პარასკევი, ივნისი 6, 2025

Kaspi.Kz-ის შემოსავლები გაიზარდა

ყაზახურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Kaspi.kz-მა 2025 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანია ოპერირებას უწევს რამდენიმე პოპულარულ სუპერაპს – Kaspi.kz და Kaspi Pay, ასევე ფლობს თურქულ ონლაინპლატფორმა Hepsiburada-ს. კომპანიის CEO-ს პოსტს მიხეილ ლომთაძე იკავებს

ძირითადი მაჩვენებლები:

  • შემოსავალი გაიზარდა 21%-ით, ხოლო წმინდა მოგება – 16%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (თურქეთის მონაცემების გარეშე).

  • მომხმარებელთა აქტივობაც მაღალი იყო – თვეში საშუალოდ ერთ მომხმარებელზე 75 ტრანზაქცია განხორციელდა.

  • გადახდების სეგმენტში ტრანზაქციების მოცულობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა – 17%-ით. ამავდროულად, სეგმენტის წმინდა მოგება 21%-ით გაიზარდა.

  • მარკეტფლეისში პროდუქციის გაყიდვები გაიზარდა 36%-ით, ხოლო ამ სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი – 33%-ით. საუკეთესო შედეგი სასურსათო და მიტანის კატეგორიას ჰქონდა, სადაც გაყიდვები 64%-ით გაიზარდა.

  • ფინანსურ სერვისებში სესხების გაცემის მაჩვენებელი გაიზარდა 17%-ით, ხოლო ამ სეგმენტიდან შემოსავალი – 18%-ით.

გეგმები და გამოწვევები

კომპანიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ახალი რეგულაციები ზეწოლას ახდენს საოპერაციო გარემოზე. შედეგად, მათ გაზარდეს რისკების გათვალისწინება და კონსერვატიული ფინანსური პროგნოზი დადეს – 2025 წლისთვის მოსალოდნელია 15%-იანი წმინდა მოგების ზრდა, რაც ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით (20%).

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ Kaspi.kz-მა იანვარში წარმატებით შეიძინა Hepsiburada-ის საკონტროლო წილი და უკვე დადო შეთანხმება თურქულ ბანკზე – Rabobank A.Ş., რაც საშუალებას მისცემს საბანკო დეპოზიტებისა და სესხების გაშვებას თურქეთის ბაზარზე.

თუმცა, კომპანიამ აღნიშნა, რომ თურქეთში პოლიტიკური დაძაბულობისა და ახალი პროდუქტის დანერგვის ხარჯებმა მცირე ზარალი მოიტანა – დაახლოებით 6 მილიარდი ყაზახური ტენგე.

2025 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 650 მილიონი დოლარის ოდენობის ევრობონდები განათავსა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

ბოლო სიახლეები