პარასკევი, ივლისი 31, 2026

JUDOINSIDE: “გადაწყვეტილია – ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს”

მსოფლიო ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწვრთნელი ახალი გამოწვევისთვის ემზადება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ოქროს ხანისა და თაობის არქიტექტორი – ლაშა გუჯეჯიანი, ტაშკენტში ჩავიდა, სადაც უზბეკეთის ძიუდოს ფედერაციაში დაიწყებს მუშაობას და ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მისი დანიშვნა მხოლოდ დროის საკითხია.

გუჯეჯიანმა საქართველოს ვაჟთა ნაკრებიდან წასვლის შესახებ გასულ კვირას, სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა და წერტილი დასვა ეპოქას, რომლის დროსაც საქართველო მსოფლიო ძიუდოს ერთ-ერთ მთავარ ჰეგემონად იქცა. 40 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რთული, თუმცა აუცილებელი იყო.

მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურმა ოქრო მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა – ვერცხლის მედლები. ოთხი წლის შემდეგ, პარიზში, ბექაურმა ტიტული დაიცვა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ კი აქტივს კიდევ ორი ვერცხლი შემატეს. მსოფლიოსა და ევროპის მრავალრიცხოვან ტიტულებთან ერთად, გუჯეჯიანმა შექმნა თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი.

უზბეკეთი, რომელიც ბოლო წლებში ძიუდოს ინფრასტრუქტურასა და ელიტურ პროგრამებში უდიდეს ინვესტიციებს დებს, გუჯეჯიანისთვის იდეალური პლატფორმაა. მათ შთამბეჭდავი გამოცდილება აქვთ უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობის – მანამდე ნაკრებს ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) ავარჯიშებდა, რომელმაც უზბეკურ ძიუდოს მძლავრი საძირკველი ჩაუყარა, მოგვიანებით კი მარკო სპიტკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიორა კელდიოროვას ოლიმპიურ ტრიუმფში.

სანამ გუჯეჯიანი ტაშკენტში ახალ ოლიმპიურ ციკლს დაიწყებს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ურთულესი ამოცანა აქვს – იპოვოს შემცვლელი მწვრთნელისთვის, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ეპოქა შექმნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა „მილანმა“ გაავრცელა.„წარმოუდგენლად მძიმეა ისეთი ადამიანის დაკარგვის შესახებ ამბის გაცხადება, რომელიც „მილანის“ გულსა და სულს განასახიერებდა. ამ უმძიმეს წუთებშიც კი, ძლიერები უნდა ვიყოთ.ფრანკო მისი ბოლო საჯარო გამოსვლიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში დავკარგეთ – როდესაც ის გადაჭედილ „სან სიროზე“, მილანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა – მსოფლიო მასშტაბის მოვლენაზე, რომლის დაუვიწყრად ქცევაშიც მან თავისი წვლილი შეიტანა.ფრანკოს ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ ერთიანი ვართ, რადგან ვიცით, რომ ის გზას გაგვინათებს და „როსონერის“ რიგებში ჩვენი სავალის მანძილზე მუდამ წინ წაგვიძღვება. სამუდამოდ. იმიტომ, რომ ბარეზი მარადიულია“, – წერს საფეხბურთო კლუბი „მილანი“.ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრანკო ბარეზი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა. 2025 წლის აგვისტოში მას ფილტვის კვანძის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ რეგულარულად გადიოდა იმუნოთერაპიის კურსს.ბარეზი „მილანის“ ღირსებას 20 წლის განმავლობაში იცავდა – მას კარიერის მანძილზე სხვა გუნდში არ უთამაშია. რაც შეეხება ნაკრებს, იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში 81 შეხვედრა ჩაატარა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო იტალიელმა ფეხბურთელმა ექვსჯერ მოიგო სერია A, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა თასს დაეუფლა.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს, „ხადორობა 2026“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები სოფელ მატანისა და პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს.სოფელ ხადორში სტუმრობისას პარლამენტის წევრები ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვას დაესწრნენ.შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, „ხადორობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო და ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები დაათვალიერა.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან შეხვედრა გამართა.როგორც მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.მისივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.ცნობისთვის, დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს.

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს –...

ციფრული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, სრულყოფილი იყოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ადეკვატურობის და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მოინახება ის ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს. ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც უკვე მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი.რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომას, ბეჟაშვილის თქმით, არც დღევანდელ სხდომაზე და არც მომავალ ყრილობაზე ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიაში შესვლის საკითხი არ განიხილება.„ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა მხარდაჭერილია პარტიის წევრების უმრავლესობაში. იმავდროულად, ამ ეტაპზე, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე, მომავალ ყრილობაზე არ განიხილება ნანუკას პარტიაში შემოსვლის საკითხი. ჩვენ კონსულტაციებისთვის ავიღეთ 6-თვიანი პერიოდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ის, ვინც პოლიტიკაში შემოსვლას ფიქრობს, ჩამოყალიბდეს სტრატეგიული მიმართულებით, შეკრას საკუთარი გუნდი, მხოლოდ ამის შემდეგ, მოხდება პარტიაში ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ახალი ადამიანების შემოსვლა.სჯობს, თინა ბოკუჩავას ჰკითხოთ, რატომ არ ესწრება პოლიტსაბჭოს. იმედია, მომავალ ყრილობას დაესწრება. ზოგადად, პარტიაში პროცესები კონსტრუქციულად მიმდინარეობს, რთული პერიოდია, ეს გარდამავალი პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა საბოლოო სტრუქტურული რეორგანიზაცია მოვახდინოთ“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკვე მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი.„საუბრობს, როგორც მიშა, მიხვრა-მოხვრა აქვს როგორც მიშას... ასე რომ, ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ”,- განაცხადა სააკაშვილმა.რაც შეეხება პოლიტსაბჭოს სხდომას, შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ ესწრება.დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ლიდერები და წევრები „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე განისაზღვრება ყრილობის ჩატარების თარიღი. პარტიის ლიდერების ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომის დღის წესრიგში ასევე იქნება დელეგატების მოწვევის წესი და ა.შ.

სახალხო დამცველმა ქალი პატიმრები, მათ შორის, მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ქალი პატიმრები, მათ შორის, ჟურნალისტები - მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა.როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იოსელიანი პატიმრების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, ასევე, მათგან მიიღო ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ.„30 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულება მოინახულა, შეხვდა და ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას და ქალ პატიმრებს, დაათვალიერა საცხოვრებელი და საერთო სივრცეები, მათ შორის, დედათა და ბავშვთა განყოფილება. პატიმარმა ქალებმა სახალხო დამცველთან თავიანთი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.სახალხო დამცველი ასევე გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს, მოინახულა ახლად გახსნილი საკონდიტრო სივრცე და მაღაზია, მიიღო ინფორმაცია მსჯავრდებულთა ჩართულობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ყოფნისას, სახალხო დამცველი ასევე, შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს და მზია ამაღლობელს; გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, მიიღო ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ.საქართველოს სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დაცვა და არსებული გამოწვევების დროული გამოვლენა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები