ორშაბათი, ივნისი 16, 2025

ISSA – შაბათს რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“ – 35,2%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 16,9%, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 14,6%, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ – 13,4%, „გახარია საქართველოსთვის“ – 12,4%

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, კითხვაზე, “ამ შაბათს რომ იმართებოდეს არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ” მოსახლეობის განწყობა ასე განაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 26,5%;

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 10,8%;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 8,6%;

„ძლიერი საქართველო“ – 7,4%;

„გახარია საქართველოსთვის“ – 6,4%;

გირჩი – 1,1%;

არ მივცემდი ხმას – 7,4%;

ცარიელს დავტოვებდი – 1,7%;

სხვა პარტიები – 3,8%;

არ ვიცი – 16,9%;

მირჩევნია არ ვუპასუხო – 9,3%.

თბილისსა და რეგიონებს შორის მონაცემები განსხვავებულია. კერძოდ:

„ქართული ოცნება“ – თბილისი – 16,7%; რეგიონი 30,6%;

„კოალიცია ცვლილებისთვის“ – თბილისი – 13,7%; რეგიონი 9,7%;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – თბილისი – 6,9%; რეგიონი 9,4%;

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ – თბილისი – 7,3%; რეგიონი 7,5%;

„გახარია საქართველოსთვის“ – თბილისი – 10,3%; რეგიონი 4,8%;

„გირჩი“ – თბილისი – 2,7%; რეგიონი 0,4%.

სხვა პარტიები – თბილისი – 4,7%; რეგიონი 3,5%;

არ ვიცი – თბილისი – 18,7%; რეგიონი 16,1%;

მირჩევნია არ ვუპასუხო – თბილისი – 6,2%; რეგიონი 10,6%;

„ოპოზიციური პარტიები 5%-იან ბარიერს ლახავენ შემდეგი თანმიმდევრობით: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ; „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“; „ძლიერი საქართველო“ ; „გახარია საქართველოსთვის“.

კვლევის თანახმად, თბილისში ეს თანამიმდევრობა გარკვეულწილად იცვლება: „გახარია – საქართველოსთვის“ გადაინაცვლებს მეორე ადგილზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შემდეგ.

რეგიონებში „კოალიცია საქართველოსთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი თითქმის იდენტურია. „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური „წონა“ კი რამდენადმე სუსტდება. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გაცილებით მაღალია რეგიონებში (31%), ვიდრე თბილისში (17%)“, – ნათქვამია კვლევაში.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ალოკაციის შედეგად, პოლიტიკურ ძალთა რეიტინგები იმეორებს ალოკაციის გარეშე გამოვლენილ ტენდენციებს.

კერძოდ, კითხვაზე ამ შაბათს რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ? (ალოკაცია), პასუხების შედეგები ასეთია:

საქართველოს მასშტაბით:

„ქართული ოცნება“ – 35,2%;

„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 16,9%;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 14,6%;

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ – 13,4%;

„გახარია საქართველოსთვის“ – 12,4%;

„გირჩი“ – 2,3;

სხვა პარტიები – 5,1.

თბილისსა და რეგიონებს შორის მონაცემები განსხვავებულია. კერძოდ:

„ქართული ოცნება“ – თბილისი – 24,6%; რეგიონი 39,7%;

„კოალიცია ცვლილებისთვის“ – თბილისი – 20,6%; რეგიონი 15,4%;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – თბილისი – 13,9%; რეგიონი 15,0%;

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ – თბილისი – 14,2%; რეგიონი 13,1%;

„გახარია საქართველოსთვის“ – თბილისი – 17,2%; რეგიონი 10,4%;

„გირჩი“ – თბილისი – 3,7%; რეგიონი 1,7%

სხვა პარტიები – თბილისი – 5,8%; რეგიონი 4,9%.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC – თან თანამშრომლობით განახორციელა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულია 1481 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა სამოქალაქო პირია.მანამდე ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ იერიშების შედეგად, სულ მცირე, 406 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო, სულ მცირე, 654 დაშავებული.შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ირანზე მასიური საჰაერო იერიში 13 ივნისს მიიტანა. მას შემდეგ კი რამდენიმე ღამეა, რაც ქვეყნებს შორის საჰაერო იერიშები გრძელდება.

ირანში ადასტურებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი

ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი. ინფორმაციას ადასტურებენ ირანშიც.ირანის სახელმწიფო მედიაში აცხადებენ, რომ 15 ივნისს ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად კაზემი, მისი მოადგილე ჰასან მოჰაკეკი და გენერალი მოჰსენ ბაღერი დაიღუპნენ.ასევე, ვრცელდება ცნობები ირანის პოლიციის უფროსის, აჰმადრეზა რადანის ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.

თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა

ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს.როგორც საიდ ხათიბზადი აღნიშნავს, ისრაელმა შენობაზე იერიში განზრახ მიიტანა.„თავდასხმის დროს რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს მინისტრის მოადგილე.ის ასევე აცხადებს, რომ შენობა პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის პირდაპირ მდებარეობს. თავდასხმის შედეგად, ასევე დაზიანდა კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.„ეს კიდევ ერთი აშკარა ომის დანაშაულია, რომელიც ისრაელის რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე და სისტემატური აგრესიის კამპანიის ნაწილია“, – წერს ხათიბზადი.

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად, 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელის, კაია კალასის მოთხოვნით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა.„ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოიწვია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოშეხვედრა სამშაბათს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.შეხვედრაზე განხილული იქნება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება და შემდგომი ნაბიჯები.

„გაფრთხილებთ და გეუბნებით მოსალოდნელი მოვლენების შესახებ“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეზოტერიკოსი გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

ბოლო სიახლეები