ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026

Forbes-ის 2023 წლის რეიტინგში ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე მოხვდა

ამერიკულმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 190-მდე ქვეყნის 2,500 მილიარდერს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის ორ ქართველს ვხედავთ: მიხეილ ლომთაძესა და ბიძინა ივანიშვილს.

გზა მილიარდერობამდე:

47 წლის მიხეილ ლომთაძე, საქართველოში, ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.

ლომთაძე, ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურად არის ჩართული, ასევე, ბევრ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.

მიხეილ ლომთაძემ, ბიზნეს-მოღვაწეობა საქართველოში დაიწყო, სადაც კონსალტინგური კომპანია „ჯი-სი-ჯი აუდიტი“ დააფუძნა და მისი ხელმძღვანელობა ითავა. 2002 წელს ეს კომპანია „ერსტ ენდ იანგის“ შემადგენელი ნაწილი გახდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა.ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა.რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა… ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობიდან მეცხრამეტე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირა დღეს! დღეს წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი სასწაულებრივი თევზჭერის შესახებ, საიდანაც განსაკუთრებით ჩანს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მნიშვნელობა.სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე – მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. და აი, როდესაც მათ იესო ქრისტეს ლოცვა-კურთხევით მოისროლეს ბადე, იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ და ორივე ნავი ისე აავსეს, ლამის იძირებოდნენ. რა თქმა უნდა, გაკვირვებამ, გაოცებამ შეიპყრო ისინი.ჩვენს ცხოვრებაშიც ასე გვემართება ხშირად: მრავალი ჩვენგანი დიდხანს, წლების განმავლობაში შრომობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს და უკვირთ ეს, ამაზე გვეუბნებიან ხოლმე, არაერთხელ გაგვიგონია ასეთი სიტყვები.რა არის ამის მიზეზი? – რომ გვავიწყდება ღმერთი, გვავიწყდება, ყოველი საქმის დაწყების წინ ღმერთს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა ამ საქმეზე, მივანდოთ ეს საქმე უფლის ნებას და წყალობას, შევთხოვოთ შეწევნა. ამას არ ვაკეთებთ და ამიტომ გვემართება ყოველგვარი მარცხიც, წარუმატებლობაც.ამაზე წერს წმინდა იაკობ მოციქული: „გსურთ და არ გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ; ითხოვთ, მაგრამ არ გეძლევათ, იმიტომ, რომ არასწორად, ბოროტად, თქვენი ვნებების დაკმაყოფილებისთვის ითხოვთ“ (იაკ. 4, 2-3). ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა.ამიტომაც ამბობს უფალი იესო ქრისტე სახარებაში: „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“ (ინ. 15, 5). წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი“ (ფსალ. 126, 1).მართლაც, როდესაც ადამიანი გამოითხოვს ღვთისგან ლოცვა-კურთხევას, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ თავის ჭკუას და ძალას კი არ ენდობა, არამედ ესავს ზეგარდამო ლოცვა-კურთხევას და შეწევნას. ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა.ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც გითხარით, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა, მით უმეტეს, არ მოითხოვს დიდ შრომას, რომ მივმართოთ უფალს, პირჯვარი გადავისახოთ და ვთქვათ: „უფალო, მიკურთხე ეს საქმე, დამლოცე ამ საქმეზე“. თუ გვაქვს საშუალება, მოძღვართანაც მივიდეთ და ავიღოთ ლოცვა-კურთხევა, მთლად უკეთესი! ამაზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი საქმის და ამა თუ იმ წამოწყების წარმატება.რა თქმა უნდა, ეს დიდი სასწაული რომ იხილეს მოციქულებმა, შეეშინდათ, გაუკვირდათ. განსაკუთრებით პეტრეზეა აღნიშნული სახარებაში, რომ მასში გაიღვიძა სინანულმა. მან გააცნობიერა, რომ უღირსია, იყოს მაცხოვრის გვერდით; დაუჩოქა მას და უთხრა: „გამშორდი, უფალო, მე არ ვარ ღირსი, შენთან ვიყო“. უფალმა მიუგო: „ნუ გეშინია, პეტრე, ამიერიდან გახდები შენ კაცთა მონადირე“ (ლკ. 5, 8-10).რას ნიშნავს „კაცთა მონადირე“? როგორ უნდა მოინადირო ადამიანი? ადამიანის მონადირება ნიშნავს მის გადარჩენას ბოროტებისგან, ეშმაკის მახეებისგან, ცოდვისგან, მის შემობრუნებას ქრისტესკენ, სულის ცხონებისკენ. ასეთი მონადირება კაცთა დღესაც გრძელდება, იმიტომ, რომ ეშმაკის მახეები მრავლად არის დაგებული და მრავალი ებმება ამ მახეებში, მაგრამ უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი ერთგული მსახურების, თავისი სიტყვის, თავისი ეკლესიის მეშვეობით მოგვიწოდებს, მოგვიხმობს თავისკენ და სულის გადარჩენისკენ. შეგახსენებთ მის სიტყვებს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენებთ თქვენ“ (მთ. 11, 28 ).კიდევ ერთი რამ იპყრობს ჩვენს ყურადღებას ამ სახარებაში. როდესაც მოციქულებმა ასეთი დიდი შემოსავალი მიიღეს, ასეთი საოცარი თევზჭერა ჰქონდათ, არ მოიხიბლნენ ამ სიმდიდრით, არ მიეჯაჭვნენ გულით ამ მატერიალურ სიკეთეებს, არამედ მიატოვეს თავიანთი ბადეები, ყველაფერი და გაჰყვნენ, შეუდგნენ უფალს. ესეც დიდი მაგალითია ჩვენთვის. ჩვენც, როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს ჩვენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში, არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები, რომელთა შესახებ შესანიშნავად წერს წმინდა პავლე მოციქული, რომ ადამიანის თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და კაცსაც არ გაუვლია გულში სიკეთეები, რომლებიც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარულ ადამიანებს (I კორ. 2, 9).რა სიკეთეებია ეს, ძვირფასო ძმებო და დებო? ეს არის მკვდრეთით აღდგომა, ეს არის სხეულის უხრწნელება, ანგელოზებთან ერთობა, მთავარანგელოზებთან ზეიმი, ღმერთთან მარადიული სიხარული და ცხოვრება, რისი ღირსიც, დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთ მამით, ყოვლადწმინდით, სახიერით, ცხოველსმყოფელი სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ – იქადაგა პატრიარქმა შიო მესამემ.

