პარასკევი, აპრილი 10, 2026

facebook-ის მოგება ორჯერ გაიზარდა

facebook-ის მოგებამ 2017 წელს 15,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, 2016 წელთან შედარებით, სოციალური ქსელის მოგება 56 პროცენტით არის გაზრდილი. 27,6 მილიარდიდან 40,6 მილიარდამდე გაიზარდა კომპანიის შემოსავლებიც.

მომხმარებელთა რაოდენობა კი, რომლებიც სოციალურ ქსელში ყოველდღიურად შედიოდნენ, 1,4 მილიარდს აღწევს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს

წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეა.სასულიერო პირების თქმით, ამ დღეს არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა, გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა.უმჯობესია, საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა მარხვისა და ლოცვისთვის.ყველა საქმე უნდა შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე.რაც შეეხება ჭამას: გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების.ამ დღეს, ღვინის დალევაც აკრძალულია. წითელ პარასკევს იღებება კვერცხი.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში მომლოცველებისთვის გაიხსნა – ბერძნული მედია

იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს მომლოცველებისთვის გაიხსნა.ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანში საომარი მოქმედებების დასრულების გათვალისწინებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ზურგის სარდლობამ ახალი მითითებები გამოსცა, რომელთა მიხედვით, იერუსალიმში მდებარე ყველა წმინდა ადგილი მნახველებისთვის გაიღება.მედიის ინფორმაციით, მომლოცველებისთვის გაიღება, როგორც მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ისე ტაძრის მთა და გოდების კედელი.პოლიცია დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული. ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასეულობით პოლიციელი იერუსალიმში განლაგდება, რათა ძირითადი გზები და ძველი ქალაქი დაიცვას.

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა – „ვფიქრობ, ჩვენ უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.ტრამპის თქმით, ცეცხლის მყიფე შეწყვეტის ფონზე ნეთანიაჰუს სთხოვა, ლიბანთან დაკავშირებით „უფრო თავშეკავებული“ ყოფილიყო.„მე ვესაუბრე ბიბის და ის ამას თავშეკავებულად გააკეთებს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ისრაელელები ლიბანში ოპერაციებს ამცირებენ.ამასთან, ტრამპმა ოპტიმიზმი გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ. მისი თქმით, ირანის ლიდერები კერძო საუბრებში უფრო მოქნილები ჩანან.„ისინი ბევრად უფრო გონივრულები არიან. თანხმდებიან ყველაფერზე, რაზეც უნდა დათანხმდნენ. გახსოვდეთ, ისინი დამარცხებულები არიან, მათ სამხედრო ძალა აღარ ჰყავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

დღეს წითელი პარასკევია – მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებსდიდ პარასკევს დღის 2 საათზე იესო ქრისტეს გარდამოხსნის მოსახსენებლად ტაძრებში ხდება გარდამოხსნის გადმოსვენება. ამ დღეს განსაკუთრებით მძიმეა მარხვა.წირვა არ ტარდება, იკითხება 12 ვნების სახარება.დიდ შაბათს დილაადრიან ხდება გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის გარშემო. ამით გამოიხატება უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენება ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. სრულდება ბასილი დიდის წირვა.დიდი შაბათი – ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია მკაცრი მარხვა. ვინც საზიარებლად ემზადება, აღარ უნდა ჭამოს და არც დალიოს არაფერი საღამოს 8 საათის შემდეგ.ასევე, ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება. კვერცხის შესაღებად ძირითადად ბუნებრივ საღებავს, ენდროს იყენებენ და ზოგჯერ ხახვის ფურცლებსაც უმატებენ. ენდროში შეღებილი კვერცხი რამდენიც არ უნდა ჭამოს ადამიანმა არ აწყენს. გადმოცემით, ქრისტეს სისხლითაა გაჟღენთილი ენდროს ფესვები, რადგან ჯვარცმის ჯვრის ქვეშ ყოფილა იგი ამოსული.წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ  თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. მაცხოვრის მიმდევარი და მისი ერთგული მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველს იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგინეს, რომელსაც ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა!. „ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება“ – ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა.გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მასუდ ფეზეშქიანმა სატელეფონო საუბრისას აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რეგიონული უსაფრთხოება განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა სატელეფონო საუბრისას აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რეგიონული უსაფრთხოება განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მხარე ავრცელებს.სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ფეზეშქიანს განუცხადა, რომ ირანსა და ვაშინგტონს შორის მომავალი მოლაპარაკებები გამოყენებული უნდა იყოს მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა, სხვა დაინტერესებულ ქვეყნებთან ერთად, „ინტენსიური ძალისხმევა“ გასწია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პროცესში.ერდოღანმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესის „საბოტაჟის“ მსურველთათვის შესაძლებლობის არ მიცემის მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა, „ყველა შესაძლო მხარდაჭერა გაუწიოს ახალ ფაზაში“.

ბოლო სიახლეები