ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ვინგერების ტოპ 10 შეადგინა, რომელშიც მე-7 ადგილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.
პირველ ადგილზე „ლივერპულის“ ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰია, მეორეზე კი ესპანელი ლამინ იამალი.
ხვიჩა კვარაცხელია „პსჟ“-ს იანვარში შეუერთდა და პარიზულ კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი, თასის გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა.