სამშაბათი, მარტი 24, 2026

Daily Mail-2025 წლის შესახებ რას საუბრობს ქალი , რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა

ამერიკელმა ექსტრასენსმა ჟან დიქსონმა, რომელმაც იწინასწარმეტყველა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები და აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობა, 2025 წლის შესახებ ისაუბრა.

დიქსონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნათელმხილველი იყო აშშ-ში მას შემდეგ, რაც მისი პროგნოზების სერია ზუსტი აღმოჩნდა, წერს Daily Mail .

თავიდან ის წერდა ჰოროსკოპებს გაზეთებისა და ჟურნალებისთვის, შემდეგ კი ბროლის ბურთის გამოყენებით პროგნოზების გაკეთება დაიწყო. იგი ცნობილი გახდა თავისი წინასწარმეტყველებებით მთავარ პოლიტიკურ მოვლენებზე და გამოაქვეყნა შვიდი წიგნი, მათ შორის ავტობიოგრაფია მომავალი წლების პროგნოზებით.

თავის წიგნში „ჩემი ცხოვრება და წინასწარმეტყველებები“ (1969), ჟანმა იწინასწარმეტყველა ომი ჩინეთსა და რუსეთს შორის, რომელიც 2025-2037 წლებში დაიწყება.

„2025 წელს ჩინეთი მიაღწევს საკმარის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, რომ წინ წავიდეს და გახდეს დიდი დამპყრობელი. ამ წელს ჩინეთი შევა რუსეთში, დაიპყრობს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ტერიტორიის დიდ ნაწილს და არ გაჩერდება, სანამ არ მიაღწევს ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის საზღვრამდე“.

ჟან დიქსონის სხვა პროგნოზები

1977 წელს იგი შეხვდა ოპრა უინფრის და უწინასწარმეტყველა უზარმაზარი კარიერა და მილიონობით გულშემატკივარი – მისი შოუ გახდა ეროვნული ჰიტი 1986 წელს.

დიქსონი ამტკიცებდა, რომ მისი ხილვები იყო „ღმერთისგან“, რამაც მას რელიგიური წრეების მხარდაჭერა მოუტანა. თუმცა, მისი ყველა წინასწარმეტყველება არ გამართლდა.

მაგალითად:

მან შეცდომით იწინასწარმეტყველა სსრკ-ს გამარჯვება მთვარეზე კაცის გაგზავნაში.

მისი თქმით, მესამე მსოფლიო ომი 1958 წელს დაიწყებოდა.

რომ კიბოს სამკურნალო საშუალება 1967 წელს მოიძებნებოდა.

იწინასწარმეტყველა მეორე ჰოლოკოსტი 1980-იან წლებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და MSC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმ თამარ წერეთელმა და შპს „ემ ეს სი ჯორჯიას” მმართველმა დირექტორმა ალქან ალიჯიქმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტების ჩართულობას რეალურ სამუშაო პროცესებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პროფესიული გამოცდილება მიიღონ. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, გლობალური ლოგისტიკურ გიგანტთან, MSC-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლოგისტიკურ და საზღვაო სატრანსპორტო კომპანია Mediterranean Shipping Company (MSC) შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ MSC აქტიურად იწყებს ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას, რაც თანამედროვე ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს ახალი კადრები, სტუდენტებს კი რეალურ პროფესიულ გარემოში მუშაობის შანსი ეძლევათ. ერთობლივი კვლევითი პროექტები და აკადემიური რესურსების ინტეგრაცია ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და მათ ეფექტიან გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. გარდა ამისა, პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, რაც მოიცავს როგორც სასწავლო პროცესის მოდერნიზაციას, რაც უზრუნველყოფს, რომ სტუდენტები დაეუფლონ იმ უნარებსა და ცოდნას, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საბოლოო ჯამში, მსგავსი ინიციატივები ქმნის მყარ საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, ზრდის პროდუქტიულობას, ინვესტიციების მიმზიდველობას და აძლიერებს ქვეყნის პოზიციებს გლობალურ ბაზარზე“, - აცხადებს თამარ წერეთელი.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და და MSC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გაფორმდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია.აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აპრილი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია.საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება იგი,მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:მიკრო ბიზნესის მიერ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია მცირე ბიზნესის მიერ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქციაინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის ხშირად დასმული კითხვები: •    ფიზიკური პირებისთვის•    იურიდიული პირებისთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს  2 299 299 გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების  წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე.

