ოთხშაბათი, ნოემბერი 4, 2026

Citigroup-მა Facebook Messenger-ში საკუთარი ჩეთბოტი შექმნა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ბანკმა Citigroup-მა Facebook Messenger-ში საკუთარი ჩეთბოტი შექმნა. ამის შესახებ CNBC წერს.

მომხმარებლები ჩეთბოტთან კომუნიკაციით სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას მიიღებენ, მათ შორის ინფორმაციას საკუთარ ანგარიშზე არსებული ბალანსის შესახებ.

ჩეთბოტი უკვე ხელმისაწვდომია Citigroup-ის მომხმარებლებისთვის სინგაპურში, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის მომსახურების შეთავაზება ჰონგ-კონგსა და ავსტრალიაშიც იგეგმება.

შედეგად კომპანიას სურს აზიის რეგიონში ონლაინ კლიენტების რაოდენობა გაზარდოს. ბანკს ამ დროისთვის რეგიონში 16 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბარაკ ობამა – ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა იმ ლიდერებს, რომლებიც არსებულ გამოწვევებს კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხებენ, ხალხს სურს პოლიტიკა, რომელიც აერთიანებს და არა ჰყოფს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, შაულედურ არჩევნებში ამომრჩეველმა მხარი იმ ლიდერებს დაუჭირა, რომლებიც არსებულ გამოწვევებს კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხებენ.„დღეს საღამოს ამერიკელი ხალხის გზავნილია, რომ მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ხალხს აერთიანებს და არა ყოფს“, – წერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი.მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია შემდგომი ზიანის თავიდან აცილება.„მიუხედავად იმისა, რომ ამ ადმინისტრაციას კიდევ ორი წელი აქვს, ახლა ჩვენი საქმეა აქტიური მუშაობა, შევიტანოთ ცვლილებები ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ზიანი და ჩავუყაროთ საფუძველი მომავალს“, – განაცხადა ობამამ.ცნობისთვის, 3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა. პირველადი შედეგებით, როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტია ლიდერობს. ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს.

ევროკომისიის ანგარიში – საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ

საქართველომ მართლმსაჯულების სისტემის ფართო რეფორმა უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.ამასთან, არსებული ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა გარდაიქმნას.„გარდა ამისა, უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ. შემოწმება უნდა შეეხოს როგორც კანდიდატებს, ისე მართლმსაჯულების სისტემაში ყველა მაღალ თანამდებობაზე ამჟამად დანიშნულ პირებს, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში დღეს უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა მანამდე ვრცელდება ანგარიშის სხვადასხვა ნაწილი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტმა შეიწყალა რამდენიმე პირი, რომლებიც საქართველოში აქციებთან დაკავშირებით უკანონოდ იყვნენ დაკავებული და დანაშაული აღიარეს, მიუხედავად ამისა, ბევრი სხვა პირი პატიმრობაში რჩება“. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს“. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ხელისუფლების გაცხადებულ სწრაფვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ეწინააღმდეგებოდა ჩართულობა მტრულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში“.

სამთავრობო კრიზისი ბელგიაში: მეფე ფილიპე პრემიერ-მინისტრ დე ვევერის გადადგომის საკითხს განიხილავს

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ მოლაპარაკებების ჩაშლას ბელგიაში სამთავრობო კრიზისი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა მეფე ფილიპეს გადადგომის განცხადებით მიმართა. ბელგიის მონარქის განცხადებით, მმართველი კოალიციის სხვა პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს და მათთან ამ საკითხზე იმსჯელებს.მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა, თვეების განმავლობაში, ვერ მოახერხეს შეთანხმება 2027 წლის ბიუჯეტის 10 მილიარდი ევროს ოდენობით შემცირებისა და გადასახადების გაზრდის საკითხზე, რაც სახელმწიფო ფინანსების სტაბილიზაციისთვის არის საჭირო.ერთ მხარეს არიან დე ვევერი, რომელიც ფლამანდიელ ნაციონალისტებს უდგას სათავეში, და ცენტრისტულ-მემარჯვენე „რეფორმისტული მოძრაობა“, რომლებიც ხარჯების შემცირებას ემხრობიან. მათ სოციალისტები და ცენტრისტები უპირისპირდებიან.ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, ბელგიას მძიმე ტვირთად აწევს სულ უფრო მზარდი სახელმწიფო ვალი, მაშინ როდესაც საპროტესტო აქციებზე სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მოთხოვნა, მეტი სახსრები გამოიყოს ისეთი სერვისების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა განათლება.დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბელგიაშიც მოხდა.ბარტ დე ვევერს მეფე ფილიპესთან მომდევნო შეხვედრა პარასკევს ექნება, და თუ გადადგომის შესახებ მისი თხოვნა დაკმაყოფილდება, ამას კოალიციური მთავრობის ფორმირების ახალი მცდელობა ან ახალი, რიგგარეშე არჩევნები მოჰყვება.

მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა.მასთან ერთად დღეს უნდა გათავისუფლდეს კიდევ ერთი მსჯავრდებული ლაშა ბერიძეც.ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას გარდა, საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე 282 მლნ ლარი დაიხარჯა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 69 დაწესებულება, რომელთა მიერ კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა 282.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.საქსტატის ცნობით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2.2 პროცენტით გაიზარდა და 16 552 შეადგინა, რომელთაგან 14 390 მკვლევარია. მკვლევარების 55.1 პროცენტი ქალია, ხოლო 44.9 პროცენტი – კაცი. მკვლევართა 67.5 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 29.8 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7 პროცენტი – ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.9%), ხოლო კაცების შემთხვევაში – 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (24.4%).ამასთან, უწყების ანგარიშით, მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 250 კაცს შეადგენს (22.6%), ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული (3.3%).

ბოლო სიახლეები