხმება იყოს, რაც კი ოდესმე დადებულა, წარუმატებელი „ნიუ იორკ თაიმსი“ მასზე ცუდად ისაუბრებს. „თაიმსის“ ძალიან მიკერძოებულმა და უნიჭო მწერალმა, პიტერ ბეიკერმა თავისი რედაქტორის მოთხოვნა შეასრულა და დაწერა, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, მათ შორის, ვვარაუდობ, ყირიმი და სხვა სულელური თხოვნები, რათა შეწყდეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი მკვლელობები. რატომ არ ამბობს ეს მსუბუქწონიანი რეპორტიორი, რომ ობამამ დაუშვა, რუსეთს უკრაინისთვის ყირიმი მოეპარა ყოველგვარი გასროლის გარშე?“ – წერს ტრამპი.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას არაფერი ჰქონდა საერთო უკრაინაში მიმდინარე ომთან.„მე არაფერი მქონდა საერთო ამ სულელურ ომთან, გარდა სულ დასაწყისისა, როდესაც მე უკრაინას „ჯაველინები“ მივეცი და ობამამ ზეწრები მისცა. ეს არის მძინარა ჯო ბაიდენის ომი და არა ჩემი. ის იყო წამგებიანი პირველი დღიდანვე და არასდროს უნდა მომხდარიყო. არც მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ პრეზიდენტი. მე უბრალოდ ვცდილობ, დავალაგო ის არეულობა, რომელიც ობამამ და ბაიდენმა დამიტოვეს“, – აღნიშნავს ტრამპი.

„ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ჰქონდეს აქციებს, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა“ – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საპროტესტოს აქციების მიზნებზე საუბრობს. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ხალხის შეცდომაში შეყვანაა:"ამ აქციების მიზანი ის კი არ არის, რომ რაღაც პოლიტიკური კრიზისი შექმნან, იმიტომ რომ ამის რესურსი არ აქვთ, უბრალოდ დეზინფორმაციაზე არიან გადასულები. გამოდიან და ჭორიკანა ადამიანებივით ტყუილებს იგონებენ, რომელიც ძალიან მალე გაბათილდება ხოლმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ჰქონდეს ასეთ აქციებს მიზანი, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა, რაც, ასევე, აღარ გამოსდით. გარდა იმისა, რომ უკვე იდეაც აღარ გააჩნია, მატერიალურადაც უკვე აღარ არიან უზრუნველყოფილები და ეს ემჩნევა უკვე მიმდინარე აქციებს," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავდაპირველად მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, საგამოძიებო უწყებისკენ მსვლელობა მოაწყვეს. შემდეგი გაჩერება საქართველოს პარლამენტია. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ: ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კაჭარავამ განმარტა, რომ რაგბის კავშირის პრიორიტეტი ბავშვთა რაგბი იქნება, რათა მეტი წარმატებული სპორტსმენი აღუზარდოს ქვეყანას.დავით კაჭარავამ მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.„ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა ვუთხრა ნამდვილ წევრებს, ვინც ხმა მომცა, ამირჩია და ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ფუნდამენტი და საფუძველი ყველაფრის. ამიტომ დავიწყებთ საფუძვლიდან ყველაფრის განვითარებას იმისთვის, რომ შემდგომში რესურსი გვქონდეს მაღალი მიღწევების. ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა მიმართულებით ვაჩვენეთ - არა მხოლოდ სპორტული მხარე, არამედ სტაბილურობისა და მენეჯმენტის მხარე და დავამტკიცეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ 6 ერი- ის ოჯახის წევრები,"- განაცხადა დავით კაჭარავამ.

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძე (+100კგ) ფინალში იჭიდავა.ქართველმა ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმან ადამიანი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის სულამანიძის მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იყო, რომელთანაც ქართველმა პარიზის ოლიმპიადის ფინალში დასანანი მარცხი განიცადა.

საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი განცხადებას ავრცელებს."ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია თვით­მარ­ქვია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, ვინ­მე გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ხან „ნეკ­რე­სის არ­ქი­მან­დრიტს“, ხა­ნაც „მიტ­რო­პო­ლიტს“ უწო­დებს, აგ­რეთ­ვე იგი სის­ტე­მა­ტუ­რად აღას­რუ­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბას.აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა არც ხელ­დას­ხმუ­ლი და არც აღ­კვე­ცი­ლი, არ წარ­მო­ად­გენს არ­ცერ­თი მო­ნას­ტრის საძ­მოს წევ­რს და, შე­სა­ბა­მი­სად, არც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია.მისი ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა არის თვით­ნე­ბუ­რი. ამ­გვა­რად, მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი "მსა­ხუ­რე­ბა", სა­ეკ­ლე­სიო თვალ­საზ­რი­სით, კა­ნო­ნი­კუ­რი არ არის და ის ხე­ლახ­ლა უნდა შეს­რულ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აბ­რკო­ლებს და შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბოლო სიახლეები