ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ევერტონი“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით დაინტერესდა – ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.
„შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ევერტონმა“ „სენტ-ეტიენიდან“ ზურიკო დავითაშვილის შეიძინოს. ინგლისური კლუბის სელექციონერთა ჯგუფი მუშაობს, რათა მომავალი სეზონისთვის დევიდ მოიესმა გუნდი სასურველი მოთამაშეებით დააკომპლექტოს. „ევერტონის“ ინტერესის გამო, დავითაშვილს გუნდიდან წასვლა სურს.
ცნობილი გახდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „პარიზსა“ და „კალიარისთან“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობაზე უარი თქვა“, – ამტკიცებს Footmercato.
ფრანგული გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველით „ევერტონის“ გარდა „რენი“, „სტრასბური“, „სევილია“ და მიონხენგლადბახის „ბორუსია“ ინტერესდებიან.