რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არაადეკვატური საქციელი აიხსნება იმით, რომ ის, სავარაუდოდ, მძიმედ არის დაავადებული. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN Daily Mail-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აცხადებს, რომ ეყრდნობა უცხოური დაზვერვის მონაცემებს, რომელთა თანახმად რუსეთის პრეზიდენტს უკვე დიდი ხანია საკმაოდ მძიმე დაავადება აქვს, რაც გამოვლინდა მის ქმედებებში და აისახება მასზე ფიზიკურადაც.
მედია წერს, რომ ის შეშუპებული და დასიებული სახე, ასევე მისი აბსურდული სოციალური დისტანცია ადამიანებთან, სწორედ ამით არის განპირობებული.
დაზვერვის წყაროები ვარაუდობენ, რომ ვლადიმერ პუტინი სიმსივნით ან პარკინსონითაა დაავადებული. “მისი დასიებული სახე სწორედ ამ მკურნალობის უკუჩვენება უნდა იყოს და არანაირი პლასტიკური ქირურგიის შედეგი. ასეთი უკუჩვენება კი სტეროიდების გამოყენებას მოყვება.
“გარდა ამისა, პუტინის გარეგნული ცვლილება აშკარად შესამჩნევია ბოლო დროს, განსაკუთრებით კი მისი გაფითრებული სახე” – წერს გამოცემა.
