შაბათი, ივნისი 6, 2026

Google Maps-ს ქართული ენა დაემატა

Google Maps-ის გამოყენება აქამდე მხოლოდ რამდენიმე ენაზე იყო შესაძლებელი, თუმცა კომპანიამ ეს მინუსი გამოასწორა და ინტერფეისს 39 ენა დაამატა, მათ შორის არის ქართულიც. ინფორმაციას Engadget-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, რუკა ხელმისაწვდომია სკანდინავიურ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ყოფილი საბჭოთა კავშირის, აფრიკის ქვეყნების სხვადასხვა ენაზე, ასევე დაემატა სპარსული, ვიეტნამური, თურქული და ზულუს ენები.

განახლებული Google Maps-ი მსოფლიოში 1.25 მილიარდამდე ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარ ენაზე წაიკითხოს რუკა და იხელმძღვანელოს მისით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციას, რეალურად, საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდა.ამის შესახებ მერმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმად, ბავშვების მშობლებლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და მიღწეული შეთანხმების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდნენ.„ჩვენ ხომ ვიცით ამ ადამიანების დამოკიდებულება ყველა საკითხთან მიმართებით. მათ, რეალურად, არც ბავშვები აინტერესებთ, არც მათი ჯანმრთელობა და ეს დამოკიდებულება ბევრ კონკრეტულ შემთხვევაში დამტკიცდა. ისინი ეძებენ უბრალოდ საბაბს, რომ ჩაეჭიდონ და შემდეგ ეს ყველაფერი პოლიტიკურად იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. იგივე მოცემულობა გვაქვს ამ ბავშებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ აინტერესებთ მათი ბედი. იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ პოზიტივზე, რომ სახელმწიფომ, მშობლებთან ერთად, გადადგა ეს ნაბიჯი, პირიქით, მშობლებს აბულინგებენ, თუ როგორ გაბედეს და თანხმობა თქვეს აღნიშნული წამლების მიღებაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.განცხადების თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან.„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან.კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია.საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გადაცემაში ნახსენები პოლიციის თანამშრომელი -შოთა მარუაშვილი გორში მომხდარი ინციდენტის დროს და არც შემდეგ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო გადაცემაში ნახსენები კიდევ ერთი სამართალდამცველი – ბესიკ ქვრივიშვილი ადგილზე გამოცხადდა მომხდარის შემდგომ.აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ფაქტობრივი გარემოებები შესაბამის უწყებაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვის პარლამენტმა, ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში კომპრომისული ცვლილებები შეიტანა

