Facebook-ი, Trump Organization-ი და Weinstein Company აშშ-ში ყველაზე საძულველი კომპანიების სიაში აღმოჩნდნენ. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც ანალიტიკურმა კომპანია 24/7 Wall St-მა ჩაატარა. ინფორმაციას Usa Today ავრცელებს.
ანტირეიტინგის ლიდერი საკრედიტო ისტოროების ამერიკული ბიურო Equifax-ი გახდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 800 მილიონი ფიზიკური პირის და 88 მილიონი კომპანიის შესახებ ინფორმაციას აგროვებს.
მეორე ადგილზე Fox Entertainment Group-ი მოხვდა, ხოლო მესამე ადგილი hate list-ში აშშ-ის ეროვნულმა საფეხბურთო ლიგამ დაიკავა.
სიაში ასევე მოხვდნენ Uber-ი, Foxconn Technology Group-ი და United Airlines-ი.