ლევან დავითაშვილი იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO), სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, FAO საქართველოს მეთევზეობის სექტორისა და აკვაკულტურის განვითარებაში დაეხმარება.
ტექნიკური დახმარების პროექტი გულისხმობს მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესებას, წყალქვეშა რესურსების მდგრად გამოყენებას, სპეციალისტთა გადამზადებას, ასევე, კონტროლისა და მონიტორინგის სისტემების დანერგვას.
ტექნიკური დახმარების პროექტის უშუალო განმახორციელებელი ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის კომისია იქნება.