Google Maps-ის გამოყენება აქამდე მხოლოდ რამდენიმე ენაზე იყო შესაძლებელი, თუმცა კომპანიამ ეს მინუსი გამოასწორა და ინტერფეისს 39 ენა დაამატა, მათ შორის არის ქართულიც. ინფორმაციას Engadget-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რუკა ხელმისაწვდომია სკანდინავიურ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ყოფილი საბჭოთა კავშირის, აფრიკის ქვეყნების სხვადასხვა ენაზე, ასევე დაემატა სპარსული, ვიეტნამური, თურქული და ზულუს ენები.
განახლებული Google Maps-ი მსოფლიოში 1.25 მილიარდამდე ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარ ენაზე წაიკითხოს რუკა და იხელმძღვანელოს მისით.