ორშაბათი, ივნისი 2, 2025

DRI: საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან, გასული წლის ნოემბერში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ გამოუჩენია საკმარისი ძალისხმევა, დახმარებოდა საკუთარ მოქალაქეს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ხელისუფლებას მოუწოდებს  მოქალაქის გასათავისუფლებლად გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა.

espersona.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, აქციების დროს, 112-ის ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ, სასამართლომ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავო გახადა, თუმცა, პროკურატურამ ხუტაშვილ-მუმლაძეს საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა.სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ზარალი 11 2000 ლარს შეადგენს.ცნობისთვის, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა.ამის შესახებ ლევან მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.„გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა.მინდა, მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება. მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე“, – წერს ლევან მგალობლიშვილი.

უკრაინის დელეგაციაში აცხადებენ, რომ სტამბოლში მკაფიო დღის წესრიგით ჩავიდნენ და მზად არიან, მშვიდობისკენ დიდი ნაბიჯები გადადგან

უკრაინის დელეგაცია სტამბოლში მკაფიო დღის წესრიგით ჩავიდა და მზადაა, მშვიდობისკენ დიდი ნაბიჯები გადადგას, – ამის შესახებ AFP-ს უკრაინის დელეგაციის წყარომ განუცხადა.წყაროს ცნობით, უკრაინა იმედოვნებს, რომ რუსული მხარე „უბრალოდ არ გაიმეორებს იმავე ულტიმატუმებს, რასაც ადრე აკეთებდა“.ამავდროულად, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ის არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი მზად არის პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის.„ჩვენი გუნდი სტამბოლშია. დღეს დილით თავდაცვის მინისტრს ვესაუბრე, ისინი შეხვედრისთვის ემზადებიან. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთი პროდუქტიული შეხვედრებისთვის მზად იქნება. თუმცა ჩვენ ყოველთვის უნდა გვჯეროდეს გარკვეული გადაწყვეტილებების“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში ჩასვლისთანავე.

უკრაინის საგარეო უწყება – უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებების წინ გერმანიასთან, იტალიასა და დიდ ბრიტანეთთან პოზიციები შეათანხმა

უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებების წინ გერმანიასთან, იტალიასა და დიდ ბრიტანეთთან პოზიციები შეათანხმა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა.უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სტამბოლში გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პოზიციები შეათანხმეს.როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, მხარეებმა დეტალურად განიხილეს დღის წესრიგში მდგარი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ლიდერების შეხვედრა და ცეცხლის სრული შეწყვეტა.შეგახსენებთ, პირველ ივნისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. წინა დელეგაციის მსგავსად, მას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, ხოლო ახალი სიიდან ამოიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო და ოპერატიული სამართლის დეპარტამენტის უფროსი ალექსეი მალოვაცკი. დელეგაციას დაემატნენ ანდრეი ფომინი, ევგენი ოსტრიანსკი და იური კოვბასა.  

