კვირა, მარტი 29, 2026

Le Figaro: თბილისი – აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება

საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა Le Figaro-მ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10-გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა არის აღწერილი. საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Le Figaro-ს ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის საქართველოში პრესტური გამართა.

Le Figaro-ს ჟურნალი ყოველკვირეულად 370 ათასიანი ტირაჟით იბეჭდება, ხოლო ვებგვერდს ყოველთვიურად 146 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.

„საქართველოს მთავარი გამზირი სახელგანთქმული მწერლის სახელს ატარებს, ეს აქაური ელისეს მინდვრებია, სადაც ულამაზესი შენობებია განლაგებული, მათ შორის, რენესანსულ-კავკასიური სტილის ოპერის შენობა. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცარისტული გავლენის ქვეშ მყოფი ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა. შედარებით შეძლებულმა ხალხმა აქ აიშენა მცირე სასახლეების მსგავსი ვილები, როგორიცაა მაგალითად, ამჟამინდელი სახვითი ხელოვნების სკოლა „ათას-ერთი ღამის“ სასახლის მსგავსი ინტერიერით, სარკეებიანი დარბაზებით, დამზადებული (ირანელი ყაჯარი ოსტატების მიერ) ყაჯარის სტილში.
რაც შეეხება მწერალთა სახლს, ეს არტ-ნუვოს სტილის ნამდვილი სამკაულია, სადაც მწერლები ბინადრობდნენ და სადაც ლიტერატურული შეხვედრები იმართებოდა, მსგავსი შეხვედრის მონაწილე ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი გახლდათ. მწერალთა სახლში, ახლო მომავალში, საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

„ძალიან ბევრი ქართველი დღემდე ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის შვილი სტალინი, გმირი იყო”, – გვიხსნის მუზეუმის ენერგიული დირექტორი ნატაშა ლომოური – „სკოლებში ცუდად ისწავლება აღნიშნული პერიოდის ისტორია, ჩვენ კი ვცდილობთ, აღვადგინოთ იმდროინდელი რეალობა“, – წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი და თბილისის აღწერასთან ერთად სტატიაში მნიშვნელოვან დროს უთმობს ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.

„ამ ქვეყანაში ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს იყენებენ. საქართველომ, თავისი ნაყოფიერი და ღვთის მიერ დალოცვილი ნიადაგის წყალობით, ღვინის წარმოება რვა ათასი წლის წინ დაიწყო“, – წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.

„ღვინო და ქართული სამზარეულო სულ უფრო მეტ ფრანგს იზიდავს“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი – „მე ყოველთვის მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის განვითარებაში ჩემი პროფესიული გამოცდილების გამოყენებით, თუმცა, ამდენზე არც მიოცნებია“, – გაგვანდო პროევროპელმა პრეზიდენტმა.

მართლაც რა მოხდება თუ ამ პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყნის განახლება ქალების ხელით მოხდება?

ამ ქვეყანაში ყველა ქალბატონში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს, რომელმაც მე-12-ე საუკუნეში სამეფო „ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა.

ეს ფიქრები ჩვენ თან გვდევს, როცა ქალაქის ირგვლივ არსებულ, კლდის ყვავილებით მოფენილ სიმაღლეებზე ავდივართ. „ქართლის დედის“ ქანდაკებასთან ჩურჩულით წარმოვთქვამთ -„თბილისი“. ეს სახელი ნიშნავს „თბილს“ თბილი წყლების მსგავსად. ასე, რომ აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება“, – წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვინ არის ქალი, რომელიც პატრიარქს მუხლებზე დაჩოქილი დაემშვიდობა

სოციალურ ქსელში პატრიარქთან გამომშვიდობების ამსახველი ბევრი ემოციური ფოტო გავრცელდა. მათ შორის იყო მოხუცი ქალბატონის ფოტო, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი ემშვიდობება ილია მეორეს.ფოტოზე გამოსახული ქალბატონი სულიკო ღვინჯილია, ის 86 წლისა და როგორც „ამბები გე-ს“ უყვება, პატრიარქ ილია მეორე-ს პირადად იცნობდა და ხშირად ესწრებოდა წირვებს. ქალბატონი ეკლესიის მრევლია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან და შვილებსაც ამ სარწმუნოებით ზრდიდა.მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა — კოვიდის შედეგად ერთდროულად დაკარგა მეუღლე და 43 წლის ვაჟი.როგორც სულიკო ღვინჯილია ამბობს, ტაძარში შესვლა ვერ შეძლო, ამიტომ გარეთ, სამხედროებთან იდგა და როცა პატრიარქის ცხედარი გამოასვენეს, დაჩოქილი დაემშვიდობა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავ კიდევ 20 გემს დაუშვებს, ეს მისასალმებელია და დაფასებას იმსახურებს

ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 20 გემის გავლას დაუშვებს, – ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარიმ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეს ყოველდღიურად ორი გემი გადაკვეთს.„ეს ირანის მხრიდან მისასალმებელი, კონსტრუქციული ჟესტია და დაფასებას იმსახურებს. ეს მშვიდობის მაუწყებელია, რეგიონში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს და მშვიდობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას გააძლიერებს. დიალოგი, დიპლომატია და მსგავსი ნდობის გამაძლიერებელი ზომები არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის“, – წერს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

შალვა პაპუაშვილი – ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა ლამის რელიგიური ომია და მიზნად ისახავს საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლებას, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა

ბოლო 22 წელია, ვაკვირდებით ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ცხადი მიზანი – იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა სინამდვილეში ლამის რელიგიური ომია და მიზნად ისახავს საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლებას, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.„გუშინ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და პატრიარქი უკვე გვაფრთხილებდა, რასთან გვქონდა საქმე. საუბრობს მძიმე წელზე, როდესაც იყო ანტიეკლესიური კამპანია და რომელიც, პატრიარქის აზრით, გარედან იყო ორგანიზებული. ასე რომ, ამას ვაკვირდებით ბოლო 22 წელია – ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თავისი ცხადი მიზანი. მიზანია იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში; იმ ეკლესიის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის სულიერ საყრდენს, რათა შემდგომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ. ეს სინამდვილეში ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.რასაც ვაკვირდებით, არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ცდილობენ, ევროკავშირი ერთგვარ ფსევდორელიგიად აქციონ. მათში უკვე ვხედავთ ბევრ ფსევდორელიგიურ ნიშან-თვისებას, როდესაც საუბრობენ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, ოღონდ, როგორც წესი, შინაარსს არ აკონკრეტებენ. ასევე ვხედავთ მათ ადგილობრივ ადეპტებს საქართველოში, რომლებსაც აქვთ ყოველდღიური რიტუალები, ქცევის წესები და შეძახილები. ისინი აბსოლუტურად ფუნდამენტალისტებივით იქცევიან, როდესაც საქმე ეხება ბრიუსელსა და ევროკავშირს, კრიტიკის დაშვებაც არ სურთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ფუნდამენტალისტი ადამიანები, რომლებსაც ევროკავშირი ფსევდორელიგიად აქვთ აყვანილი. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამას ვხედავთ. ამაზე საუბრობდა პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს, იმ მეთოდებზე, რომლებიც მაშინ დაიწყეს და რასაც ჩვენ იმ პერიოდში ისე ვერ ვამჩნევდით. პატრიარქი საუბრობდა კლიშეების მიკერების მცდელობაზე, ჯერ „ანტიდასავლურის“, შემდეგ „პრორუსულის“. სწორედ ამ კლიშეებით მიმდინარეობდა მუშაობა დისკრედიტაციის მიზნით.ვნახეთ, რომ ეკლესიის დისკრედიტაციაში ჩართული ადამიანები პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის დაფინანსება ყველაზე ბოლოს მიიღო „სოვლაბმა“, იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული. გახსოვთ გიორგი კანდელაკის საკითხი სამებაში ხატთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ დაფინანსება საფრანგეთიდან მიიღეს. ევროკავშირის და სხვა უცხოური წყაროებიდან დაფინანსება ჰქონდა ე.წ. ტოლერანტობის ცენტრს, რომელსაც სახალხო დამცველთან არსებულს უწოდებდნენ, თუმცა ეს იყო ჩვეულებრივი აფერისტობა. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სახალხო დამცველთან. ამ ტერმინსაც კონსტიტუციიდან გვართმევდნენ, თითქოს რაღაც კონსტიტუციურ ორგანოსთან არსებული ჯგუფია. ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებული იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქისა და კონკრეტული პირების დისკრედიტაციით. შესაბამისად, ეს ყველაფერი, წლებია, გარე დაფინანსებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, „მიუხედავად იმ მილიონებისა, რომლებიც ჩაისხა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სულიერი საყრდენის დისკრედიტაციის მიზნით, ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა“.„ერთ დღეში ნახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია დაანახა ყველაფერთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ელჩი შოკში იქნებოდა, როდესაც დაინახა, რომ ეკლესიისთვის ძირის გამოთხრის ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი ვნახეთ სამების ტაძარში და დავინახეთ, სად არის ერი და სად არიან პროტესტანტები, რომლებსაც უნდათ, თავი ქართველ ერად შემოგვასაღონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში, მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.გარდაცვლილი ახალგაზრდა 28 წლის ირაკლი მელქაძეა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.„ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტკივილს. რა სამწუხაროა ასეთი ახალგაზრდა. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს,როგორი ტრაგედია დატრიალდა",- წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი.