კახა კალაძე – კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში, მუსლიმმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს უდიდესი თანადგომა, სიმტკიცე და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი

ჩვენო მუსლიმო მეგობრებო, მინდა, მოგვიანებით მოგილოცოთ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს.როგორც კალაძე აღნიშნავს, მუსლიმმა თემმა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში კიდევ ერთხელ აჩვენა უდიდესი თანადგომა, სიმტკიცე და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი.„განახლების, იმედებისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდ ქცეული დღესასწაულები საქართველოში მრავალი წელია, აღინიშნება და თქვენთან ერთად, მთელი გულით ვიზიარებთ ამ სიხარულს.საქართველოს ყოველდღიურობა და მისი კულტურა წარმოუდგენელია სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების გარეშე, რაც გასულ დღეებში კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში, თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ უდიდესი თანადგომა, სიმტკიცე და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი.დიდი მადლობა თანადგომისთვის, პატივისცემისთვის, ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის!გილოცავთ, სიკეთე, სიხარული და ბედნიერება იყოს თქვენს ოჯახებში!“ – აცხადებს კახა კალაძე.

შალვა პაპუაშვილი – ქართულმა „ენჯეოებმა“ ამ მძიმე დღეებში ერთი სამძიმარიც ვერ გაიმეტეს, აი, ასე წაართვეს მათ ქართველობა

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ქვეყანამ იხილა რამდენიმე ასეული ე.წ. პროტესტში მყოფი ადამიანი მილიონობით ქართველის საპირწონედ.„ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან დახარჯული მილიონები ტრენინგებზე, სემინარებზე, ტვინის გამორეცხვასა და სხვადასხვა აქტივობებზე, პატრიარქის დაკრძალვის ერთმა დღემ წყალში ჩაყარა. ამ ერთმა დღემ გვაჩვენა, რომ ვერაფერი მოერევა იმ სულიერ სიძლიერეს, რომელიც პატრიარქმა საქართველოში შექმნა. ეს ჯგუფები წლების განმავლობაში სწორედ ამის დაკნინებას ცდილობდნენ. ამ დღეებშიც სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა სხვადასხვა კადრები, მათი გამონათქვამები, ციტატები, კიდევ ერთხელ გახსენდება ადამიანს, რა სიბინძურეს კადრულობდნენ ეს ადამიანები. მათი ნაწილი ევროპის სხვადახვა პრიზის მფლობელია. გვარამია საერთაშორისო ჟურნალისტიკის გამორჩეული პრიზებით დაჯილდოებული ადამიანია და მათი მხრიდან გულში ჩახუტებული, ასევე სხვადასხვა „ენჯეოები“. ქართულმა „ენჯეოებმა“, რომლებსაც ქართული პასპორტი უდევთ ჯიბეში, ერთი სამძიმარიც ვერ გაიმეტეს ამ მძიმე დღეებში, როდესაც სხვა ქვეყნებში რაიმე თუ მოხდება, წუთს არ გამოტოვებენ, საკუთარი სოლიდარობა რომ არ დაუდასტურონ. საქართველოში როდესაც ამხელა ტრაგედია იყო, ამ „ენჯეოებმა“ სამძიმრის ერთი სიტყვაც კი ვერ გამონახეს. რას გამონახავდნენ, როდესაც ვხედავდით, როგორ ესხმოდნენ თავს საპატრიარქოს, ეკლესიას თავს ესხმოდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ყველას ახსოვს, საპატრიარქოს მიმართ რა კამპანიები ჰქონდათ უცხოური დაფინანსებით.„ერთი მხრივ, გამოჩნდა ქართული ერის სიძლიერე, პატრიარქის მემკვიდრეობის სიძლიერე, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანტიქართულის სიმბოლო არიან, ყველაფერი იმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო არიან, რასაც ქართული ჰქვია. ირონიით ამბობდნენ, თითქოს ქართველობას გვართმევს ვინმეო? და ვინც ამ დღეებში ვიხილეთ, ისინი არ არიან ქართველობა წართმეული ადამიანები?! გარედან შეკვეთით, გარედან დაფინანსებით, გარედან ლაურეატობის და პრიზების გადაცემით რეზოლუციების მიძღვნით, აი, ასე წაართვეს მათ ქართველობა. საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც დიახ, წაართვეს ქართველობა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეებში მათ არათუ მწუხარების სიტყვები ვერ გამონახეს,  პირიქით, ეს დღეები კვლავ გამოიყენეს ქვეყნის, ერის, ეკლესიის ლანძღვისთვის, დაკნინებისთვის, სხვების დიდებისთვის და საკუთარის დაკნინებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე არცერთ სასამართლო პროცესს არ დაესწრო.ელენე ხოშტარიას ადვოკატის თქმით, ხოშტარია ამ საქმეს არ თვლის სისხლის სამართლის საქმედ და პოლიტიკურად  მოტივირებულს უწოდებს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მან სასამართლოს მიმართა წერილობით და თქვა რომ არ სურს პროცესზე დასწრება, არ აღიარებს სასამართლოს და „ქართული ოცნების“ არცერთ ინსტიტუტს.სამართალდამცველებმა ხოშტარია 2025 წლის წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 187-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

ბოლო სიახლეები