სამშაბათი, მარტი 31, 2026

CSDC იწყებს ახალ პროექტს მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) ,,ქალებისთვის გლობალური ფონდის’’ (Global Fund for women) მხარდაჭერით იწყებს პროექტს მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად. აღნიშნულის შესახებ ცნობა ცენტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

პროექტის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნინო თოდუას დავუკავშირდით. თუ ვის შეუძლია ჩაერთოს პროექტში, რა აქტივობებია დაგეგმილი ორგანიზაციის მიერ და რა  შედეგებს მოიტანს პროექტი – ამ და სხვა საკითხებზე ინტერვიუს ფორმატში ვისაუბრეთ:

  • ნინო, უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ. რამდენი ხანია რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ფუნქციონირებს და რა მიზნებს ემსახურება ის?

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი ორგანიზაციის მისიაა მოწყვლადი ქალებისა და ბავშვების პრობლემების ადვოკატირება, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში სამოქალაქო უფლებების დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არაფორმალური საგანმანათლებო პროგრამების უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება.

გვიამბეთ თქვენი ახალი პროექტის შესახებ, რომელსაც ქალებისთვის გლობალური ფონდის მხარდაჭერით ახორციელებთ, საიდან გაჩნდა იდეა და რა არის პროექტის მიზანი?

პროექტი  „COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა“ – ახლა იწყება და 6 თვეს გასტანს. პროექტი თბილისის ფარგლებში განხორციელდება.

ამ პროექტის იდეა გაჩნდა დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ვირუსის გავრცელების შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მეტად სწორედ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ. მათ შორის არიან მიუსაფარი ქალები და მათი ოჯახები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით ესაჭიროებათ დახმარება. ჩვენ ძალიან გვინდოდა ამ ქალების ერთ ნაწილს მაინც დავხმარებოდით. ,,გლობალურმა ფონდმა ქალებისთვის’’ პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო, რაც ერთი მხრივ საშუალებას გვაძლევს, რომ შერჩეულ ქალებს მცირე დახმარება გავუწიოთ, მეორე მხრივ კი – წამოვიწყოთ აქტიური ფანდრაიზინგის კამპანია და მიღებული რესურსებიც მათ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

პროექტის საბოლოო მიზანია ბენეფიციართა სოციალური ინკლუზია და მხარდაჭერა COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.

როგორია პროექტის გეგმა და რა კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებთ?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროექტი 6 თვეს გასტანს და რამდენი ეტაპად განხორციელდება: საწყის ეტაპზე სამოქალაქო განვითარების ცენტრი 100 ქალს შეარჩევს, ჩატარდება მათი საჭიროებების კვლევა, შემუშავდება რეკომენდაციები, ასევე მოხდება თითოეული მონაწილის უზრუნველყოფა პირველადი ჰიგიენური ნივთებითა და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებით.

პროექტის შემდგომ ეტაპზე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი დაიწყებს აქტიური ფანდრაიზინგისა და ადვოკატირების კამპანიას. მომზადდება ბენეფიციართა ფოტო და ვიდეო ისტორიები, ბენეფიციართა თანხმობით, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. კამპანიაში ჩართვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ცხადია, ფანდრაიზინგის შედეგად მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა საჭიროებებს.

პროექტის განხორციელებაში CSDC-ის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად 20 მოხალისეც ჩაერთვება, რომლებიც სპეციალურად გადამზადდებიან და მიიღებენ შესაბამის თეორიულ ცოდნას ბენეფიციართა აღნიშნულ ჯგუფთან სამუშაოდ. თუმცა, პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის, აუცილებელი იქნება საზოგადოებისა და სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა, რათა ერთად შევძლოთ პანდემიით დაზარალებული და მარტოხელა ქალების წინაშე არსებული პრობლემების, თუნდაც მცირე ნაწილის აღმოფხვრა.

ვინ და როგორ შეიძლება გახდეს პროექტის მონაწილე? სად შეიძლება დაინტერესებულმა პირებმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია?

პროექტის მონაწილე ქალები სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე შეირჩევიან  მკვლევართა ჯგუფის მიერ. ისინი იქნებიან ძირითადად სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარტოხელა ქალები, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ დახმარება.  პროექტში მონაწილეობის მსურველმა ქალებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1YEkSyrknqEdEejYW8ps-GgqX1GotBH1wUe-jQ-vczI8/edit?fbclid=IwAR0SZ4Hl4qlnP2CkKMg9o-3YMLlYBjn6GVIH7XUtLfP0DA3y–iL9nd0Qn8

ჩვენი პროექტის რესურსები საშუალებას გვაძლევს, რომ საერთო ჯამში 100 ასეთი ქალი და მათი ოჯახი ჩავრთოთ კამპანიაში. რაც შეეხება ინფორმაციულ უზრუნველყოფას, თითოეული აქტივობის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის გვერდზე სოციალურ ქსელში და ოფიციალურ ვებგვერდზე: csdc.ge.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია – აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს

ეგრეთ წოდებული ალიანსის შეკრებას ვუყურებდი და მათ განცხადებას ვუსმენდი, რომ 26 მაისამდე წავიდნენ რეგიონებში. ნაცვლად იმისა, თბილისში ილაპარაკონ, მართლა როგორი საქართველო უნდათ და რაზე თანხმდებიან, დაახვიეს რეგიონებში. 26 მაისამდე თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, აბსურდია ყველაფერი, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს.„ზოგადად, ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცი მგონია და გამოვრიცხავ, არ იცოდეს, ჩერგოს და გვარამიას ალიანსი 2028 წლამდე რომ ვერ მიატანს. შესაბამისად, 2028 წელს თუ აპირებ არჩევნებს, მათ ერთად შეკრებას, დაფინანსებას, კარგად ჩაცმა-დახურვას, გაპიარებას არანაირი შინაარსი არ აქვს, რადგან მანამდე მაინც აფეთქდება ბევრჯერ და ეს ამბავი არ გამოვა. დავუშვათ, გინდა, გეგმა „ბ“ გქონდეს იმ შემთხვევისთვის, როცა ამერიკელებმა, ტრამპმა, ვიღაცებმა მოგთხოვეს ახალი არჩევნების დანიშვნა და გითხრეს, ჩვენთან თუ გინდა სიტუაციის დალაგება, არჩევნები უნდა ჩაატაროო. ამ დროისთვის აორგანიზებ ჯგუფს, ალიანსს, რომელთა ლიდერები არიან ჩერგო, გვარამია და ზუსტად იცი, რომ შანსი არ არის, ამ ხალხისგან რამე გამოვიდეს.ნებისმიერი კოალიცია დაიშლება მას შემდეგ, რაც ეს ხალხი სრულად წარმოაჩენს საკუთარ სახეს კოალიციის შიგნით. რაც არ უნდა ფული ჩაასხა ამაში, დიდი ხანი ვერ იქნება, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, თუ შემოდგომაზე აპირებ არჩევნებს, გჭირდება ბუა ოპოზიცია. შეიძლება, საერთოდ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ბუა ოპოზიციად უნდა იყოს. გჭირდება საკუთარი ჯგუფის მობილიზება, რომელიც პირობითად, მაინც სულ მობილიზებული გაქვს. ასევე გჭირდება სწორი პოზიციის გამართვა ამერიკელებთან, რათა რაღაცნაირად მათთან ურთიერთობა აღდგეს. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ამისთვის მათ სთავაზობ – მოდი, დავლაგდეთ ერთმანეთთან და ვატარებ არჩევნებს. ხალხის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მიზნით, მანამდე აქეთა მხარეს ყველაფერი გაქვს მომზადებული – ხალხი არ ელოდება არჩევნებს და ასეთი სიტუაციით უცბად ისარგებლო, მიიღო არსებითი უმრავლესობა პარლამენტში, რათა შემდეგ რაც გინდა, ის აკეთო.აქედან გამომდინარე, მინდა, გავაფრთხილო ჩვენი ამომრჩევლები, ხალხი, რომელიც პოლიტიკით არის დაინტერესებული, ყურადღება მიაქციოთ, რომ აბსურდია ეს ყველაფერი, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს. ნაცვლად იმისა, ერთმანეთში მოილაპარაკონ, ვის რა უნდა, როგორ უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში ემზადებოდნენ, ლიდერებად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე მიდიან რეგიონებში სალაპარაკოდ. 26 მაისს რაღაც მიტინგს ნიშნავენ, რომელსაც დაშლი. მანამდე კიდევ ნებისმიერი პროტესტის ჩახშობას შეუწყობ ხელს, რადგან 26 მაისს გაქვს დანიშნული მიტინგები. ხალხო, მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად იქნება თუ –  არა, მაგრამ „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“ არის, რასაც ვუყურებ. სწორედ ამიტომ დგება ალიანსი, რომელიც დღეს რეგიონებში წავიდა და სწორედ ამიტომ დგება ასეთი შემადგენლობით, რომ არასდროს საფრთხე არ შეუქმნას „ქართული ოცნების“ ერთპიროვნულ მმართველობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.„ოპოზიციის ალიანსმა“ დღეს განცხადება გააკეთა მობილიზაციის კამპანიასთან დაკავშირებით. „31 მარტს ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის „ოპოზიციის ალიანსის“ ინიციატივა, მაგრამ ეს საქმე არ არის ექსკლუზიურად ჩვენი გასაკეთებელი, ეს არის ყველას გასაკეთებელი საქმე“, – განაცხადეს „ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლებმა.

გია ვოლსკი – დღესაც არის ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება, დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს

მაშინაც და დღესაც დამოუკიდებლობის განცდა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით,  დღესაც, ადამიანთა ჯგუფია, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება.„სამწუხაროდ, დღესაც, ადამიანთა ჯგუფია, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება – დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს გავლენა საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული თუ სასარგებლოდ. მათი მიზანია, ოღონდ იმ ძალების ქვეშ იყოს, რომელთაც გარკვეული ძალა გააჩნიათ და პროცესების მართვა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჯგუფია, არ ესმით, რა არის საერთო განცდა, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობასა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე მიდის საუბარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე – მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად

მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს.ანდრია ჯაღმაიძის თქმით, „უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი“.ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“.უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა.„ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის დაწინაურება სურს, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებს. ბართლომეოსი ამ როლისთვის კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). ის მათ თავის უახლოეს გარემოცვაში წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 1-ელ აპრილს მოლაპარაკებებს გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.„2026 წლის 1-ელ აპრილს მოლაპარაკებები გაიმართება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის, რომელიც მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩამოვა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლიდერები განიხილავენ რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებს, ევრაზიის რეგიონში ინტეგრაციულ თანამშრომლობას, ასევე რეგიონული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კავშირების განვითარებას.

დონალდ ტრამპი – თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა, აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან

ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გამო საავიაციო საწვავის მიღება არ შეუძლია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის განადგურებაში მონაწილეობაზე, მაქვს რჩევა. პირველი, იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ბევრი გვაქვს და მეორე, მოიკრიბეთ გარკვეული გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ იგი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა უნდა დაიწყონ.„თქვენ უნდა დაიწყოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა. აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული ნაწილი დასრულებულია. წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი“, – წერს დონალდ ტრამპი.ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, საფრანგეთი არ უშვებდა ისრაელისკენ მიმავალ სამხედრო მარაგით დატვირთულ თვითმფრინავებს საფრანგეთის ტერიტორიის თავზე.„საფრანგეთი უკიდურესად უსარგებლო იყო „ირანის ჯალათის“ წინააღმდეგ დახმარების კუთხით, რომელიც წარმატებით განადგურდა! აშშ დაიმახსოვრებს!!!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ბოლო სიახლეები