ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026

CSDC-ის პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება!

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა (CSDC) ,,ქალთა გლობალური ფონდის’’ (Global Fund for women) მხარდაჭერით დაიწყო პროექტი მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად.

პროექტის მიზანია ბენეფიციართა სოციალური ინკლუზია და მხარდაჭერა COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად. ვირუსის გავრცელების შედეგად, პანდემიისა თუ პოსტ-პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად სწორედ, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ. მათ შორის არიან მიუსაფარი ქალები და მათი ოჯახები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით ესაჭიროებათ დახმარება.

პროექტი 6 თვეს გასტანს და რამდენი ეტაპად განხორციელდება: საწყის ეტაპზე სამოქალაქო განვითარების ცენტრი პროექტის ბენეფიციარ ქალებს შეარჩევს, ჩატარდება მათი საჭიროებების კვლევა, შემუშავდება რეკომენდაციები, ასევე მოხდება თითოეული მონაწილის უზრუნველყოფა პირველადი ჰიგიენური ნივთებითა და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებით.

პროექტის მონაწილე ქალები სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე შეირჩევიან  მკვლევართა ჯგუფის მიერ. ისინი იქნებიან ძირითადად სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი,  მარტოხელა ქალები, ქუჩაში ცხოვრების ან მუშაობის გამოცდილებით, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ დახმარება.  პროექტში მონაწილეობის მსურველმა ქალებმა თავად, ან ახლობლის მეშვეობით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი 30 სექტემბრის ჩათვლით ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1YEkSyrknqEdEejYW8ps-GgqX1GotBH1wUe-jQ-vczI8/edit?fbclid=IwAR0SZ4Hl4qlnP2CkKMg9o-3YMLlYBjn6GVIH7XUtLfP0DA3y–iL9nd0Qn8

პროექტის შემდგომ ეტაპზე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი დაიწყებს აქტიური ფანდრაიზინგისა და ადვოკატირების კამპანიას. მომზადდება ბენეფიციართა ფოტო და ვიდეო ისტორიები, მონაწილეთა თანხმობით, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. კამპანიაში ჩართვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ცხადია, ფანდრაიზინგის შედეგად მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა საჭიროებებს.

პროექტის განხორციელებაში CSDC-ის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად 20 მოხალისეც ჩაერთვება, რომლებიც სპეციალურად გადამზადდებიან და მიიღებენ შესაბამის თეორიულ ცოდნას ბენეფიციართა აღნიშნულ ჯგუფთან სამუშაოდ. თუმცა, პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის, აუცილებელი იქნება საზოგადოებისა და სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა, რათა ერთად შევძლოთ პანდემიით დაზარალებული და მარტოხელა ქალების წინაშე არსებული პრობლემების, თუნდაც მცირე ნაწილის აღმოფხვრა.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/CSDC.ge/

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში, Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა

ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში, Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.ფრანკფურტის პროკურატურამ განაცხადა, რომ გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ ფრანკფურტსა და ბერლინში Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც „როიტერი“ წერს, გერმანიის უმსხვილეს ბანკში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფულის გათეთრების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, რამაც გამოიწვია მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მკაცრი შემოწმება, ჯარიმები და პოლიციის რეიდები. პროკურორების თქმით, გამოძიება ეხება ბანკის თანამშრომლებს.როგორც „როიტერს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, საქმე ეხება 2013-2018 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს. თავად Deutsche Bank-მა დაადასტურა ჩხრეკა, მაგრამ დეტალების დაკონკრეტებაზე უარი თქვა.„ბანკი სრულად თანამშრომლობს პროკურატურის ოფისთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფრიდრიხ მერცი – 2027 წლის პირველ იანვარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს.„2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანება გამორიცხულია. ეს უბრალოდ შეუძლებელია“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, ჯერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, ეს პროცესი კი, როგორც წესი, რამდენიმე წელი გრძელდება.ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია პერსპექტივა, რომელიც გაწევრიანების გზას გაუხსნის, თუმცა მისი თქმით, ეს გრძელვადიანი პროცესია.„ჩვენ შეგვიძლია, უკრაინა ევროკავშირთან თანდათანობით დავაახლოოთ. ეს ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ასეთი სწრაფი გაწევრიანება უბრალოდ შეუძლებელია“,- აღნიშნა მერცმა.სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მერცმა განაცხადა, რომ მჭიდრო კონტაქტზეა ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან.„ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან. ჩვენ ასევე ერთობლივად შევიმუშავეთ დოკუმენტები და კარგია, რომ, პირველ რიგში, უკრაინასა და რუსულ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს”,- განაცხადა მერცმა.

მოვისმენთ ყველა მხარის პოზიციას და იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარების საფუძვლიანი ანალიზი საშუალებას მოგვცემს, ბიზნესის დაუზარალებლად მოხდეს პოზიტიური ცვლილებები ფასებთან დაკავშირებით – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოზე საუბრობს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ბიზნესის დაუზარალებლად მოხდება პოზიტიური ცვლილებები.„მოვისმენთ ყველა მხარის პოზიციას და იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარების საფუძვლიანი ანალიზი საშუალებას მოგვცემს, რომ ბიზნესის დაუზარალებლად მოხდეს პოზიტიური ცვლილებები ფასებთან დაკავშირებით როგორც მედიკამენტების, ასევე სასურსათო და ენერგორესურსებთან მიმართებითაც“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა ნავთობიმპორტიორებთან გაიმართება.შემდეგი კვირიდან საკითხზე მუშაობას სამთავრობო კომისიასთან ერთად საპარლამენტო კომისიაც დაიწყებს.

ძალიან უხეშად ითამაშეს – ხვიჩამ ნიუკასლთან მძიმე ტრავმა მიიღო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ხვიჩას წინააღმდეგ ნიუკასლის ფეხბურთელმა იუხეშა და სამწუხაროდ, კვარამ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ქართველი შემტევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც კადრებიდან ჩანდა, სავარაუდოდ, ხვიჩამ მძიმე ტრავმა მიიღო. 

ია მეტრეველი-სანდროთი და ბუტათი დაიწყეს ქვეყნის უბედურება ,სანდროთი და ბუტათი დამთავრდა ნაცების ძალაუფლება.თუმცა, სათანადოდ მაინც არავინ დასჯილა ,გარედან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის გამო ,რის შედეგებსაც დღეს...

დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარს გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს. 20 წლის შემდეგ მის მკვლელობაზე გამოძიება ისევ გრძელდება.,,სანდროთი და ბუტათი დაიწყეს ქვეყნის უბედურება ,სანდროთი და ბუტათი დამთავრდა ნაცების ძალაუფლება.თუმცა, სათანადოდ მაინც არავინ დასჯილა ,გარედან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის გამო ,რის შედეგებსაც დღეს ვიმკით. ეს მკვლელები კიდევ რომ ამდენს ბედავენ , საერთოდ ხმას რომ იღებენ და "მშვიდობიან" რევოლუციებს ცდილობენ- წერს ია მეტრეველი.

ბოლო სიახლეები