euronews: ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში 200-მდე მედიკამენტზე ფასები შემცირდება

Read Time:51 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას euronews-ი ეხმაურება. რეპორტაჟის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 200-მდე მედიკამენტზე ფასები შემცირდება.

რეპორტიორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ დეფიციტის დაძლევის მიზნით თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი დაუშვა. მისივე თქმით, საქართველოსთან შედარებით ბევრი მედიკამენტის ფასი თურქეთში 1000%-ით იაფია. რეპორტაჟის ავტორი მოქალაქეების აზრით დაინტერესდა. ნანა შუკაკიძე, რომელსაც ხშირად უწევს აფთიაქში სიარული გულის წამლების შესაძენად, აღნიშნავს, რომ მაღალი ფასების გამო ხანდახან ვერ ახერხებს საკმარისი დოზის შეძენას, რადგან მხოლოდ მცირე თვიური პენსია აქვს. შუკაკიძე აღნიშნავს რომ ბოლო წლებში მედიკამენტების ფასები იმდენად გაიზარდა, რომ ქართველი მოხუცებისთვის ეს ფუფუნება გახდა.

შუკაკიძე განმარტავს: „აქ პენსიონერებისთვის წამლები მიუწვდომელია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის, ექიმმა ფრანგული წამალი გამომიწერა, თვეში დაახლოებით 70 ევრო მჭირდება, ჩემი შვილები რომ არა, არ ვიცი, როგორ შევძლებდი გადახდას“.

რეპორტაჟის ავტორის თქმით, სწორედ ამ მიზეზით, მთავრობამ თურქეთის ბაზრისთვის ეროვნული სექტორის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც მედიკამენტების დეფიციტი აღმოიფხვრება. „ევრონიუსის“ რეპორტიორის თქმით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე შემოიტანონ თურქული მედიკამენტები. სიუჟეტი ევრონიუსის ვებგვერდზე ესპანურსა და ფრანგულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ლელო“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
Next post გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო რუსეთის საფრთხის წინაშე განეიარაღებინა