Facebook-ი ვიდეო შემქმნელებისთვის ფულის გამომუშავების გზებს ხსნის. ამის შესახებ CNBC-ი წერს.
კომპანია გეგმავს, რომ YouTube-ს ამით კონკურენცია გაუწიოს. ამ ეტაპზე Facebook-ში სერვისის ყოველთვიურ გეგმას ტესტავენ. სოციალურ ქსელში მიიჩნევენ, რომ სიახლემ შესაძლოა ბევრი მომხმარებელი მიიზიდოს.
Facebook-ის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ავტორების წარმოებული პროდუქტი ყოველთვიურად გამოიწეროს და ამაში კონკრეტული თანხა გადაიხადოს.
ჯერ უცნობია კონკრეტულად როდის აამოქმედებს ახალ სერვისს Facebook-ი.
Facebook-მა ახალი ვიდეოსერვისი 2017 წლის აგვისტოში წარადგინა.