ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

JSW Group საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰოლდინგური კომპანია JSW Group-ი საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, – პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე საქართველოს პრემიერმინისტრმა და JSW Group-ის თავმჯდომარე საჯან ჯინდალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

JSW Group-ის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ კომპანია ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული.

საუბარია მსხვილ ინვესტიციაზე, რომლის შესახებ პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

JSW Group-ი მრავალ მილიარდ-დოლარიანი კონგლომერატია, რომელიც, ძირითადად, ფოლადის, ცემენტის წარმოებისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში საქმიანობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ ,,სარფსა“ და ,,ბათუმის პორტში“ საბრძოლო ვაზნებისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 149 ცალი საბრძოლო ვაზნისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა.საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული აღნიშნული საქონელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონისა და სატვირთო ავტომობილის მისაბმელი განყოფილების დეტალური დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

როდის დათბება საქართველოში – როგორია განახლებული ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.„მაისის პირველი კვირა საქართველოში კვლავ არასტაბილური და გრილი იქნება, არათანაბრად განაწილებული ნალექითა და პერიოდულად ძლიერი ქარით.ამის ძირითადი მიზეზი ატმოსფერული წნევის არამდგრადობა და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ხშირი გავრცელება იქნება. ჯერჯერობით, ახალი თვის დასაწყისში, ხანგრძლივი პერიოდით - არც დათბობა და არც მშრალი პერიოდია მოსალოდნელი.ვარდობისთვე საქართველოში ყოველთვის იყო ხიდი -სევდიან სიჩუმესა და ზაფხულის სიხარულის ხმაურს შორის. გპირდებით თვის მეორე ნახევარში, საქართველო კვლავ შეიგრძნობს გაზაფხულის ნამდვილ სუნთქვას - ყვავილებით, ზღვისპირა სიცილით და მთის ბილიკებზე გაღვიძებული სიცოცხლით...",- წერს ფარტენაძე.  

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს

აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.„შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შესაძლო შემცირებას, რის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასები ისევ იზრდება და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივებას განიხილავს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.მედიის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 12 პროცენტზე მეტით მოიმატა და ერთ ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა.ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მხრის ოპერაციას, საფრანგეთში ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გაუკეთებენ

,,საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და უშუალოდ მინისტრ შალვა გოგოლაძის მონაწილეობით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მხრის ოპერაციას, საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გამგზავრებასა და საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსებს. ოპერაციას ჩაატარებენ მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები - პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა. ოლიმპიური ჩემპიონის საფრანგეთში ოპერაცია, ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა. ლაშა ბექაური პარიზში, 3 მაისს, თანხმლებ ექიმთან ერთად გაემგზავრება. ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა. ქართველი ჩემპიონის ოპერაცია 5 მაისს ჩაინიშნა. საქართველოს სპორტის სამინისტრო-ინფორმაციას ამის შესახებ ფედერაცია ავრცელებს

ბოლო სიახლეები