პარასკევი, იანვარი 17, 2025

le Parisien: ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 7 ნომერ მაისურს დაიბრუნებს, რომელიც კილიან მბაპეს ეკუთვნოდა

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 7 ნომერ მაისურს დაიბრუნებს, რომელიც კილიან მბაპეს ეკუთვნოდა” – ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი ფრანგული გამოცემა ლე პარიზიენი ავრცელებს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის.

„ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით დედაქალაქის გუნდთან კონტრაქტს ხელს ამ პარასკევს მოაწერს, თავის 7 ნომერ მაისურს დაიბრუნებს. ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად ახალი ვარსკვლავია პსჟ-სთვის. ეს სიმბოლური ნომერია, რადგან მას შემდეგ, რაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, კილიან მბაპე გუნდიდან წავიდა, აღარავის უტარებია” – წერს გამოცემა.

ამ ნომერს ხვიჩასთვის დიდი დატვირთვა აქვს, რადგან მისი ფავორიტი ფეხბურთელი რონალდუც სწორედ 7 ნომრით თამაშობდა რეალში. მბაპემ 7 ნომერი პარი სენ-ჟერმენში მეორე სეზონში აიღო, თავიდან ის 29-ე ნომრით თამაშობდა. რაც შეეხება თავად ხვიჩას, მან ნაპოლში 2022 წელს, როდესაც ჩავიდა, 77-ე ნომერი აირჩია, რადგან 7 უკვე დაკავებული იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიაზე მოწმედ, ჩვენების მისაცემად და უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ბუნებრივია, ეს დასჯადი ქმედებაა

შარშან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქმე გვქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებთან, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა. ის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, ვინც თავს აარიდებს პროკურატურასთან ან ნებისმიერ სხვა უწყებასთან თანამშრომლობას, ამასაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი იურიდიული პასუხი გაეცემა. „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიაზე მოწმედ, ჩვენების მისაცემად და უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ბუნებრივია, ეს დასჯადი ქმედებაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

თურქეთში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

თურქეთში, სტამბოლში ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, ათობით მოწამლული კი საავადმყოფოში იმყოფება. ხელისუფლების თქმით, მსხვერპლების მიერ მიღებულ ალკოჰოლში, ეთანოლის ნაცვლად, რომელიც ჩვეულებრივ ალკოჰოლურ სასმელებში გამოიყენება და ადამიანისთვის უსაფრთხოა, მეთანოლი აღმოჩნდა, რომელიც ტოქსიკური სამრეწველო ხარისხის ალკოჰოლია და არ არის სასმელად უსაფრთხო. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ წლის დასაწყისიდან რამდენიმე რეიდი ჩაატარეს თურქეთის პროვინციებში და ამოიღეს 30 000 ლიტრზე მეტი ფალსიფიცირებული ალკოჰოლი. მათივე თქმით, 342 ცალკეულ მისამართზე, ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია 60 ადამიანი. გამოძიება გრძელდება. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ფალსიფიცირებულ ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილი ხშირია, რადგან, ალკოჰოლის მაღალი გადასახადების ფონზე, შავ ბაზარზე მათი წარმოება იზრდება.

დი ლორენცო ხვიჩა კვარაცხელიას: „წარმატებები ჩემპიონო, რაც გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში, ძალიან მიყვარხარ”

„თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ შენს გვერდით ვითამაშე" - "ნაპოლის" კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლთან გამოსამშვიდობებელ ვიდეო მიმართვაზე უკომენტარებს: „ნახვამდის ჩემო მეგობარო, რაც გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში. თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ შენს გვერდით ვითამაშე. წარმატებები ჩემპიონო, გისურვებ ყველა შენი ოცნება დააგვირგვინო, ძალიან მიყვარხარ", - წერს დი ლორენცო. ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობა. მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფის ყველა წევრს და მის გულშემატკივრებს.

ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის მედიის ცნობით, ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა ისრაელის მხრიდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ღაზაზე თავდასხმების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუშალოს ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში. „შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის მიერ შეტევებისა და ხოცვა-ჟლეტვის გაგრძელება დღეს სამართლიანად ზრდის ჩვენს შეშფოთებას. ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და ბოროტად გამოყენების უფლება“, – აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეასრულოს ვალდებულებები ღაზის მოსახლეობის მიმართ. „მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა ღაზის მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს, უმეტესად ქალები და ბავშვები, ღაზა არ დანებდა, ვერ დაიმორჩილეს და ღაზელები არ დაემორჩილნენ მჩაგვრელებს. ახლა ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე, როგორიცაა ისრაელის მიერ ღაზაში გამოწვეული მასიური ნგრევის აღმოფხვრა და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

“ღმერთმა მიცხონოს შენი სული” – დეკანოზი შალვა კეკელია ძმას ემშვიდობება

"ღმერთმა მიცხონოს შენი სული" - წერს მამა შალვა კეკელია ფეისბუქზე. დეკანოზს დღეს ძმა გარდაეცვალა. მოძღვარს სამძიმრის მესიჯები და კომენტარები მთელი საქართველოდან მისდის... ზურაბ კეკელიას გარდაცვალების შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის ფეისბუქ გვერდი წერს. დეკანოზ კეკელიას ძმა მშობლიურ კუთხეში - მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში გადაასვენეს. დაკრძალვა - სამშაბათს, 21 იანვარს, 15 საათზე. "გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი" - წერია ამ გვერდზე.

ბოლო სიახლეები