შექმნეს „ცოცხალი“ ბეტონი, რომელიც საკუთარ ბზარებს თავადვე აღადგენს

ბეტონი ბრწყინვალე და უნივერსალური მასალაა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები მასაც აქვს. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მასალების მეცნიერები ცდილობენ, არის მისი სიმყიფისთვის გამოსავლის პოვნა. ბეტონს ძლიერ მაღალი დაჭიმვის სიმტკიცე არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაძაბულობის შემთხვევაში, ის დაბზარვისკენაა მიდრეკილი.ამ ხარვეზის გამოსწორების ერთ-ერთი გზა იქნებოდა ისეთი ბეტონის შექმნა, რომელიც საკუთარ ნაბზარებს თავად ამოავსებდა; ახალი მეთოდი შეიძლება სწორედ ეს პანაცეა იყოს. ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯგუფმა მექანიკური ინჟინრის, კონგრუი გრეის ჯინის ხელმძღვანელობით შეიმუშავა ბეტონი, რომელიც ნაბზარებს თავადვე ავსებს და ამისათვის სინთეზური ლიქენის ძალას იყენებს.მკვლევართა განცხადებით, ვინაიდან ახალი მეთოდი მთლიანად თვითკმარია, გაუმჯობესებულია თვითაღდგენადი „ცოცხალი“ ბეტონის შექმნის წინა მცდელობა, რომელიც ბაქტერიების გამოყენებით შექმნეს.„სამ ათეულ წელიწადზე მეტია, ვრცლად იკვლევენ მიკრობების საშუალებით თვითაღდგენად ბეტონს. თუმცა, მას მაინც აქვს ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა — არცერთი ამჟამინდელი თვითაღდგენადი მიდგომა არ არის სრულად ავტონომიური, რადგან საჭიროა აღდგენის აგენტების საკვები ნივთიერებებით გარედან მომარაგება, რათა მუდმივად მოხდეს აღდგენის მასალების გამომუშავება“, — განმარტავს ჯინი.მაგალითად, მიდგომა, რომელიც ბაქტერიებს იყენებს, საჭიროებს ადამიანებს, რომ ხელით მიასხურონ საკვები ნივთიერებები, რათა ამ ორგანიზმებმა მუშაობა დაიწყონ და დამსკდარი ბეტონი აღადგინონ. ჯინმა და მისმა კოლეგებმა ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს.ლიქენები ცალკე ორგანიზმები არ არიან; ისინი ობლიგატური მუტუალიზმის მაგალითები არიან — სიმბიოზური პარტნიორობის სოკოებსა და ციანობაქტერიებს ან წყალმცენარეებს შორის. მკვლევრებმა შექმნეს სპეციალური ლიქენი, რისთვისაც გამოიყენეს ციანობაქტერიები, რომლებიც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგსა და აზოტს შთანთქავენ (ფიქსაცია) და ძაფოვანი სოკო, რომელიც იონიზებულ კალციუმს იზიდავს და ხელს უწყობს დიდი ოდენობით კალციუმის კარბონატის დალექვას — სწორედ ამ მასალისგან შედგება კვერცხის ნაჭუჭი, ზღვის ნიჟარები, მარჯნის რიფები და ცარცი.ლაბორატორიულ ტესტებში, ასეთმა ლიქენებმა დიდი ოდენობით კალციუმის ჰიდროკარბონატი გამოიმუშავეს და ბეტონის ბზარების აღდგენა შეძლეს — შეაწებეს და შეაჩერეს ბზარების კიდევ უფრო გავრცელება. იდეაში, ეს მეთოდი დიდად არ განსხვავდება ძველრომაული თვითაღდგენადი ბეტონისგან, რომელიც ქიმიური რეაქციების გამოყენებით წარმოქმნიდა კალციუმის კარბონატს და ასე აღადგენდა ბეტონს.ბაქტერიული მიდგომისგან განსხვავებით, ლიქენებს კვება არ სჭირდებათ — ისინი უბრალოდ, თავისთვის არიან და საქმეს აკეთებენ, არ საჭიროებენ ადამიანის ჩარევას. ამ მეთოდს შესწავლა კიდევ ესაჭიროება და მკვლევრების შემდეგი გეგმაა, შეამოწმონ, როგორ აღადგენენ ლიქენები უკვე არსებულ ბზარებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მეთოდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბეტონის სიცოცხლის ხანგრძლივობას.„შედეგები წარმოაჩენს ბეტონის თვითაღდგენის სტაბილური ფოტოტროფულ-ჯეტეროტროფული სისტემის შექმნის პოტენციალს. ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი ორი სახეობის შესაძლებლობათა ერთდროულად გამოყენება და რაც მთავარია, ამას არ სჭირდება საკვებით გარედან მომარაგება“, — წერენ მკვლევრები.კვლევა Materials Today Communications-ში გამოქვეყნდა.მომზადებულია engineering.tamu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ბოლო სიახლეები