სამშაბათი, მარტი 18, 2025

COVID-19 ლაბორატორიიდან, სავარაუდოდ, შეცდომით გავრცელდა… – გერმანიის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ინფორმაციას ავრცელებს

Reuters ორ გერმანულ გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ფედერალურმა დაზვერვის სამსახურმა 2020 წელს 80-90%-ით შეაფასა ალბათობა იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამომწვევი კორონავირუსი შეცდომით გაეშვა ჩინეთის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან.

„Die Zeit”-ისა და „Sueddeutscher Zeitung”-ის გამოცემების ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, გერმანიის ფედერალურ დაზვერვის სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ინსტიტუტში ჩატარებულა ე.წ. “ფუნქციის შემძენი” ექსპერიმენტები, რაც სამეცნიერო კვლევების მიზნებისთვის ვირუსების მოდიფიცირებას გულისხმიბს, რათა ისინი ადამიანებისთვის უფრო გადამდები გახდნენ.

ასევე არსებობდა ნიშნები იმისა, რომ ლაბორატორიაში არაერთი უსაფრთხოების ნორმის დარღვევა დაფიქსირდა, ნათქვამია ანგარიშში.

დაზვერვის სააგენტოს შეფასება საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებსა და დაუზუსტებელ სადაზვერვო ოპერაციას ეფუძნებოდა, რომელსაც კოდური სახელი “Saaremaa” ჰქონდა. ანგარიშის მიხედვით, ეს მოკვლევა დაკვეთილი იყო გერმანიის იმდროინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის, ოფისის მიერ, თუმცა ის არასდროს გამოქვეყნებულა.

Reuters წერს, რომ გერმანიის ფედერალურმა დაზვერვის სამსახურმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჟურნალისტებმა აღნიშნული ანგარიში ახსენეს, გერმანიის მოქმედმა კანცლერმამ ოლაფ შოლცმაც არ გააკეთა კომენტარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს შეფასება გერმანულმა სამსახურმა 2024 წლის შემოდგომაზე აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გაუზიარა.

CIA-ის სპიკერმა 2025 წლის იანვარში განაცხადა, რომ სააგენტოს შეფასებით, COVID-19-ის პანდემიის წარმოშობის ლაბორატორიული ვერსია უფრო სავარაუდოა, ვიდრე მისი ბუნებრივი წარმოშობა.

