ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026

CRRC კვლევებით საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს მტრად რუსეთი და მეგობარად აშშ დაასახელა

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ CRRC გამოაქვეყნა გამოკვლევა „კავკასიის ბარომეტრი 2017: საქართველო და მსოფლიო.“

არასამთავრობო კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოში, გასული წლის შემოდგომაზე გამოკითხულთა 40% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. 3%-მა დაასახელა თურქეთი, 6%-მა სხვა, 21%-მა არც ერთი და 30%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

საქართველოს მთავარ მეგობრად აშშ დაასახელა გამოკითხულთა 25%-მა. 7-7% საქართველოს მთავარ მეგობრად მიიჩნევს აზერბაიჯანს და უკრაინას და 6-6% თურქეთს და რუსეთს. გამოკითხულთა 17%-ისთვის არც ერთი ქვეყანა არ არის საქართველოს მთავარი მეგობარი და 25%-მა არ იცის.

CRRC-ის გამოკვლევა შეეხება სხვადასხვა ორგანიზაციის წევრობისადმი დამოკიდებულებასაც. ნატოში საქართველოს გაწევრიანებას სრულად ემხრობა გამოკითხულთა 16%, ძირითადად მხარს უჭერს 25%, ნაწილობრივ – 26%. ნატოს წევრობას ძირითადად მხარს არ უჭერს 8%, საერთოდ არ ემხრობა 12% და შეკითხვაზე პასუხი არ აქვს 13%-ს.

გამოკითხულთა 17% სრულად უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, 28% ნაწილობრივ, 6% ძირითადად არ უჭერს მხარს და 8% ეწინააღმდეგება. ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 13%-ს.

რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას სრულად ემხრობა 7%, 12% ძირითადად მხარს უჭერს და 24% ნაწილობრივ. 12%-ს არ სურს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს, 26% მკვეთრად ეწინააღმდეგება და 18%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარნეულში 13 წლის გოგოს მშობიარობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში 13 წლის მოზარდის მშობიარობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის სამშობიაროში მოზარდმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წლამდე პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.

მთავრობის ადმინისტრაცია 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.პრესსამსახური ავრცელებს ფოტოსაც, რომელზეც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და დონალდ ტრამპი ხელს ართმევენ ერთმანეთს.„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, ღვთის წყალობა არ მოგაკლდებათ…“ – ილია მეორის რჩევა და კურთხევა

ერთ-ერთი ქადაგების დროს, ილია მეორემ მრევლს ლოცვის, მოწყალებისა და მოყვასის დახმარებისკენ მოუწოდა.„ნუ გამოტოვებთ დილის და საღამოს ლოცვებს, ზიარების წინა და შემდეგ ლოცვებს, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, საქმის დაწყების ან და დამთავრების შემდეგ ლოცვებს. შეძლებისდაგვარად იკითხეთ ფსალმუნი, სახარება ყოველდღე ერთი თავი. შეძლებისდაგვარად გაეცით მოწყალება. შეეწიეთ მოყვასს  თუნდაც კეთილი სიტყვით.თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, ღვთის კურთხევა არ მოგაკლდებათ“, - ამბობდა პატრიარქი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს ცვლილებას, რომელიც ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარს 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას უკავშირდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც კანონმდებლობის შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა  მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით (ვინაიდან 1 ნოებერი არასამუშაო დღეა) არის შესაძლებელი. ამასთან გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) აღარ გადაიხდის.აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ. ამასთან, საგადასახადო ცვლილებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირს უფლება აქვს 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. ,,ნულოვანი დეკლარაცია“ (გარდა მიწისა) თუ მისი და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო.გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ  დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად  თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის/შესაბამისად გადახდის ვალდებულება.აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ თუ ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაცია და მის მიერ არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს მიმდინარე 2026 წლის ქონების გადასახადს. გადასახადის გადამხდელს ევალება კუთვნილი გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 16 ნოემბრისა (ვინაიდან 15 ნოემბერი არასამუშაო დღეა) წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით.სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით “RS ჩათი“  ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს  2 299 299ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

“ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს”

ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს, – განუცხადა „ქრონიკას“ ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.მან განმარტა, თუ ვინ იქნებიან სარჩელის ადრესატები.„შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე.ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და ბოლო პერიოდში გაკეთებულია მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს – მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“, – განაცხადა ბერა ივანიშვილის ადვოკატმა.ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარი უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შესაბამისი ზომებისთვის მიემართა.„მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.

ბოლო სიახლეები