Facebook-ი 15 წლის გახდა. სოციალური ქსელი 19 წლის მარკ ცუკერბერგმა 2004 წლის 4 თებერვალს დააარსა. ამის შესახებ Independent-ი წერს.
თავიდან ის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი, დღეს კი Facebook-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელსაც მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.