სამშაბათი, სექტემბერი 29, 2026

Le Figaro: თბილისი – აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება

საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა Le Figaro-მ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10-გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა არის აღწერილი. საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Le Figaro-ს ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის საქართველოში პრესტური გამართა.

Le Figaro-ს ჟურნალი ყოველკვირეულად 370 ათასიანი ტირაჟით იბეჭდება, ხოლო ვებგვერდს ყოველთვიურად 146 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.

„საქართველოს მთავარი გამზირი სახელგანთქმული მწერლის სახელს ატარებს, ეს აქაური ელისეს მინდვრებია, სადაც ულამაზესი შენობებია განლაგებული, მათ შორის, რენესანსულ-კავკასიური სტილის ოპერის შენობა. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცარისტული გავლენის ქვეშ მყოფი ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა. შედარებით შეძლებულმა ხალხმა აქ აიშენა მცირე სასახლეების მსგავსი ვილები, როგორიცაა მაგალითად, ამჟამინდელი სახვითი ხელოვნების სკოლა „ათას-ერთი ღამის“ სასახლის მსგავსი ინტერიერით, სარკეებიანი დარბაზებით, დამზადებული (ირანელი ყაჯარი ოსტატების მიერ) ყაჯარის სტილში.
რაც შეეხება მწერალთა სახლს, ეს არტ-ნუვოს სტილის ნამდვილი სამკაულია, სადაც მწერლები ბინადრობდნენ და სადაც ლიტერატურული შეხვედრები იმართებოდა, მსგავსი შეხვედრის მონაწილე ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი გახლდათ. მწერალთა სახლში, ახლო მომავალში, საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

„ძალიან ბევრი ქართველი დღემდე ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის შვილი სტალინი, გმირი იყო”, – გვიხსნის მუზეუმის ენერგიული დირექტორი ნატაშა ლომოური – „სკოლებში ცუდად ისწავლება აღნიშნული პერიოდის ისტორია, ჩვენ კი ვცდილობთ, აღვადგინოთ იმდროინდელი რეალობა“, – წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი და თბილისის აღწერასთან ერთად სტატიაში მნიშვნელოვან დროს უთმობს ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.

„ამ ქვეყანაში ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს იყენებენ. საქართველომ, თავისი ნაყოფიერი და ღვთის მიერ დალოცვილი ნიადაგის წყალობით, ღვინის წარმოება რვა ათასი წლის წინ დაიწყო“, – წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.

„ღვინო და ქართული სამზარეულო სულ უფრო მეტ ფრანგს იზიდავს“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი – „მე ყოველთვის მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის განვითარებაში ჩემი პროფესიული გამოცდილების გამოყენებით, თუმცა, ამდენზე არც მიოცნებია“, – გაგვანდო პროევროპელმა პრეზიდენტმა.

მართლაც რა მოხდება თუ ამ პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყნის განახლება ქალების ხელით მოხდება?

ამ ქვეყანაში ყველა ქალბატონში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს, რომელმაც მე-12-ე საუკუნეში სამეფო „ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა.

ეს ფიქრები ჩვენ თან გვდევს, როცა ქალაქის ირგვლივ არსებულ, კლდის ყვავილებით მოფენილ სიმაღლეებზე ავდივართ. „ქართლის დედის“ ქანდაკებასთან ჩურჩულით წარმოვთქვამთ -„თბილისი“. ეს სახელი ნიშნავს „თბილს“ თბილი წყლების მსგავსად. ასე, რომ აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება“, – წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ევროპის ფარგლებს გარეთ ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ რუსებს უნდა ვესაუბროთ და შედეგი იქნებაო, მაგრამ ლავროვთან მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ მოსკოვს მშვიდობა არ...

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის შეხვედრას, რომლის შემდეგ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ახალი არაფერი მოუსმენია.კალასის თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს.„რუსეთის ეს კომენტარები აბსურდულია. ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპის ფარგლებს გარეთ ბევრი ქვეყანა ამბობს, რუსებს უნდა ვესაუბროთ და შედეგი ამის შემდეგ იქნებაო, მაგრამ ეს მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკების დროს პარტნიორის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას არ იჩენ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ძალიან, ძალიან ნათელია“, – განაცხადა კაია კალასმა.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის ნაწილაკებისა და ბირთვული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სატოში მიჰარას ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაფართოებას და ახალი საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვას უკავშირდება.სტუ-ის რექტორის თქმით, უმაღლეს საინჟინრო სკოლასთან სატოში მიჰარას ხანგრძლივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მხოლოდ კვლევით პროექტებში მონაწილეობით არ შემოიფარგლება. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, მიმდინარე წლის ივნისში იაპონელმა მეცნიერმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საჯარო ლექცია - „KEK-ისა და J-PARC-ის მიმოხილვა: ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები და ამაჩქარებლების განვითარება იაპონიაში“ (Introduction to KEK and J-PARC: Frontiers of Particle Physics and Accelerator Development in Japan) - გამართა.„სატოში მიჰარასთან შეხვედრას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი არის არა მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბის აღიარებული მეცნიერი, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ხნის პარტნიორი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მეცნიერების, ინჟინრებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობა KEK-ისა და J-PARC-ის საერთაშორისო კვლევით პროექტებში, მათ შორის COMET ექსპერიმენტში. ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ქართველი მეცნიერები ჩაერთონ როგორც თანამედროვე ფუნდამენტურ, ისე გამოყენებით კვლევებში და იმუშაონ მსოფლიოს წამყვან მკვლევრებთან ერთად.ჩვენი მიზანია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და თანამშრომლობა მხოლოდ კონკრეტული სამეცნიერო პროექტებით არ შემოიფარგლოს. მნიშვნელოვანია ახალი ერთობლივი კვლევების განხორციელება, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობების გაფართოება და ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს. პროფესორ სატოში მიჰარას გამოცდილება და მისი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გამოვლენას და იმ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის სამეცნიერო საზოგადოებას შორის“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციას (KEK) შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება J-PARC-ში განხორციელებული COMET-ის ექსპერიმენტია. აღნიშნულ საერთაშორისო კვლევით პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ინჟინრები და ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობენ. თანამშრომლობის ფარგლებში სტუ-ის მკვლევრები ჩართულნი არიან თანამედროვე დეტექტორული სისტემების შექმნასა და განვითარებაში, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით მიმართულებაში.

კახა კალაძე – ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, დედას გიტირებთ

მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, ჩუმად მინდა ვუთხრა, ტუჩები წაიკითხონ – დედას გიტირებთ, დამთავრებულები ხართ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის ვიდეო თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.სააკაშვილის თქმით, დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს გარდაუვალი ფაქტია.„მე არავის არ მოვუწოდებ ხელისუფლების დამხობისკენ, უამრავი ადამიანი ჰყავთ ამ მოწოდებით დაპატიმრებული. უბრალოდ გეუბნებით მამაშვილურად, რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს არ შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს. ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან, პარლამენტში ინიცირებულია

ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან.“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.“პროექტი ეხება ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000 ლარიანი ზღვრის დატოვებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ბოლო სიახლეები