საქართველოს 2024 წლის კაცი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. ნომინაციის გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ საღამო GFF Awards-ზე სასტუმრო „პულმანში“ დაასახელეს.
GFF Awards 2024
2024 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი:გამარჯვებული – გიორგი მამარდაშვილი.
ნომინანტები – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნომინაციაში გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა. სამეულს შესაბამისი ქულები (5, 3, 1 ქულა) რიგითობის პრინციპით მიენიჭა. ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ:ვეტერანი ფეხბურთელები – 38 ხმა
ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – 27 ხმა
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება – 11 ხმა
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია – 20 ხმა