„ახლა ჩვენ გვაქვს კანონი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და რომელიც LRT-ის მიერ საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს“.საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, მათ შორის პროფესიონალ ჟურნალისტთა ასოციაცია (ŽPA), ისევე როგორც LRT-ის თანამშრომელთა საპროტესტო კომიტეტი, კომპრომისულ ცვლილებებს მიესალმნენ და განაცხადეს, რომ დემონსტრაციებმა შედეგი გამოიღო და საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის დამყარების გეგმები ჩაშალა. რა ცვლილებებია მიღებული? LRT-ის შესახებ კანონში თავდაპირველად შეთავაზებული ცვლილებები, ძირითადად, გენერალური დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესის შეცვლაზე იყო ფოკუსირებული. თუმცა, გასული წლის დეკემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, შეიქმნა ამ საკითხზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფი, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებების ჩარჩოები გააფართოვა.ზოგიერთი ყველაზე სადავო წინადადება გულისხმობდა სარედაქციო ზედამხედველობის დაწესებას და ხელშეკრულებების მთავრობასთან შეთანხმების ვალდებულებას, მაგრამ მოგვიანებით ისინი კანონპროექტიდან ამოიღეს. ახალი კანონის თანახმად, LRT-ის სამეთვალყურეო საბჭოს (ქართული ანალოგი -„სამეურვეო საბჭო“ - რედ.) წევრთა რაოდენობა 12-დან 15-მდე გაიზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები სამეთვალყურეო საბჭოში დამატებითი წევრების წარდგენის უფლებას მიიღებენ, თუმცა საბჭოს წევრთა უმრავლესობას კვლავ პოლიტიკოსები დანიშნავენ. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა ექვსიდან ოთხ წლამდე შემცირდება და ზედიზედ მაქსიმუმ ორი ვადით საქმიანობის ლიმიტი დაწესდება. გამკაცრდება რეპუტაციისა და კომპეტენციის მოთხოვნები. LRT-ის საბჭოს ექნება უფლება, მომდევნო გენერალური დირექტორის ასარჩევად კენჭისყრა ღია ან ფარული წესით ჩაატაროს. ადმინისტრაციული საქმიანობისთვის, საბჭოს ექნება სპეციალური ოფისი. ერთსა და იმავე პირს შეუძლია, LRT-ის ხელმძღვანელის პოსტი ეკავოს ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადით და მისი გათავისუფლება უფრო გამარტივდება, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს ან სერიოზულ დარღვევას ჩაიდენს. ახალი დებულებები გავრცელდება LRT-ის მოქმედ ხელმძღვანელზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელი გენერალური დირექტორის გათავისუფლებაც უფრო ადვილი ხდება. ასევე შეიქმნება ხუთწევრიანი LRT-ის მმართველთა საბჭო. კანონში ჩაიწერა LRT-ის მისია და ვალდებულება - მან უნდა უზრუნველყოს საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული; განამტკიცოს დემოკრატია, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, კულტურა და ენა; ებრძოლოს დეზინფორმაციას პლურალიზმის, მიუკერძოებლობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებზე დაყრდნობით. სარედაქციო გადაწყვეტილებები დაეფუძნება სარედაქციო პოლიტიკის ახალ სახელმძღვანელო მითითებებს, რომლებსაც რადიოს, ტელევიზიისა და ციფრული დეპარტამენტების მთავარი რედაქტორები დაამტკიცებენ.LRT-ის თანამშრომლებისა და მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, რომ გენერალური დირექტორის ამრჩევი სამეთვალყურეო საბჭო დეპოლიტიზებული ყოფილიყო, მისი შემადგენლობა მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვლება - მასში სამოქალაქო საზოგადოების მეტი წარმომადგენელი შევა, თუმცა საბჭოში დომინანტური მდგომარეობა კვლავ პოლიტიკური კვოტით დანიშნულ წევრებს ექნებათ.„პარლამენტი და პრეზიდენტი სამეთვალყურეო საბჭოს 15-დან 8 წევრს წარადგენენ, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას მყარი ინსტიტუციური საფუძველი“ დააკლდება, - ნათქვამია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (RSF) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.RSF-მა ასევე განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლა შეიძლება გამოყენებულ იქნას მოქმედი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადასაყენებლად, რაც ევროპული მედიის თავისუფლების აქტს (EMFA) ეწინააღმდეგება. ვენეციის კომისიამ და RSF-მა, რომლებმაც ცვლილებების უკან გაწვევა მოითხოვეს, ხაზი გაუსვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლების მმართველი სტრუქტურები პოლიტიკური ჩარევისგან დაცულები უნდა იყვნენ.LRT-ის გენერალურმა დირექტორმა, მონიკა გარბაჩაუსკაიტე-ბუდრიენემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ცვლილებები, მათ შორის ახალი მმართველთა საბჭო, „გადამხდელებს წელიწადში დამატებით 300 000 ევროდ დაუჯდებათ, ამასთანავე უფრო დამძიმებული და ნელი გახდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი“.„LRT-ის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შესუსტდა, ხოლო მისი მართვა სრულიად ზე-ბიუროკრატიზებული გახდა“, - დაწერა მან სამშაბათს ფეისბუქზე და დასძინა, რომ იმედოვნებს, ოპონენტები ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.აქცია „შორს ხელები სიტყვის თავისუფლებისგან“, რომელიც ვილნიუსში, საკათედრო ტაძრის მოედანზე გაიმართა ფოტოს ავტორი: ე. ბლაჟისი / LRTრატომ ხდება ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში? გასულ წელს პოლიტიკოსებმა პირველად გამოაცხადეს, რომ გენერალური დირექტორის გადაყენების პროცედურის გამარტივებას გეგმავდნენ და განმარტეს, რომ ეს კეთდებოდა ფინანსური აუდიტის პასუხად, რომელმაც ხარვეზები გამოავლინა.აღსანიშნავია, რომ აუდიტმა ადმინისტრაციული ცვლილებების რეკომენდაცია ნამდვილად გასცა, თუმცა უფრო მკაცრი სარედაქციო ან მენეჯერული კონტროლი არ მოუთხოვია.კრიტიკოსების თქმით, კანონმდებლები დირექტორის გადაყენებას იმ ბრალდებების ფონზე ცდილობდნენ, რომლის მიხედვითაც, LRT უფრო კრიტიკული იყო „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობისა და ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც მმართველი კოალიციის ფორმირებაში აქტიური როლი ითამაშა.თუმცა, ადრინდელმა აუდიტმა LRT-ის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ხარვეზები ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, თავად ასეთი მოკვლევის დაწყების გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს და სარედაქციო გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური ზედამხედველობისა და თვითცენზურის წახალისებად შეაფასეს. რამდენად დიდი იყო წინააღმდეგობა? საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილამდე გაგრძელდა; პოლიციისა და მედიის შეფასებით, შედარებით ფართომასშტაბიან მიტინგებზე 10 000-დან 30 000-მდე ადამიანი იკრიბებოდა. პეტიციას ხელი 145 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა, რაც მას ქვეყანაში დღემდე ყველაზე პოპულარულ ონლაინ პეტიციად აქცევს.ბევრი მათგანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, აცხადებდა, რომ ეს ცვლილებები წარმოადგენდა ანტიდემოკრატიული რეფორმების ნაწილს, რომლებსაც მოქმედ მთავრობაში მყოფი პოპულისტები, „სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელობით, ატარებდნენ.2026 წლის აპრილში, ევროპარლამენტმაც მიიღო რეზოლუცია, რომელიც კანონპროექტს აკრიტიკებდა, ხოლო ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრებმა, ამ ცვლილებების სრულად გაუქმება მოითხოვეს.

