შაბათი, სექტემბერი 13, 2025

Emerging Europe: მედიის ინტერესის მიუხედავად, მინისტრმა ზალკალიანმა უარი თქვა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან გაზიარებული დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე

გასულ კვირას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მათი ქვეყნების არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ბაქოსა და თბილისს მყარი ურთიერთობა აქვთ, რომელიც ემყარება რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ენერგეტიკისა და ვაჭრობის მიმართულებით ორმხრივი ინტერესების გააზრებას. თუმცა, არსებობს სადავო საკითხებიც, – გამოცემა Emerging Europe სტატიას სახელწოდებით „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოსაგვარებლად“ აქვეყნებს.

ავტორის თქმით, მინისტრ ბაირამოვის ვიზიტმა გასულ კვირას წინ წამოწია საქართველოს მტკიცე რწმენა, რომ 1996 წლიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხებზე მომუშავე ერთობლივმა კომისიამ მიიღო წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მინისტრმა ზალკალიანმა კოლეგას წარუდგინა კარტოგრაფიული მასალა და ექსპერტის დასკვნები, რაც საქართველოს მიაჩნია, რომ საზღვართან დაკავშირებულ უთანხმოებას ნათელს მოჰფენს.

აქვე, ნათქვამია, რომ მინისტრ ბაირამოვის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენისთვის, რაც დროებით შეაფერხა პანდემიამ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ემყარება საერთო ინტერესებსა და ათწლეულების განმავლობაში პარტნიორობას

„ურთიერთობა შედარებით სტაბილური იყო მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა 90-იანი წლების დასაწყისში. საქართველო გახდა მთავარი სატრანზიტო გზა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის რესურსების დასავლეთისთვის მიწოდებისათვის, ხოლო აზერბაიჯანი აწვდის საქართველოს ნახშირწყალბადებს და ეხმარება თბილისს ნავთობისა და გაზის იმპორტის დივერსიფიკაციაში. კონსტრუქციული პარტნიორობის ფონზე, სამხრეთ კავკასიის ორმა ქვეყანამ წარსულში დატოვა უთანხმოებები. ამ ბოლო დროს კი ამ საკითხებმა კვლავ იჩინა თავი

გასაგებია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოება არ არის გამოკვეთილი ამ რეგიონის უფრო აქტუალური პრობლემების ფონზე, როგორიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. მიუხედავად ამისა, თუ ეს პრობლემები დროულად არ მოგვარდა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საკითხებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ვითარება სამხრეთ კავკასიაში და ნაყოფიერი ნიადაგი შექმნას რეგიონში არასტაბილურობით დაინტერესებული ქვეყნებისთვის. საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის დაძაბულობის სამი ძირითადი წყარო დროულად უნდა იქნას განხილული დიპლომატიური არხების მეშვეობით. ჯერ ერთი, ივლისში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მზარდი უთანხმოების ფონზე, საქართველო უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს სერბეთიდან სომხეთში იარაღის ტრანზიტის ხელშეწყობაში. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მთავრობას ოფიციალურად არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო, მედიის რეპორტაჟმა ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბა. მინისტრ ბაირამოვის საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარყო ეს ბრალდებები და მადლობა გადაუხადა საქართველოს იმის გამო, რომ არ დაუშვა იარაღის გადაცემა მისი ტერიტორიის გავლით. მეორეა აზერბაიჯანული კომპანიის ,,NEQSOL Holding”- ის მიმდინარე და გადაუჭრელი საკითხი სატელეკომუნიკაციო ფირმა „კავკასუს ონლაინში“ – მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ყველაზე დიდი პროვაიდერი – 49%-იანი წილის შესიყდვასთან დაკავშირებით. ივლისში, წინასწარი შეტყობინების არარსებობის გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ დაბლოკა ტრანზაქცია. ამან გამოიწვია საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილების შეტანა. ,,NEQSOL”- მა, აზერბაიჯანის სატელეკომუნიკაციო სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშემ, უკრაინული ,,Vodafone” 2019 წელს შეიძინა და სურვილი ჰქონდა გაეფართოვებინა ბიზნესი საქართველოშიც. კავკასუს ონლაინში მცირე წილის შეძენა აზერბაიჯანულ კომპანიას საშუალებას მისცემდა წვდომა ჰქონოდა ქართული კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან ფიზიკურ აქტივზე – კავკასიის საკაბელო სისტემაზე. ეს არის ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც ევროპიდან გადასცემს ინტერნეტ ტრაფიკს სამხრეთ კავკასიასა და კასპიის აუზს შავი ზღვის აუზის გავლით. ბოლოს – ყველაზე აქტუალური მინისტრ ბაირამოვის ვიზიტისას – მიმდინარე არეულობა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში / კეშიკჩიდაგის მონასტერში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პირობით საზღვარზე მდებარეობს. 24 წლის განმავლობაში საქართველომ და აზერბაიჯანმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს საზღვარი მონასტრის გარშემო. ამან გამოიწვია არეულობის მომენტები, რომელთაგან უკანასკნელი დაფიქსირდა თებერვალში, როდესაც აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა შეზღუდეს შესვლა ამ ტერიტორიაზე. მინისტრ ბაირამოვის ვიზიტმა გასულ კვირას წინ წამოწია საქართველოს მტკიცე რწმენა, რომ 1996 წლიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხებზე მომუშავე ერთობლივმა კომისიამ მიიღო წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. სინამდვილეში, ამან განაპირობა ქართული მიწის მნიშვნელოვანი ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემა, იმ ტერიტორიის ჩათვლით, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს”,- წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, საქართველოსთვის, ძირითადად ქრისტიანული საზოგადოებისათვის, მონასტერი ეროვნული იდენტურობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა, ხოლო უპირატესად მუსულმანური აზერბაიჯანისთვის ამ საკითხს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აზერბაიჯანი მონასტერს ალბანეთის ძველი მემკვიდრეობის ნაწილად მიიჩნევს და საკითხს მხოლოდ საზღვრის სადემარკაციო პრიზმიდან აფასებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ადრე შეთანხმდნენ საზღვრის დემარკაციის ორ მესამედზე, დარჩენილი 35 პროცენტი, მონასტრის ჩათვლით, სადავო რჩება.

„2019 წლის აპრილში მონასტრის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ, პრეზიდენტმა ალიევმა ამ საკითხზე სამუშაოდ სპეციალური დესპანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვი დანიშნა. შედეგად, საზღვრის დემარკაციაზე მომუშავე ერთობლივმა კომისიამ მომდევნო თვეში განაახლა მოლაპარაკებები. გასულ კვირას, ვიზიტის დროს, მინისტრმა ზალკალიანმა კოლეგას წარუდგინა კარტოგრაფიული მასალა და ექსპერტის დასკვნები, რაც საქართველოს მიაჩნია, რომ საზღვართან დაკავშირებულ უთანხმოებას ნათელს მოფენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ შერეულმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, შეიტანონ თუ არა 2006-7 წლების სასაზღვრო ხელშეკრულებაში ცვლილებები ”ახალი მასალების საფუძველზე და ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტები უზრუნველყოფს კონსენსუსის გზით საზღვრის საკითხის მოგვარებას. მედიის ინტერესის მიუხედავად, მან უარი თქვა თავის კოლეგასთან გაზიარებული დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე. ამან დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეებსა და მედიაში ბუნდოვანების განცდა შექმნა. ზოგი ითხოვდა დამატებით განმარტებას და ფიქრობდა, რომ შეთანხმებით სპეკულირება შეიძლება საზიანო ყოფილიყო საქართველოს ინტერესებისთვის. მრავალმხრივ, Covid-19- მა დიპლომატია ჩიხში შეიყვანა. როდესაც ლიდერები ერგებიან ძალზედ იშვიათ პანდემიას, მათი ყურადღება გამახვილებულია მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე და არა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე. შეხვედრები და ოფიციალური ვიზიტები შეჩერებულია ვირუსის გადავლამდე, რაც ნიშნავს, რომ დაძაბულობა და ხანგრძლივი დავები მოუგვარებელი რჩება”,- წერს გამოცემა.

სტატიის დასასრულს ნათქვამია, რომ მინისტრ ბაირამოვის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენისთვის, რაც დროებით შეაფერხა პანდემიამ.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ემყარება საერთო ინტერესებსა და ათწლეულების განმავლობაში პარტნიორობას. მჭიდრო თანამშრომლობა თბილისსა და ბაქოს შორის არა მხოლოდ ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. თუმცა, არსებობს დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი საკითხები, რომელთა მოგვარება საჭიროა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად”,- აცხადებს ავტორი.

An important first step in resetting Azerbaijan-Georgia relations

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ღვინის ეროვნული სააგენტო – კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო დღეიდან მიიღებს

კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან დასეტყვილ საღვინე ყურძენს  – 1 კილოგრამს 1 ლარად –  დღეიდან მიიღებს.ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, პირველადი მონაცემებით, 150 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.„რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283“,  – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებულია 27 ათასი ტონა ყურძენი.

ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ჩაეხსნა, მან ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ქართველი მოკრივე ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო ჩაეხსნა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.გურული 65 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, მას ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს.„დავიწყებ მადლობით! პირველ რიგში, მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს ოჯახს, მადლობა ჩემს გულშემატკივარს, რადგან წლების განმავლობაში ვხედავ და ვგრძნობ უამრავ სითბოს, დაფასებას და სიყვარულს.რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ნახევარფინალში ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ გავინაღდე ბრინჯაოს მედალი. თუმცა, სამედიცინო კვლევის, ექიმის და გუნდის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ვერ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ტრავმირებული ხელით მომიწია სამივე ბრძოლის ჩატარება. ბუნებრივია, ბრძოლიდან ბრძოლამდე იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ შეუძლებელი გახდა ჩემპიონატის გაგრძელება.ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დავბრუნებულვარ. ენით აუწერელი სიხარული და სიამაყეა, როდესაც კვარცხლბეკზე დგომისას ქართულ დროშას ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩვენი დროშა და ჩვენი სამშობლო. თუმცა ამჯერად მიზანშეწონილია, გავივიარო სრული რეაბილიტაცია, რაTa დაგიბრუნდეთ ბევრად ძლიერი. წინ დიდი გზა გვაქვს – პროფესიონალური კარიერა და მომავალი ოლიმპიური თამაშები 2028“, – წერს ლაშა გურული.

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა.საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად. კერძოდ, მისი მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.საქართველოს თავდაცვის  ყოფილმა მინისტრმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შემდეგი ქმედებები განახორციელა:2025 წლის იანვარში მან და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით 2024 წელს თავდაცვის  ყოფილი მინისტრის  მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის  ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხსენებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით 2025 წლის მარტში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითიც მან განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 593 212 ლარის  უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა.დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლით წარედგინა ბრალი, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლით წარედგინა ბრალი, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.შესაბამისად, პროკურატურის ინფორმაციით, ხაბეიშვილს უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით აქვს წარდგენილი ბრალი.„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში პოლიტიკური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს. აღნიშნული ქმედებისათვის იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.

სანდრო ელოშვილი: მოვედი… წელი გავიდა!- ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.მოვედი… წელი გავიდა! წერს სანდრო ელოშვილი და ფოტოს აქვეყნებს.მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მსახიობი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.ზურაბ ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.თეატრალური სპექტაკლების გარდა, ზურაბ ბერიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში. 

ბოლო სიახლეები