სამშაბათი, მარტი 10, 2026

Comcom ანალიტიკა – სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში

Comcom ანალიტიკა – კომუნიკაციების კომისიის ახალი სერვისი სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებით დაინტერესებული პირებისთვის. კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებისთვის და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის ახალი ინოვაციური სერვისი შექმნა. Comcom ანალიტიკა – ნებისმიერ მსურველს მარტივი ავტორიზაციით შეუძლია გამოიწეროს და მეილზე მიიღოს სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ აქტუალურ და საინტერესო ინფორმაცია. Comcom ანალიტიკის გამოწერის შემთხვევაში მომხარებელი მიიღებს უახლეს ყოველთვიურ და ყოველკვარტალურ ინფორმაციას კომუნიკაციების სფეროს ტენდენციების შესახებ.

აღნიშნული სერვისის მისაღებად, კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალს https://analytics.comcom.ge/ka/ გამოწერის კატეგორია დაემატა, comcom ანალიტიკა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს განვითარების ტენდენციების შესახებ ამომწურავ და უახლეს ინფორმაციას მიაწვდის გამომწერებს.

გამომწერებს აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ანგარიშის გამოწერის პერიოდულობა, ასევე მიუთითონ, თუ რომელი  სფეროს შესახებ სურთ ინფორმაციის მიღება, მაუწყებლობის თუ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ. გამომწერს შეუძლია მიუთითოს მომსახურების სახეები, მათ შორის, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება, მობილური მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტი და  მაუწყებლობა.

Comcom ანალიტიკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს მაუწყებლობის ტენდენციებს, მათ შორის  ერთი მაყურებელი რა  დროს უთმობს  სხვადასხვა ჟანრის გადაცემების ყურებას, გადახვევის რეჟიმში უფრო ხშირად უყურებენ ტელევიზორს თუ პირდაპირ რეჟიმში. ასევე ელექტრონული კომუნიკაციების ნაწილში comcom ანალიტიკაში თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია – რა რაოდენობის ინტერნეტს მოიხმარს ერთი აბონენტი, როგორია მობილური კომუნიკაციების მოხმარების ტენდენცია, როგორი შემოსავლები აქვთ კომპანიებს, რამდენს ხარჯავს ერთი ადამიანი საშუალოდ სატელეკომუნიკაციო მომსახურეობებში და სხვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის, ბოჭორიშვილმა, გოგრიჭიანმა და პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე  თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.57 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი ნიკოლოზ ბოჭორიშვილი გახდა – ქართველმა მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი რასულ გალბურაევი 6:1 დაამარცხა.ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი გოგრიჭიანმაც (79 კგ), რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში 8:7 დაამარცხა ბელარუსი ალიაკსანდრ ვიარბიტსკი.97 კგ წონით კატეგორიაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბერძენ ნიკოლაოს კარავანოსს 4:0 სძლია და კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.

„ესოშიეთიდ პრესი“ – თეირანის მცხოვრებლები ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმების შესახებ იუწყებიან

თეირანის მცხოვრებლები ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმების შესახებ იუწყებიან. ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას.მედიის ინფორმაციით, ფართომასშტაბიანმა დარტყმებმა დასავლეთ ნაწილში მდებარე მრავალ უბანში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ამასთან, ერთ-ერთმა პირმა მედიას განუცხადა, რომ საცხოვრებელ შენობაზე განხორციელებული დარტყმის მომსწრე გახდა.ირანული მედიის ცნობით, ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ, თუმცა, როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ შეძლო.მედიის ცნობით, თეირანის ქუჩები ნაკლებად გადატვირთული იყო და მოსალოდნელი ახალი დარტყმების გამო, ბევრმა კერძო ბიზნესმა ოფისები ადრე დახურა.ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ სამშაბათს ირანის ტერიტორიაზე ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდებოდა.

ფაიგ ნაბიევი – ქართული სახელმწიფო რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, ჩვენ მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, სადაც არ არის სტაბილურობა, იქ არც ლოცვას, არც...

ქართული სახელმწიფო დღეს რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, – ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე განაცხადა.მისივე თქმით, მუსლიმი თემის სასულიერო პირები მხარს უჭერენ აღნიშნულ პოლიტიკას.„ქართული სახელმწიფო დღეს რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება. ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს“, – განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა.

6 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მძიმე დიაგნოზი - ენცეფალიტი დაუდგინდა. მისი მდგომარეობა სერიოზულია და ექიმების რეკომენდაციით, საჭიროა მისი სასწრაფოდ გადაყვანა თურქეთში, სადაც უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. ამ დროისთვის ოჯახს სჭირდება 13 000 დოლარის შეგროვება, რათა შეძლონ ბავშვის გადაყვანა და მკურნალობის დაწყება.დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:"კრედო ბანკი": GE28CD0360000021630087 - მიმღები თ.მ (პირადი 08001033853)"თიბისი ბანკი": GE07TB7678745064300026 - მიმღები თ.მ პირადი ნომერი (08001033853)"საქართველოს ბანკი": GE30BG0000000528950970 - მიმღები თ.მ პირადი(08001033853)

ეტიბარ ემინოვი – საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად...

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, – ამის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე განაცხადა.მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას.„სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება“, – აღნიშნა ეტიბარ ემინოვმა.

ბოლო სიახლეები