აშშ-ში წითელას აფეთქება: ინფიცირების 1,100-ზე მეტი შემთხვევა და გაფრთხილება მოგზაურებისთვის- ამის შესახებ CNN-წერს
2025 წელს აშშ-ში დაფიქსირდა წითელას 1,100-ზე მეტი შემთხვევა, რაც 2000 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვირუსი გავრცელდა საზოგადოებრივ ადგილებში – კლინიკებში, აეროპორტებში, კონცერტებზე და ტრანსპორტში.
ეპიდაფეთქების ძირითადი წყარო დასავლეთ ტეხასია, თუმცა ზაფხულის მოგზაურობის სეზონმა ვირუსის სხვა შტატებში გავრცელების რისკი გააღრმავა.
CDC მოუწოდებს საერთაშორისო მოგზაურებს ვაქცინაციის გადამოწმებისკენ, მათ შორის ბავშვებისთვის დამატებითი დოზის მიღებასაც ურჩევს. ვაქცინა უსაფრთხოა და 97%-ით იცავს ინფექციისგან.
აუცილებელია ყურადღება მიექცეს პირად იმუნურ სტატუსს, გატარდეს ჰიგიენის ზომები და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს.