CIA-მ ასევე აღნიშნა, რომ ამ შეფასებაში მისი ნდობის დონე “დაბალია” და რომ ორივე ვერსია – როგორც ლაბორატორიული, ასევე ბუნებრივი წარმოშობა – კვლავ შესაძლებელია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკებსა და პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ამიერიდან კომპანია „აუტოტესტ გეორგიაში“ შეძლებენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა დავით მესხიშვილმა მოაწერეს ხელი.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა განაცხადა, მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ერთობლივი სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას, რაც შესაძლებელს გახდის ახალგაზრდების ეფექტიანად დახელოვნებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.თამარ წერეთლის განცხადებით, თანამშრომლობით დაინტერესება ორმხრივია, შესაბამისად, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტთა კარიერული განვითარების, სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების, ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების შემუშავების მიმართულებით. ვიცე-რექტორის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას.„ამ მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ფაქტორია აკადემიური საზოგადოებისა და ავტოინდუსტრიის სფეროს მჭიდრო პარტნიორობისთვის. „აუტოტესტ გეორგია“, რომელიც საქართველოში გერმანული ინვესტიციით განხორციელებული ერთ-ერთი პირველი პროექტია, ყველა კატეგორიის ავტომობილს გერმანული MAHA-ს დანადგარების საშუალებით უტარებს ტექნიკურ ინსპექტირებას. საგულისხმოა ისიც, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი, დავით მესხიშვილი ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.კომპანიასთან თანამშრომლობით ჩვენს სტუდენტებს ექმნებათ კარგი შესაძლებლობა, გამოიყენონ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გარემოში. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ განავითარებს ახალგაზრდების უნარ-ჩვევებს, არამედ ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ კარიერულ განვითარებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, კომპანიასთან პარტნიორობით განახორციელოს ერთობლივი სტაჟირების პროგრამები, სპეციალიზებული ტრენინგები და კვლევითი ინიციატივები, რომლებიც როგორც სტუდენტებისთვის, ისე მთლიანად საავტომობილო სექტორისთვის, სარგებლის მომტანი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება აქტუალურია საავტომობილო ინდუსტრიისთვის, ამ დარგის პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მსგავსი მემორანდუმებით ჩამოვაყალიბებთ მყარ სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს, არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების მომზადებას დარგში მომავალი ლიდერობისთვის, ასევე, ხელს შევუწყობთ საავტომობილო დარგის განვითარებას სტანდარტების ამაღლებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.„აუტოტესტ გეორგიას“ დირექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, რომელიც განათლების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციაა, აქვს მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია და ინტელექტუალური რესურსი, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობა ახალი კონცეფციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციებისა და ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.როგორც დავით მესხიშვილმა აღნიშნა, ბიზნესი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს უნივერსიტეტთან, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობის მომზადების მიმართულებით.მემორანდუმის თანახმად, მხარეები, კომპეტენციისა და საერთო ინტერესების ფარგლებში, ასევე, იზრუნებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განვითარების, საწარმოო ბაზის სრულყოფის და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარების კუთხით.სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ დამფუძნებლები დავით ჩიქოვანი და რევაზ კლდიაშვილი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვლადიმერ პუტინი – უცხო ქვეყნებს ყველაფერი უხეში და არაცივილური ფორმით მიაქვთ, აღარაფერს ვამბობ სამართლებრივ სისტემებზე, მათ ვერ ვენდობით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეწარმეები უცხო ქვეყნებს არ უნდა ენდონ.„რა არის ამაში კარგი?“, – იკითხა პუტინმა, შემდეგ კი თავადვე აღნიშნა: „მათ ყველაფერი მიაქვთ, უხეში და არაცივილური ფორმით. აღარაფერს ვამბობ სამართლებრივი სისტემებზე. ისინი უბრალოდ არ არსებობს, ისინი მხოლოდ მათთვის არსებობს, ვერ ენდობით. აუცილებელია, ჩვენი ქვეყნის შიგნით შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა, რომელიც იქნება სტაბილურობის და სანდოობის გარანტი“.როგორც მედია წერს, პუტინი სავარაუდოდ, საზღვარგარეთ რუსული კომპანიების აქტივების გაყიინვაზე მიუთითებდა.მეწარმეებთან შეხვედრის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც, პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვის დროით 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. რუსეთის პრეზიდენტმა ამ შეკითხვას სიცილით უპასუხა: „არ მოუსმინოთ მას“.

სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.გადაწყვეტილება მოსამართლემ სალიხ შაინიძემ მიიღო.გადაწყვეტილებას შეძახილები: “უსამართლო სასამართლო”, “ხალხის ძალის გეშინოდეს” და ხმაური მოჰყვა.სხდომას მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ასევე, დღევანდელ სხდომას საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებიან.ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.

“უცხოელი ვადაგასული პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში და ადგილობრივ ვადაგასულ პოლიტიკოსებს ხვდებიან” – რატი იონათამიშვილი ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისში შეხვედრებს მართავს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჯერ ყოფილ პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები."ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია რა სტატუსით იმყოფება საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ხელისუფლების მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით."უცხოელი ვადაგასული პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში და ადგილობრივ ვადაგასულ პოლიტიკოსებს ხვდებიან. მათ რაც აერთიანებთ არის სწორედ ის, რომ არიან ვადაგასულები. რა თქმა უნდა, მათი შეხვედრები არ არის საინტერესო, უბრალოდ ჩვენ ვხედავთ რა სასოწარკვეთილებაში არის მიცემული საქართველოს მიმართ თუნდაც "დიფ სთეითი", ვის დავალებებსაც ასრულებენ კონკრეტულად ეს პირები. თუ ისინი ვერ ათვიცნობიერებენ, რომ მათ ვადა უკვე გაუვიდათ და არ გააჩნიათ მხარდაჭერა მით უარესი მათთვის,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.ცნობისთვის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ის გასულ წელს ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, შემდეგ კი მინისტრის თანამდებობაც დატოვა.

შვეიცარიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა

შვეიცარიაში, თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას reuters-ი შვეიცარიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, თვითმფრინავი შვეიცარიიდან დანიის მიმართულებით მიფრინავდა. ავიაკატასტროფა ორშაბათს მოხდა.პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა მათ დაადასტურებს, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.თვითმფრინავი შვეიცარიაში დანიიდან 13 მარტს ჩაფრინდა და ჩამოვარდნის დროს დაბრუნების რეისს ასრულებდა.

ბოლო სიახლეები