პარასკევი, იანვარი 3, 2025

CRRC კვლევებით საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს მტრად რუსეთი და მეგობარად აშშ დაასახელა

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ CRRC გამოაქვეყნა გამოკვლევა „კავკასიის ბარომეტრი 2017: საქართველო და მსოფლიო.“

არასამთავრობო კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოში, გასული წლის შემოდგომაზე გამოკითხულთა 40% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. 3%-მა დაასახელა თურქეთი, 6%-მა სხვა, 21%-მა არც ერთი და 30%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

საქართველოს მთავარ მეგობრად აშშ დაასახელა გამოკითხულთა 25%-მა. 7-7% საქართველოს მთავარ მეგობრად მიიჩნევს აზერბაიჯანს და უკრაინას და 6-6% თურქეთს და რუსეთს. გამოკითხულთა 17%-ისთვის არც ერთი ქვეყანა არ არის საქართველოს მთავარი მეგობარი და 25%-მა არ იცის.

CRRC-ის გამოკვლევა შეეხება სხვადასხვა ორგანიზაციის წევრობისადმი დამოკიდებულებასაც. ნატოში საქართველოს გაწევრიანებას სრულად ემხრობა გამოკითხულთა 16%, ძირითადად მხარს უჭერს 25%, ნაწილობრივ – 26%. ნატოს წევრობას ძირითადად მხარს არ უჭერს 8%, საერთოდ არ ემხრობა 12% და შეკითხვაზე პასუხი არ აქვს 13%-ს.

გამოკითხულთა 17% სრულად უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, 28% ნაწილობრივ, 6% ძირითადად არ უჭერს მხარს და 8% ეწინააღმდეგება. ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 13%-ს.

რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას სრულად ემხრობა 7%, 12% ძირითადად მხარს უჭერს და 24% ნაწილობრივ. 12%-ს არ სურს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს, 26% მკვეთრად ეწინააღმდეგება და 18%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები