ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025

Citigroup-მა Facebook Messenger-ში საკუთარი ჩეთბოტი შექმნა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ბანკმა Citigroup-მა Facebook Messenger-ში საკუთარი ჩეთბოტი შექმნა. ამის შესახებ CNBC წერს.

მომხმარებლები ჩეთბოტთან კომუნიკაციით სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას მიიღებენ, მათ შორის ინფორმაციას საკუთარ ანგარიშზე არსებული ბალანსის შესახებ.

ჩეთბოტი უკვე ხელმისაწვდომია Citigroup-ის მომხმარებლებისთვის სინგაპურში, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის მომსახურების შეთავაზება ჰონგ-კონგსა და ავსტრალიაშიც იგეგმება.

შედეგად კომპანიას სურს აზიის რეგიონში ონლაინ კლიენტების რაოდენობა გაზარდოს. ბანკს ამ დროისთვის რეგიონში 16 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – სახელმწიფო იქნება 6,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის თანაპარტნიორი, ასევე მიწისა და პოტენციურად ასაშენებელი აქტივების თანამესაკუთრე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო გახდა უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტის თანაპარტნიორი, რომლის ფარგლებშიც, 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერული პროექტები განხორციელდება თბილისსა და გონიოში.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ასევე დარჩა მიწის თანამესაკუთრედ, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების, რომლებიც ასობით მილიონ დოლარს დააგენერირებს მომდევნო წლების განმავლობაში.„საქართველომ შეძლო და სახელმწიფო ინტერესების დაცვით, უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმებით, ერთი მხრივ, ჩვენ მივიღეთ უდიდესი მოცულობის უპრეცედენტო ინვესტიცია, მეორე მხრივ, სახელმწიფო გახდა ამ პროექტის თანაპარტნიორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მასშტაბის პროექტიდან ქვეყნის ბიუჯეტი, მათ შორის, მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს და შემოსავალს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციაზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა წინა ხელისუფლების პერიოდს, რა დროსაც, ჯამურად, ცხრა მილიარდამდე იყო მოზიდული ინვესტიციის რაოდენობა.„დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ ერთი კომპანიიდან მოზიდულ 6.5 მილიარდ ამერიკულ დოლარზე და შედარებისთვის, ვფიქრობ, ესეც კმარა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მოხდება მომიჯნავე სექტორების განვითარება, ასევე დასაქმების ზრდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინთან ყოველ ჯერზე კარგი საუბარი მაქვს, მაგრამ შემდეგ ამას შედეგი არ მოჰყვება

ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმერ პუტინთან ვსაუბრობ, კარგი საუბარი მაქვს, მაგრამ შემდეგ ამას შედეგი არ მოჰყვება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ის ომშია. ომში ასეა, არასოდეს იცი, რა მოხდება, მაგრამ დროა, გარიგება დაიდოს. ბევრი ადამიანი კვდება – ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ისინი ადამიანები არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.კითხვაზე, რამდენად დაეხმარება აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულებას, ტრამპმა უპასუხა, რომ ფიქრობს, ეს ნამდვილად იქონიებს გავლენას“„ეს მასშტაბური სანქციებია – ნავთობის ორი უმსხვილესი კომპანიის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, პუტინი გონივრული გახდება და იმედი მაქვს, ზელენსკიც გონივრული იქნება. თქვენ იცით, ტანგოს ორი ცეკვავს, როგორც ამბობენ. მათ ერთმანეთს სძულთ. ამ ორ ადამიანს ერთმანეთს სძულს და ეს უფრო რთულს ხდის საქმეს, ვიდრე უნდა იყოს“, – აღნიშნა ტრამპმა.მისივე თქმით, პუტინს მთელი უკრაინის აღება სურდა.„ჩემი პირველ საპრეზიდენტო ვადა როცა იყო, ძალიან ახლოს ვიყავი მასთან. ვგრძნობდი, რომ მას სურდა მთელი უკრაინა, არა მხოლოდ ნაწილი. ვფიქრობ, ახლა ის მზადაა, ცოტა უფრო წინ წავიდეს მოლაპარაკებების პროცესში და ვფიქრობ, მზადაა შეთანხმება დადოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ შეთანხმებების მიიღწევა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ბირთვული იარაღის დეესკალაცის საკითხზე.„პრეზიდენტმა პუტინმა სატელეფონო საუბრისას ბირთვული იარაღის საკითხზე ისაუბრა, სადაც დეესკალაციას ვახორციელებთ. მე კმაყოფილი ვარ ამით. ვფიქრობ, ეს კარგია“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ტრამპის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას რუსეთ-უკრაინაზე ისაუბრებს და სი ძინპინს შეუძლია, რომ პუტინზე დიდი გავლენა მოახდინოს.„ჩვენ საკმაოდ გრძელი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობ, რომ რაღაც გადაწყდება. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, სი ძინპინს შეუძლია, დიდი გავლენა იქონიოს პუტინზე. ის ძალიან დიდი ქვეყნის ძალიან ძლიერი ლიდერია. ჩვენ ნამდვილად ვისაუბრებთ რუსეთ-უკრაინაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

ნინი შერმადინმა დაწერა, რომ ქართველი მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა, რაც სიცრუე აღმოჩნდა.,,მეგობრებო!!!!!! არ ვიცი მეც ძალიან დიდ შეცდომაში შევედი, მარტო იმიტომ რომ ხატიას ვერ დავუკავშირდი, იმდენმა დაწერა და იმდენმა ახლობელმა, რომ ვერ დავუშვი რომ ტყუილი იყო, რატომ ვერ დავრეკე ხატიასთან ეგრევე? იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს როცა დედა უკვდება ადამიანს, არავინ და არაფერი ახსოვს და უნდა ქვეყანაზე…  ეხლა მომწერეს ოჯახის ახლობლებმა რომ დონარა მძიმედაა, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო, მივეცი თავს უფლება რომ ხატიასთან გადამემოწმებინა, ძალიან ფრთხილად ვკითხე ტყუილად გამოვიტირე დროზე ადრე თქო და მძიმედაა ნინი მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო… ანუ რამე სპორტია ეს წინასწარ ადამიანების დასამარება? აღარ ვვარგივარ მთელი დღეა!!!! გავსკდი ტირილით!!!  ხალხო მაპატიეთ! დონკო გთხოვ იცოცხლე რა! ერთხელ ხო გამოძვერი და ეხლაც გთხოვ რომ გამოძვრე, შენ ხო ძალიან ძლიერი გოგო ხარ?! ❤️🥹 Khatia Khosroshvili ღმერთო ჩემო!!!! მაპატიე ხატია, რომ ვერ გადავამოწმე პირადად შენთან და მოსამძიმრებისაც შემეშინდა ჩვენი დღევანდელი საუბრის მერე…ყველა საათი, წუთი და დღე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, სანამ დედა სუნთქავს ხალხო! შვილს უსამძიმრებენ ჯერ ცოცხალ დედაზე!!! ნორმალურები ხართ? ",-წერს ნინი.

“ლელოს” ახალგაზრდულის წევრი ანა ბერიშვილი აქციის მონაწილეზე, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა- ეს გოგო იყო სუსის პროვოკატორი, სხვანაირად პოლიცია ვერ ბედავდა გზაზე არ გადაეშვა ხალხი-...

“ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ანა ბერიშვილი სოციალურ ქსელში აქციის იმ მონაწილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც რუსთაველზე, პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და ამბობს, რომ სუს-ის პროვოკატორია.მისივე თქმით, ამით ქართველი ხალხის ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი დასრულდა.“ეს გოგო იყო სუსის პროვოკატორი!!!!სხვანაირად გამორიცხულია მისი ამ პროვოკაციული მოქმედების გარეშე პოლიცია ვერ ბედავდა გზაზე არ გადაეშვა ხალხი და იქვე დაეკავებინათ, ახლა მორალური უპირატესობა მოიპოვეს და დაამთავრეს ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი ქართველი ხალხის”- წერს ანა ბერიშვილი.

აშშ-ს სახაზინო მდივანი – გამოვაცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან ზრდას

დღეს შუადღისას ან ხვალ დილით ადრე გამოვაცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან გაზრდას. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “ან დღეს შუადღისას ან ხვალ დილით ადრე გამოვაცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან ზრდას,” - განაცხადა ბესენტმა. მას პოტენციალური სანქციების დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ბოლო სიახლეები