ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

Liberties: ევროკავშირის ქვეყნებში 2024-2025 წლებში კანონის უზენაესობის პრობლემები და დემოკრატიის დაღმასვლა ფიქსირდება

ორგანიზაცია „ევროპისთვის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა“ (Liberties) გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ევროკავშირში 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში კანონის უზენაესობის პრობლემებსა და დემოკრატიის დაღმასვლაზეა საუბარი.

კვლევაში დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია განხილული. კერძოდ, დოკუმენტის ავტორები მიუთითებენ, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში პოლიტიკურმა მანიპულაციებმა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ძირი გამოუთხარა. მთელ ბლოკში მართლმსაჯულების სისტემა რესურსების უკმარისობის გამო არაეფექტურია.

ცალკე თავი ეთმობა კორუფციასთან ბრძოლას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მიმართ ნდობა შემცირებულია იმის გამო, რომ სასამართლო გახმაურებულ კორუფციულ საქმეებს სათანადოდ არ იკვლევს. ისინი მოწმეებისა და მამხილებლების არასათანადო დაცვას უზრუნველყოფენ.

ორგანიზაციას ცალკე აქვს განხილული მედია გარემო ევროკავშირში, სადაც აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი რეგრესი ამ სფერომ განიცადა. სახელმწიფო მედია მთავრობების მხრიდან მუდამ იყო ჩარევის ობიექტი. გარდა ამისა, დაბალ დონეზე არის მედია-მფლობელების გამჭვირვალობა და ბაზრის პლურალიზმი.

ევროკავშირში ცუდად მუშაობს გადამოწმებისა და ბალანსის სისტემა. კვლევის თანახმად, თითქმის ყველა ქვეყანა ბოროტად იყენებდა დაჩქარებული წესით კანონების მიღების საშუალებას. არჩევნების სამართლიანობას ჩრდილი ადგება პოლიტიკური მასალებით მანიპულაციის გამო.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ცილისმწამებლურ კამპანიას ეწეოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელის შესაშლელად და მათი დაფინანსების შეზღუდვის გამართლებისთვის, ხოლო პროტესტის უფლება პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამო შეზღუდული იყო.

კვლევაში ცალკე ადგილი ეთმობა ევროკავშირში ადამიანის უფლებებს. დოკუმენტის ავტორების თქმით, „მემარჯვენეების“ მხრიდან მიგრანტების მიმართ მტრული დამოკიდებულება გაიზარდა, რაც მთელ პოლიტიკურ სპექტრზე აისახა და საბოლოო ჯამში უფრო მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის შემოღების მიზეზი გახდა. ეს თავშესაფრის მაძიებლების უფლებებს საფრთხეში აგდებს. გარდა ამისა, ამ ფაქტორმა ევროპაში ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების მიმართ ზიზღის გაღვივებას შეუწყო ხელი.

აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, კვლევის ავტორებმა ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთთან დააჯგუფეს და ხუთ კალათაში მოათავსეს. პირველ კალათაში შევიდნენ ესტონეთი, პოლონეთი და ჩეხეთი. ამ ქვეყნების მთავრობებმა კანონის უზენაესობის გაუმჯობესებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, თუმცა ხელშესახები ცვლილებები არ ფიქსირდება.

მათ მოჰყვებიან ირლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი, საბერძნეთი და მალტა, რომლებიც აგრეთვე კანონის უზენაესობის მაჩვენებლის დაცემის რისკის ზონაში არიან.

მესამე კალათაში განთავსდნენ ბელგია, გერმანია, შვედეთი და საფრანგეთი. კვლევის ავტორების თქმით, ამ ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაღმასვლა მკვეთრად გამოხატულია.

მეოთხე კალათაში შევიდნენ იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ამ ქვეყნებმა მიზანმიმართულად და სისტემურად დაასუსტეს კანონის უზენაესობა ყველა სფეროში.

ბოლო, მეხუთე კალათაში უნგრეთი არის მოთავსებული. კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტები იმ დონემდე დაეცა, რომ დღეს ის ევროკავშირის წევრი არ გახდებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი ემზადება ევროპულ დემოკრატიებთან დაპირისპირებისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება ევროპულ დემოკრატიებთან დაპირისპირებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.„რუსეთმა მასიურად გაზარდა თავისი სამხედრო-სამრეწველო წარმოების შესაძლებლობები. ეს ინვესტიცია აძლიერებს მის აგრესიულ ომს უკრაინაში და ამზადებს მას ევროპულ დემოკრატიებთან მომავალი დაპირისპირებისთვის“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

დავით მათიკაშვილი: რადიკალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს

რადიკალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ნარკოპოლიტიკისადმი გამკაცრებულ მიდგომებზე და ამ საკითხის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრისას.„ოპოზიციას არაფერი მოსწონს, რაც საზოგადოებისთვის არის კარგი. რადიკალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს. თუკი ისინი არ არიან ხელისუფლებაში, წყალსაც წაუღია საქართველო“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ფარაზე“ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა

„ფარაზე“ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა.FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე, აშშ-ის მთავრობის ცნობიერების ამაღლება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, უზრუნველყოს რეგულარული შეხვედრები და ვიდეოზარები კლიენტთან, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ფირმის საქმიანობის შესახებ და დაგეგმონ მომავალი აქტივობები.„კლიენტი ვალდებულებას იღებს, გადაუხადოს კომპანიას ჯამში 600 000 დოლარი. პირველი გადახდა 200 000 დოლარის ოდენობით ავანსის სახით განხორციელდება არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღისა. შემდგომი გადახდები განხორციელდება ინვოისის საფუძველზე, 100 000 დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.კონტრაქტი დათარიღებულია 2025 წლის 20 თებერვლით, FARA-ზე კი 13 მარტს გამოქვეყნდა.

თეთრი სახლი – ტრამპმა და პუტინმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, როგორც სამომავლო კონფლიქტების პრევენციის მიზნით თანამშრომლობის პოტენციურ რეგიონზე, – ამის შესახებ აღნიშნულია თეთრი სახლის პრესმდივნის, ქეროლაინ ლივიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.განცხადების მიხედვით, ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში.„მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა და ითანამშრომლებენ სხვებთან, რათა უზრუნველყონ ამის მაქსიმალურად ფართო გამოყენება. ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ შეთანხმებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული“, – ნათქვამია ლევიტის განცხადებაში.

“უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს, იმედებს არ გავუცრუებთ”

უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ორივე ვთანხმდებით, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ… ასევე ვთანხმდებით, რომ არ შეიძლება უკრაინაზე გადაწყვეტილება იყოს უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე,” - განაცხადა შოლცმა. სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე გერმანიის კანცლერმა, ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა “შეიძლება იყოს უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი”, მაგრამ “შემდეგი ნაბიჯი სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად”.

ბოლო სიახლეები