ზაფხულიდან აშშ-ის ბანკნოტებზე დონალდ ტრამპის ხელმოწერა გაჩნდება

ზაფხულიდან ამერიკული დოლარის კუპიურებზე პრეზიდენ დონალდ ტრამპის ხელმოწერა გამოისახება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ფულის ერთეულს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი მოაწერს ხელს.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, მიმდინარე წლის ზაფხულიდან, აშშ-ის ბანკნოტებზე ტრამპის ხელმოწერა გამოჩნდება.პირველი 100-დოლარიანი კუპიურები, რომლებზეც ტრამპისა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის ხელმოწერები იქნება დატანილი, ივნისში დაიბეჭდება. ანალოგიური რამ სხვა კუპიურებზე მომდევნო თვეებში გაკეთდება. სავარაუდოდ რამდენიმე კვირა შეიძლება დასჭირდეს იმას, რომ ახალი კუპიურები ბრუნვაში ჩაეშვას და ბანკებში შევიდეს.„ჩვენი დიადი ქვეყნისა და პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ისტორიული მიღწევების აღიარების უკეთესი გზა არ არსებობს, ვიდრე მის მიერ ხელმოწერილი აშშ-ის დოლარის კუპიურების დაბეჭდვაა“, - განაცხადა ბესენტმა.ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო ნაბიჯი, რომლის მიზანია, რესპუბლიკელი პრეზიდენტის სახელი სხვადასხვა სამთავრობო პროგრამასა და საჯარო შენობას დაუკავშირდეს. ამას წინ უძღოდა ტრამპის დანიშნული ხელოვნების ფედერალური კომისიის წევრების მიერ სამახსოვრო ოქროს მონეტის დიზაინის დამტკიცება, რომელზეც მოქმედი პრეზიდენტია გამოსახული.ტრამპის გამოსახულებიანი ერთდოლარიანი მონეტის გამოშვების მცდელობა კი იმ რეგულაციების გამო ჩაიშალა, რომელიც აშშ-ის მონეტებზე ცოცხალი ადამიანების გამოსახვას კრძალავს.კანონი, რომელიც ფედერალური სარეზერვო სისტემის კუპიურების ბეჭდვას არეგულირებს, სახაზინო დეპარტამენტს, გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, დიზაინის შეცვლის უფლებას აძლევს. თუმცა, კანონი მოითხოვს გარკვეული ელემენტების შენარჩუნებას, მათ შორის სიტყვების "In God We Trust" („ჩვენ ღმერთს ვენდობით“) და მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანების პორტრეტების გამოსახვის უფლებას იძლევა.ბანკნოტების ზოგადი დიზაინი უცვლელი დარჩება, გარდა ტრამპის ხელმოწერისა, რომელიც ხაზინადარის ხელმოწერას ჩაანაცვლებს.აშშ-ის ამჟამინდელმა ხაზინადარმა, ბრენდონ ბიჩმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ვალუტა „კვლავაც იქნება ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის, სიძლიერისა და ურყევი სულისკვეთების სიმბოლო“.

ბოლო სიახლეები