აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაავალა საელჩოებსა და საკონსულოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ დროებით შეაჩერონ ახალი სტუდენტური ვიზების ინტერვიუების დანიშვნა, რადგან მიმდინარეობს გადაწყვეტილება, რომ სტუდენტური ვიზების ყველა აპლიკანტისთვის შემოღებულ იქნეს სოციალური მედიის ვეტინგის (შემოწმებისა და ანალიზის) გაფართოებული პროცედურა — ამის შესახებ ცნობას CNN ავრცელებს დიპლომატიურ ტელეგრამაზე დაყრდნობით.
ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის მორიგი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება შეაშინოს საერთაშორისო სტუდენტები და დააკარგვინოს მათ ინტერესი აშშ-ის უნივერსიტეტებში სწავლის მიმართ.