დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებენ.
“ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთხოებისადმი. ამ ქმედებებით ირანმა რეგიონში დესტაბილიზაციისა და რეგიონული, უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გაზრდისკენ ნაბიჯი გადადგა. ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული”, – წერია განცხადებაში.
ისინი ირანისა და მისი მარიონეტებისგან თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვენ. ასევე, გამოთქვამენ მზადყოფნას, მიიღონ შესაბამისი ზომები დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.