საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა, საქართველოს 2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ახალგაზრდა ვაჟი მოთამაშე, ფუტსალელი და კიდევ რამდენიმე ნომინაციის გამარჯვებული გამოავლინეს.
2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე.
2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე.
2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამარჯვებული – საბა გოგლიჩიძე.
2024 წლის საუკეთესო მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი.
2024 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეები (ალექსანდრე ჩივაძის მედლები) – საბა ხარებაშვილი (U17). საბა სამუშია (U19).