ირან-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონული პროცესები და ახალი ინიციატივები-11 ივნისს ირანის ელჩის პრესკონფერენცია გაიმართება

,,2026 წლის 11 ივნისს, 11:00 საათზე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო გეგმავს ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პრესკონფერენციას ქართული მედიის წარმომადგენლებისათვის. შეხვედრაზე ელჩი წარადგენს ანგარიშს, 180 დღის განმავლობაში თავისი მუშაობის შესახებ და ისაუბრებს ირანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე სავაჭრო, ეკონომიკის, საინვესტიციო, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ხალხთაშორის ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი თანამშრომლობის სფეროებში.პრესკონფერენციაზე ასევე განხილული იქნება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული რეგიონული და საერთაშორისო საკითხები, დასავლეთ აზიის რეგიონის გეოპოლიტიკური მოვლენები, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები და მედიისთვის საინტერესო სხვა თემები.გახსნილი დიალოგისა და აზრთა თავისუფალი გაცვლის მიზნით, პრესკონფერენციის გარკვეული ნაწილი ჩატარდება Off the Record ფორმატში, სადაც განხილული საკითხები დაექვემდებარება გამოუქვეყნებლობის შესახებ არსებულ წესებს.პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების გარდა, შესაძლებელი იქნება მედია საშუალებების ოპერატორის ან ფოტოგრაფის დასწრება.პრესკონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, WhatsApp-ის საშუალებით საკონტაქტო ნომერზე +995 574043638 უნდა გამოგზავნონ შემდეგი სახის ინფორმაცია:ჟურნალისტის (ოპერატორის, ფოტოგრაფის) სახელი, გვარი2. მედიასაშუალების დასახელება3. საკონტაქტო ნომერი (WhatsApp)გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი დასწრება 2026 წლის 10 ივნისის ჩათვლითირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში-'' ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საელჩო ავრცელებს.

დედამ ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი მოკლა – ტრაგედიამ საზოგადოება შოკში ჩააგდო (უცხოეთი)

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოთხი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულებს შორის იყვნენ ოჯახის წევრები - მამა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და დედა.გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ქალი ჯერ მეუღლესა და შვილებს გაუსწორდა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილ ბავშვებს შორის ერთ-ერთი სულ რამდენიმე დღის ახალშობილი იყო.პოლიციის ცნობით, ძალადობრივი შეღწევის კვალი არ აღმოჩენილა, რის გამოც გამოძიება თავდაპირველად ოჯახურ ტრაგედიას განიხილავს. სამართალდამცველები ამ ეტაპზე სწავლობენ ოჯახის წევრების გარემოცვას, სამედიცინო ისტორიას და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა მომხდარის მიზეზებზე მიანიშნოს.მეზობლების თქმით, ოჯახი გარედან ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა და მსგავსი ტრაგედიის ნიშნები არავის შეუმჩნევია. გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები მომხდარის ზუსტ მოტივს ადგენენ.

ბოლო სიახლეები