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა...

დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პატრიარქის თქმით, საიუბილეო დღეების საერთო სიხარულის თანაზიარნი არიან, ასევე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი ერისა და ეკლესიის ძვირფასი შვილები.„გვახარებს, რომ ისინი სამშობლოდან შორს მყოფნიც ინარჩუნებენ რწმენას, ეკლესიასთან და მამულთან კავშირს, ჩვენ მუდამ ვლოცულობთ და ველოდებით მათ.განვლილი ოცსაუკუნოვანი გზა გვარწმუნებს, რომ არ უნდა შევდრკეთ მრავალგვარი საცდურის წინაშე, არამედ პირიქით, უნდა განვმტკიცდეთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჩვენთვის ჯვარცმული, ვნებული და მკვდრეთით აღდგომით მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი. კვლავაც აღვიჭურვოთ მისი სწავლებით და სათნოებებით და ნიშნად ჩვენი ერთგულებისა, ჩვენი რწმენისა და ერის გადასარჩენად წინაპრების მიერ საუკუნეებგამოვლილი, ტკივილიანი, მაგრამ დღესაც მანუგეშებელი სიტყვებით დავამოწმოთ: „არა გეცრუვნეთ შენ, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“. ეს იყო ჩვენი წინაპრების სიმტკიცის წყარო, ეს არის ჩვენი მოწოდებაც და მომავალი გადარჩენის მთავარი საწინდარიც. გისურვებთ, სწორედ ამ სულისკვეთებით წარიმართოს ჩვენი სიმპოზიუმის მუშაობაც. ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლაწმინდა სამებამ მოგვმადლოს მტკიცე რწმენა, ძალა და მადლი, რათა უფლის ერთგულებით, სამშობლოს მსახურებით და მოყვასის სიყვარულით ვიაროთ წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა მიმყვანებელი გზით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ლოცვა, რომელიც 12 ოქტომბერს უნდა წაიკითხოთ

12 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ღირსისა ონოფრე გარეჯელისა, საკვირველთმოქმედისა (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე).ღირსი ონოფრე გარეჯელი (XVIII საუკუნე). იგი იყო ქართველი აზნაური, რომელიც უარყო სოფლის დიდება და გარეჯის უდაბნოში შევიდა სამოღვაწვოდ. ცნობილია თავისი ღრმა სიმდაბლით, უწყვეტი ლოცვითა და მრავალი სასწაულით.დილის ან დღის ლოცვებისას იკითხება ტროპარი და კონდაკი წმინდანისადმი, ასევე ითქმის ჩვეულებრივი სავედრებელი ლოცვები.ტროპარი:„უდაბნოსა შინა მოქალაქე და ხორცთშორის ანგელოზ და საკვირველთმოქმედ გამოჩნდი, ღირსო მამაო ჩვენო ონოფრე; მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა ზეციური ნიჭი მიიღე და კურნავ სენთა და სულთა ვნებულთა. დიდება რომელმან გშვა შენ ძალნი, დიდება რომელმან გვირგვინოსან გყავ შენ, დიდება რომელმან მოიმოქმედებს შენ მიერ ყოველთა საკვირველი.“

დონალდ ტრამპი – ზელენსკის ვუთხარით, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის არ დაერტყა, მან დარტყმა მაინც განახორციელა, სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, სჯობს, ეს შეწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, დიზელის საწვავთან დაკავშირებით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას.როგორც ტრამპმა აღნიშნა, ზელენსკი მსოფლიოს ზიანს ვერ მიაყენებს, ამიტომ სჯობს, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს.„მას ომის დასრულება არაერთხელ შეეძლო, მაგრამ ეს არ ისურვა. ჩვენ ვუთხარით, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეეძლო, რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის არ დაერტყა, რადგან ეს მსოფლიოში იწვევს პრობლემებს. ეს დიდ პრობლემას და მნიშვნელოვან დეფიციტს გამოიწვევდა. მას სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს, ჩვენს ფერმერებს და მესაქონლეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მთელ მსოფლიოს დიზელის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის. მას შეუძლია, რაც უნდა, ის გააკეთოს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია, მსოფლიო მასშტაბით პრობლემა გვაქვს. ეს პრობლემა დიზელის საწვავის მწარმოებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნაკლებობით არის გამოწვეული. რას აკეთებს? მიდის და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ურტყამს. მე მას ვუთხარი: „აკეთე, რაც გინდა, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყა. უამრავი სხვა სამიზნე არსებობს. ქარხნებს არ დაარტყა“. მან დარტყმა მაინც განახორციელა. ის ჩვენს ფერმერებს ზიანს ვერ მიაყენებს, ვერც დანარჩენ მსოფლიოს. ამიტომ ნამდვილად სჯობს, ეს შეწყვიტოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები